რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

სპარტა მაკედონიის წინააღმდეგ

სპარტა მაკედონიის წინააღმდეგ - საბერძნეთი, ელადა, მაკედონია

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

ფილიპე მეორემ ქერონეის ბრძოლის შემდეგ ძწ. 338 წელს, როცა სასტიკად დაამარცხა გაერთიანებული ბერძნული პოლისების არმიები და ამით დაიმორჩილა საბერძნეთის უდიდესი ნაწილი არ შეხებია სპარტას. ისინი ბრძოლის ველზე არ გამოცხადებულან და ფილიპემ პირდაპირი იერიშიც არ მიიტანა. წერილი გაგზავნა სადაც მორჩილება ითხოვა თორემ დავანგრევ თქვენს ქალაქსო, სადაც ლაკონური პასუხი მოუვიდა “თუო” და ამით მორჩა. ფილიპე დიდი ლაშქრობის სამზადისში იყო და არ შეხებია პელოპონესის ნახევარკუნძულს.

მალე ფილიპე მოკლეს და ალექსანდრემ კი განაგრძო მისი წამოწყება და დაიწყო ლეგენდარული ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ და დატოვა საბერძნეთი. აქაური ამბეების მეთვალყურედ კი ანტიპატრე დანიშნა.

ყველაფერი შეიცვალა 334 წელს ალექსანდრეს გრანიკუსთან გამარჯვების შემდეგ. სპარსელები გადაწყვეტენ ალექსანდრესთვის ზურგი აეფეთქებინათ და დიდი ომი დაეწყოთ საბერძნეთში, რათა იძულებული გაეხადათ დაეტოვებინა იმპერიის საზღვრები. ამისთვის სპარსელი ადმირალი ფარნაბაზი უკავშირდება სპარტის მეფე აგის მესამეს, პირველ სურათზეა წარმოდგენილი ეს ადამიანი და სთავაზობს 10 დიდი სამხედრო გემის და 30 ოქროს ტალანტის გადაცემას, თუ ის დაიწყებდა ასეთ ომს. აგის მესამემ ჩათვალა რომ დრო მოვიდა სპარტამ აღადგინოს თავისი ჰეგემონია საბერძნეთში და დათანხნდა ასეთი ომის წამოწყებას.

ძ.წ 332 წელს მან შეუტია კრეტის კუნძულს, დაამარცხა იქ განლაგებული მაკედონური არმია და დაიპყრო ეს კუნძული. პარალელურად მან მოახერხა კავშირის გაბმა თრაკიის რწმუნებულ მემნონთან და დაარწმუნა აჯანყება დაეწყო. მაგრამ ანტიპატრე არ დაიბნა. მან მაკედონიაში ტოტალური მობილიზაცია გამოაცხადა, მერე 8 ათასიანი კორპუსი გაგზავნა პელეპონესზე კორაგოსის ხელმძღვანელობით, თვითონ კი თრაკიისკენ დაიძრა.

მან შეძლო მემნოსის განადგურება და თრაკიის ისევ დამორჩილება, მაგრამ პელოპონესიდან ცუდი ამბები მოუვიდა. მაკედონური არმია სასტიკად დამარცხდა და თვითონ კორაგოსი ბრძოლის ველზე დაეცა. გაჩნდა საფრთხე სრულიად საბერძნეთის აფეთქების. ორივე მხარე ძ.წ 331 წლის კამპანიისთვის მზადება შეუდგა. აგისმა ბერძნებს მიმართა საერთო ბრძოლისთვის. არგოსმა, კორინთმა და მესსენიამ შეუთვალეს, ათენი რასაც გადაწყვეტს იმას ვიზამთო. მაგრამ ათენელებმა განაცხადეს რომ, როგორც სპარტა დარჩა ნეიტრალური ძ.წ 338 წელს, ასევე იზამენ ისინიც და საბერძნეთსაც არ ჭირდებოდა ეს ომიო. აქედან გამომდინარე საერთო ძალებით გამოსვლა ჩაიშალა.

ამავე პერიოდში ალექსანდრემდე მივიდა ეს ამბავი. მან 3 ათასი ოქროს ტალანტი, რაც მაგ დროს ზღაპრული თანხა იყო და დამხმარე ძალები გამოუგზავნა ანტიპატრეს. ასეთი დახმარების მიღების შემდეგ ანტიპატრემ 40 ათასიანი არმია ჩამოაყალიბა და დაიძრა პელოპონესისკენ. აგის მესამეც ამზადებდა არმიას. მან 20 ათასი ქვეითის და 2 ათასი ცხენოსნის გამოყვანა შეძლო. მხარეები ქალაქ მეგაპოლისთან შეხვდნენ ერთმანეთს ძ.წ 331 წლის აგვისტოში, სადაც გაიმართა დიდი ბრძოლა.

თვითონ ბრძოლა იყო უკომპრომისო და სისხლისმღვრელი და გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში. გადამწყვეტი როლი ითამაშა მაკედონელთა რიცხობრივმა უპირატესობამ. ანტიპატრმა რეზერვში დატოვა ძალები და როცა იგრძნო რომ სპარტელები გადაიღალნენ , სწორედ მაშინ ჩართო ბრძოლაში, ალყაში მოაქცია სპარტის არმია და პირწმინდად გაანადგურა. აგის მესამე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, უარი თქვა რა გაქცევაზე.

ანტიპატრემ განაგრძო შეტევა და მალე სპარტაც აიღო. მას კი ქონდა სურვილი საერთოდ გაუქმებულად გამოეცხადებინა სპარტის სახელმწიფო, მაგრამ სპარტელებმა ხრიკი იხმარეს. საიდუმლოდ გაგზავნეს დელეგაცია ალექსანდრესთან და ფეხებში ჩაუვარდნენ გვაპატიეო და ალექსანდრემ საოცარი გულმოწყალება გამოიჩინა. მან უარი თქვა სპარტის უბრალო პროვინციად ქცევაზე და შემდეგი სახის საზავო ხელშეკრულება დაუდო. სპარტა იხდიდა 120 ოქროს ტალანტს, უარს ამბობდა პელოპონესში ბატონობაზე, აღიარებდა საბერძნეთში მაკედონიის აბსოლუტურ ჰეგემონობას და ალექსანდრეს მორჩილ სახელმწიფოდ აცხადებდა თავს, ოღონდაც მეფობის შენარჩუნებით. მეფედ ალექსანდრემ აგის მესამის ძმა დაამტკიცა – ევდამიდი.

ასე დასრულდა ეს ომი. სპარტელებმა ამპარტავნულად რატომღაც ჩათვალეს შეძლებდნენ მაკედონიის აუცილებლად დამარცხებას, თუნდაც მარტოდაც და როცა ალექსანდრე გრანდიოზულ წარმატებებს აღწევდა სპარსეთის იმპერიის წინააღმდეგ მაშინ დაიწყეს ომი და ზურგში დაარტყეს მას, მაგრამ მათთაც იგემეს რაც ნიშნავს მაკედონური ფალანგა და განადგურდნენ. საბოლოოდ ამ ომის შედეგად სპარტას ძლიერება ისტორიას ჩაბარდა, იყო იმის დიდი ალბათობაც რომ საერთოდ სახელმწიფოებრიობას დაკარგავდნენ, რომ არაა ალექსანდრეს საოცრად ღირსეული და გულმოწყალე საქციელი.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა