რას ეძებ?

საინტერესო სხვა

სხვისი ‘დემონის’ ‘მოკვლით’ თავად ხდები ის ‘დემონი’, რომელიც მოკალი

სხვისი 'დემონის' 'მოკვლით' თავად ხდები ის 'დემონი', რომელიც მოკალი

სხვისი ჭაობის წმენდვით, თავად წვები ამ ჭაობში.
სხვისი ილუზიების მსხვრევით, თავად აღმოჩნდები იმავე ილუზიის ტყვეობაში.

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, ადამიანს სხვები უფრო არ უყვარს, თუ საკუთარი თავითქო?
და მასიურ დონეზე თუ გადავხედავთ საკუთარი თავის არსიყვარული ყველაზე გავრცელებული ‘სენია’.

როცა ადამიანს საკუთარი თავი არ უყვარს, ხშირად მისი სიამოვნების წყარო – მუდმივი განსჯა, ლანძღვა და გინებაა თავის თავის. უკიდურეს შემთხვევაში ფიზიკური ძალადობაც.

შესაბამისად ფსიქოლოგია უკვე მივიდა იქამდე სადაც დასვა კითხვა, მოძალადე უფრო მეტადაა მოძალადე, თუ ის ვინც მუდმივად აღვიძებს ყველაში ძალადობის სურვილს?

რა თქმა უნდა ამ საქმეში ორივეა გარეული და ფხიზელ ადამიანს სულ რომ ყელი მიუშვირო, დანას ნამდვილად არ გამოგისვამს, მაგრამ აუცილებელია სამყაროში იმის გაცნობიერება რომ ‘მსხვერპლი’ აქ არ არსებობს.

დავკვირვებივარ გინდ პირადი გამოცდილებით, როცა საკუთარი თავის მიმართ უსიყვარულო დამოკიდებულება მქონდა – როგორ არაცნობიერ სიამოვნებას ვიღებდი სხვებისგან კრიტიკით, თუნდაც ისეთი ნიჰილისტური ლიტერატურის კითხვით სადაც ავტორი მთელს კაცობრიობას გემრიელად გვაჯვავს და გვეუბნება *ლეები ხართ მაინც არაფერი არ გეშველებათო.

ვიღაც კი მთელი ცხოვრება ასეა და უფრო მეტად და მეტად აქვს მაზოხისტური სიამოვნების მიღების სურვილი. ამ დროს შესაბამისად ადამიანი ეძებ პიროვნებებს , რომლებიც შენზე იძალადებენ, ვისაც აქვს მიდრეკილება ამის და ყველაზე მეტად რასაც ვერ გაპატიებს – ვერ აპატიებს ვერავის – იმ წერტილში აჭერ რომ გამოგლანძღოს, ვეღარ მოითბინოს.

ამ ადამიანი თავის თავს აჯვავს და მაქსიმალურად ნეგატიურად ყვება თავის საქციელებს რომ უთხრა – ეს რა გიქნია მართლა და მართლაო.

შესაძლოა ძალადობის მსურველმა ისეთ ადამიანში გააღვიძოს ‘მკვლელი’ , რომელსაც მანამდე არავისთვის ზიანის მიყენება არ უცდია და ძალადობრიობა მისი თვისება ნამდვილად არ იყო. (რა თქმა უნდა, ნაპრალი როარ ჰქონოდა ვერავინ ვერავის აქცევს ვერაფრად, მაგრამ აქ ვსაუბრობ ენერგეტიკულ ქვეცნობიერ ზეწოლაზე და მანიპულაციაზე, როცა ადამიანი ვერაა ფხიზლად).

შესაბამისად, ვიცოდეთ რომ არა მარტო ისაა ძალადობა – სხვა ადამიანი ლანძღო, ცემო, თუნდაც აგრესიულად გააფსიქოანალიზო, მის კომპლექსებში ხელები აფათურო ისე, თითქოს უკეთ იცოდე რას რატომ აკეთებს, ისიც თანასწორი ძალადობაა – ადამიანს ამის უფლება მისცე და ითხოვდე მისგან – მუდმივად ლანძღვა გინებას, ცემა ტყეპას , მუდმივად ითხოვდე შენს ჭაობში იყურებოდეს, შენს დემონებს – ‘კლავდეს’ და საკმაოდ ბევრი ადამიანი ითხოვს ამას, მიდის ისეთ ადამიანთან, რომელსაც შორიდანვე ეტყობა , რომ აქვს უნარი ვიღაცის სიღრმის, არაცნობიერი იმპულსების დანახვის და გეხვეწება – მომიკალი ეს დემონი თუ ძმახარო, მაგრამ ბი ქერფლ – ეგ არის უდიდესი უფსკრული , სადაც არაფრის დიდებით არ უნდა გადავიჩეხოთ.

არავის დემონებთან, ჭაობთან და არაცნობიერ გაუცნობიერებლობასთან არაფერი არ გვესაქმება – საერთოდ არ გვაქვს უფლება ერთი ერთზე – ადამიანს თუნდაც ილუზიური სამყარო მოვუნგრიოთ, თუნდაც ის დემონი მოვუკლათ რომელიც ასე ტკენდა, არა, რადგანაც მთელი ის ნაგავი მერე ჩვენ მიგვაქვს და თავადვე ვხვდებით იმ ‘დემონებისგან’ შებყრობილები, სხვის გათავისუფლებას რომ ვცდილობდით ვითომ მისგან.

რატომ?
იმიტომ რომ სამყარო უყურებს იმას,
როგორ ექცევი შენ სხვებს,
როგორია შენი ემოციები,
როგორია შენი სიტყვები?
თუკი მას ესმის როგორ ეუბნები თუნდაც ‘სიბნელეს’ – შე ასეთო შე ისეთოს –
თუკი ის ხედავს როგორ ებრძვი – სხვაში რაღაცას,
აუცილებლად შენს ცხოვრებაში მოგივლენს ისეთ ამბებს, რომ
საკმაოდ მტკივნეულად გასწავლის გაკვეთილს –
მხოლოდ შენი ჭაობი გაქვს საწმენდი და
არავის – არც სულში და არც ჭაობში ხელების ფათური არ გვეპატიება.

ყველაზე კარგად მაშინ ვარ როცა საერთოდ არ მადარდებს ადამიანითავისივე მოწყობილ ჯოჯოხეთში იწვის თუ სამოთხეში, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რადგან როცა ადამიანი ჯოჯოხეთში იწვის – გიჟივით დარბის ცეცხლწაკიდებული და – ცდილობს დახმარება სხვისგან მიიღოს – და შესაბამისად ამ მცდელობებში მასთან ერთად დაიწვები, როცა ადამიანი ‘სამოთხეშია’ მხოლოდ შეიძლება მიიწვიოს სხვები – მობრძანდით ნახეთ რა კარგიაო, რადგან კარგად როცა ხარ – სხვის თავისუფალ ნებას სცემ პატივს და იცი, რომ ყველა თვითონ ქმნის თავის მდგომარეობას და როცა ცუდად ხარ – მხოლოდ ერთი რამ შეგიძლია გაუკეთო ადამიანებს – გადაიყოლო.

ვერ იქნები ცუდად და ვერ დაეხმარები სხვებს, ვერ იქნები ცუდად და ვერ მოახდენ დადებით გავლენას სხვებზე. ამიტომაც ერთადერთი ვინც უნდა ვიკვლიოთ ვართ ჩვენი თავები და ჩვენი ჭაობი უნდა ამოვწმინდოთ.

დანარჩენი კი თუ ადამიანი გულწრფელ რჩევას გეკითხება, შეგვიძლია ზოგადად ვისაუბროთ გარკვეული ჭაობისგან როგორ განვიწმინდეთ ჩვენ, კოლექტიურ დონეზე განვიხილოთ ადამიანური სისუსტეები და კომპლექსები, და ეს არ ნიშნავს რომ მეორე ადამიანს ვუთხრათ შენ ეს გაქვს ის გაქვს იიი ცუდო – შენ შენი უნდა განიხილო და გამოიკვლიო , მე ჩემი. სამყარო მხოლოდ ამ შემთხვევაში არ ‘დაგვსჯის’. თუ შენ მეორე ადამიანს ზიზღით ეუბნები რაღაცას, აგრესიით ეუბნები რაღაცას – შენ ეს როგორ შენ ის როგორო რა ხდება ამ დროს? ზუსტად იგივეს ან უარესს ვაკეთებთ, რომ კარგად ვიწვნიოთ – რაც განვსაჯეთ იმ ჭაობის ტკივილი და მეორედ ვეღარ გავბედოთ ვიღაცის ამისთვის განსჯა.

მაგრამ ვიმეორებ, როცა ადამიანი მაზოხიზმშია და უიშვიათესია როცა ადამიანს უყვარს საკუთარი თავი, მანიპულაციურად ცდილობს ყველასგან განსჯა და კრიტიკა მიიღოს, ამიტომაც ასეთი ადამიანი იმ წერტილს ააქტიურებს სხვაში – რომელშიც არაა სიყვარული და ცდილობს ამისგან გამომდინარე – გამოიწვიოს მასში ზიზღი აგრესია მიუღებლობა – მივიღოთ ესეც თვითგანსავითარებლად და დავაკვირდეთ ამ სიცარიელეს, რომელ წერტილში ვერ გვიყვარს ადამიანი? ანუ რას ვერ ვაპატიებდით საკუთარ თავს? ჰოდა განვკურნოთ ეგ წერტილი სიყვარულად და მეორე ადამიანს არაფრის დიდებით არ მივანიჭოთ მაზოხისტური ტკბობა და არ დავაჭიროთ იმ ჭრილობაზე ფეხი – რომელიც თავად მოგვიშვირა.

ფსიქოანალიზი არ არის – მანიპულაციის ხერხი და ძალადობის საშუალება, მაგრამ ადამიანის ხელში, რომელსაც დიდი აგრესია აქვს ადამიანზე, სამყაროზე – შეიძლება იგი ამ იარაღადაც იქცეს.

რეალურად ფსიქოანალიზი არის უძვირფასესი მეთოდი თვითშემეცნების და ზოგადად ადამიანური ბუნების შემეცნების კუთხით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ საკუთარი ჭაობისგან განსაწმენდათ და ამ გზის – გავლით შეგვიძლია აღვწეროთ ეს გზა ზოგადად და სხვასაც მოუნდეს – თავისივე ჭაობის იგივე ხერხებით წმენდვა. მაგრამ მხოლოდ მისი არჩევანი იქნება ეს და შენ შეგიძლია უბრალოდ შენი საშუალებები ზოგადად გაუზიარო ადამიანებს, როგორ გათავისუფლდი ილუზიებისგან.

ადამიანი რომელიც ვერაა თავის თავში ჰარმონიულად, ითხოვს რომ მასში სხვა შესახლდეს და მის მაგივრად იცხოვროს, ასე რომ ნუ შეგვეშლება, ზოგჯერ ადამიანს რჩევა კიარ სჭირდება, სჭირდება ადამიანი რომელიც მის მაგივრად გაუმკლავდება მის ჭაობს, მის დემონებს, მის უფსკრულებს მის მაგივრად გაუსწორებს თვალს.

მაგრამ ჩვენ მუდმივად ჩვენს თავში უნდა ვიყოთ დასაკუთარი თავის ჰარმონიულად მყოფობაზე ვიზრუნოთ. სხვაში გადასახლებით საკუთარ თავს ვკარგავთ, სხვას შეიძლება უფსკრული აქვს,უშველებელი დემონი ჰყავს, მაგრამშენ თუ შენს ბზარებს არ ამოავსებ, მერე ის უფსკრულად გექცევა.

ამიტომაც არ არსებობს ‘ჩემზე ცუდადაა’ და უნდა დაეხმარო,ვერც ეხმარები და მის მაგივრად მისი პრობლემების მოგვარებით – შენ იკიდებ ნაგავს და მოათრევ შენს თავში.

და შენი ბზარი – უფრო დიდი ჭაობია,
ვიდრე ვიღაცის უფსკრული,
რადგან სხვისი უფსკრულებით ჩვენ არ ვფასდებით,
ჩვენს მდგომარეობას განაპირობებს ის –
როგორ ვუმკლავდებით ჩვენში არსებულ ბზარებს.

განკურნების გზა კი ბევრნაირია, შეგიძლია უბრალოდ გააზიარო ეს გზები, მაგრამ ვინ წავა ამ გზაზე ეს მისი ნებაა,ვინ აირჩევს ჯოჯოხეთში წვას და სიბნელის მსახურებას მისი ნებაა,ვინ იქნება გაცნობიერებული მისი ნებაა.

ჩვენ მხოლოდ ჩვენი გაცნობიერებულობა – გვესაჭიროება.

და არცერთი წამი არ ღირს იმად
დავტოვოთ საკუთარი თავი და სხვაში წავიდეთ,
არცერთი წამი არ ღირს – ისეთი
რომელშიც სიყვარულად არ ვენთებით სიცოცხლეში.

ამიტომ მთავარი რაც ჩვენი დანიშნულებაა ისაა, ამ წამში –
ჩვენი არსი ბოლომდე ვშვათ სიყვარულად და ყველა წერტილით განკურნებულად – ვიარსებოთ.

ავტორი: ნინო დიდებაშვილი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

შემდეგზე გადასვლა