რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საზოგადოება

შირაზის ხანის ქებასა…

ალავერდი-ხანი უნდილაძე

მე-17 ს. სპარსეთის ისტორიში უნდილაძეთა მოდგმამ დიდი კვალი დატოვა. ამ გვარის აღზევებას სატავე დაუდო კაცმა, რომლის ქართული სახელი არ შემონხულა…

ალავერდი-ხან უნდილაძეს უპირველესი ადგილი ეჭირა შაჰ-აბასის კარზე, როგორც ჭკვიან და ენერგიულ კაცს. მის მიერ აშენებული ხიდები თუ სასხლეები დღესაც ამშვენებს სპარსეთის ძველ დედაქალაქს…

ალავერდი-ხანის ვაჟებმა – იმამლუყი-ხანმა და დაუდ-ხანმა უფრო მეტი გაუკეთეს სპარსეთს, ვიდრე ტომით და სისხლით ირანელებმა…

ფარსის ყულარარასობა, შირაზის ბეგლარბეგობა – თითქმის ნახევარზე მეტი სპარსეთის პატრონობა ჩააბარა ერთგულ მსახურს შაჰ-აბას II-მ. ამ გათათრებულმა ქართველმა, შესაძლოა, ენა კი ქრთულად აიდგა, მაგრამ საქართველო მისთვის შორეული ზმანება იყო.

იმამლუყი-ხანის ბიოგრაფია საბედისწეროდ გადაეჭდო თეიმურაზ I-ისა და ქეთევან დედოფლის ცხოვრებას. სწორედ ის იყო 10 წლის ტყვეობის მანძილზე ქეთევანის გამკითხავი. ვერაგმა შაჰმა მას უბრძანა, – თუ არ გამაჰმადიანდება, აწამე ქართველთა დეოფალიო…

იმამლუყი-ხანი კარგად იცნობდა თავისი ისტორიული სამშობლოს დედოფალს, იცოდა მისი სიმტკიცის ამბავი, ურჩევდა, ემუდარებოდა – დათმე, რჯულიო… ვიცი, რომ არ გათათრდების, თუმცა არა აქვს დრონია, თეიმურაზის დედასა, ვით ვკადრო უკადრონიაო, – წუხდა…

რა იცოდა, რომ უხილავი ღმერთის ერთგულება ქართველებისთვის სამშობლოს ერთგულება იყო, გაუტეხელი სული – იმედი, დეოფალი ქეთევანი – ერის სიმტკიცის სიმბოლო…

ქართულ სამყაროსთან სიხლოვემ თითქოს აღუდგინა ქართული სული, ეგებ, ამიტომ გასწირა კეთილდღეობა და თეიმურაზთან ერთად აუჯანყდა კაცს, რომელიც ამბობდა: მე მემორჩილება მთელი სპარსეთი, ხოლო მე – უნდილაძეს ვემორჩილებიო.

ეს იყო ამბოხი სიბნელისა და ბოროტების წინააღმდეგ, ეს იყო სინათლისა და სიკეთისაკენ სწრაფვა… ცხადია, ბოროტება ვერ მოინელებს სიკეთეს და ასეც მოხდა – შაჰ-აბასმა თავები დააყრევინა უნდილაძეებს…

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა