რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

მზის დაბლენება – უჩვეულო და მომნუსხველი ბუნებრივი ფენომენი

მზის დაბნელება

მზის სრული დაბნელება ძალიან იშვიათი მოვლენაა. ადამიანმა თავს უნდა უწოდოს იღბლიანი, თუ თავის სიცოცხლეში ამის ნახვას მოახერხებს. ამ უჩვეულო და მომნუსხველი ბუნებრივი ფენომენის დროს მსოფლიოში ისადგურებს წყვდიადი, რა დროსაც ჩიტებიც კი წყვეტენ ჭიკჭიკს, სანამ მთვარე არ ჩამოეცლება და მზე კვლავ არ გამოანათებს. გასაკვირი არ უნდა იყოს მათთვის, ვისაც მზის უეცარი „ჩაქრობა“ უნახავს, რატომ ეგონათ გასულ საუკუნეებში მზის დაბნელება ავის მომასწავებელი, როცა ასტრონომიაში ვერავინ ერკვეოდა წესიერად.

მზე ბნელდება მაშინ, როცა დედამიწასა და მზეს შორის მთვარე დგება. ეს მოვლენა მხოლოდ სავსემთვარეობისას ხდება და თანაც მხოლოდ მაშინ, როცა მთვარე და მზე ერთ ხაზზე არიან განლაგებული. ამ შემთხვევაშიც კი მზის სრული დაბნელების ხილვა არის შესაძლებელი დედამიწის მხოლოდ ერთი კონკრეტული წერტილიდან, რადგან მთვარის ჩრდილი, იგივე „უმბრა“ ეფარება ჩვენი პლანეტის მხოლოდ ვიწრო მონაკვეთს. მზის დაბნელება წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ მაინც ხდება, მაგრამ მათგან მხოლოდ ორია სრული.

მზის დაბნელება ოთხი ტიპისაა. პირველია „სრული დაბნელება“, როცა მთვარე მთლიანად ფარავს მზეს და მხოლოდ წვრილი გვირგვინი ჩანს. მომენტს, როცა მზე მთლიანად იფარება, „სისრულეს“ უწოდებენ; ეს მოვლენა 7 წუთსა და 31 წამზე მეტხანს არ გრძელდება, რადგან დედამიწის გარშემო 1700 კმ/სთ სიჩქარით მბრუნავი მთვარე ამასობაში მზეს ჩამოეცილება ხოლმე. გამოთვლილია რომ ყოველ 1000 წელიწადში მაქსიმუმ 10 ისეთი დაბნელება შეიძლება მოხდეს, რომლის „სისრულის“ მომენტი შვიდ წუტს აღემატება. „უახლოეს“ მომავალში ასეთ დაბნელებას 2150 წლის 25 ივნისს უნდა ველოდოთ.

მეორე ტიპია „წრიული დბნელება“, რომელიც სრულ დაბნელებას ჰგავს, მაგრამ ციური სხეულების ელიფსური ორბიტების გამო მთვარე უფრო პატარა ჩანს და შედეგად მისი სილუეტის ირგვლივ მზის გარემოცულობა უფრო დიდი და კაშკაშაა.

მესამეა „ჰიბრიდული დაბნელება“, ყველაზე იშვიათი ფორმა, რომელიც „სრულსა“ და „წრიულ დაბნელებებს“ შორის მერყეობს.

და ბოლოს, ყველაზე ხშირია „ნაწილობრივი დაბნელება“, როცა მთვარე მხოლოდ მზის ნაწილს ფარავს. ეს მაშინ ხდება, როცა მზე და მთვარე ერთ ხაზზე არ არიან განლაგებული ან როცა მზის დაბნელებას მთვარის უმბრიდან არ აკვირდებიან.

მართალია, დედამიწის ამა თუ იმ წერტილიდან საშუალოდ ყოველ 18 თვეში შეიძლება მზის დაბნელების ხილვა, თუმცა გამოთვლილია, რომ ერთი და იმავე წერტილიდან ამ საოცარი მოვლენის დანახვა მხოლოდ 370 წელიწადში ერთხელაა შესაძლებელი. მრავალი ადამიანი სპეციალურად, შორი მანძილიდან მოგზაურობს ამ მოვლენაზე დასაკვირვებლად. მათთვის, ვისაც მზის სრული დაბნელება უნახავს, მზის სისტემის მასშტაბის წარმოდგენა ძნელი არ უნდა იყოს.


ასვე დაგაინტერესებთ: ანხელის ჩანჩქერი: „კერეპაკუაი მერუ“ – ბუნების საოცრება
ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *