რას ეძებ?

ისტორია საზოგადოება საქართველო

ტიციან ტაბიძე დახვრიტეს 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს

ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე დახვრიტეს 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს

1937 წლის 9 ოქტომბერს, ორთვიანი უძილობის შემდეგ, ტიციან ტაბიძეს პირველად დაეძინა. ეძინა მის მეუღლეს ნინო მაყაშვილსაც. ფხიზლობდა ნიტა, მათი 16 წლის ქალიშვილი. საათის ისრები სამს გადასცდა. გრიბოედოვის 18-ში ღამის სიჩუმეში კიბეებზე მწყობრი ნაბიჯების ხმა გაისმა. კარზე დააკაკუნეს. ტიციანთან მოვიდნენ.

მწერალთა სახლის შენობაში პაოლო იაშვილის თვითმკვლელობიდან ორი თვე იყო გასული. ბერიას კაბინეტში ტიციანის ,,სტუმრობიდანაც”.

-პაოლო, მაინც მკვდარია, შენ კი ცოლი გყავს, შვილი, ამდენი საქმე გაქვს, მოაწერე ხელი, – უთხრა მაშინ ბერიამ.
-მე რომ ამას ხელი მოვაწერო, ან პოეზიას რა აზრი ექნება, ან სხვა რამეს?

იმ დღეს გამოუშვა. თან დაარიგა, ჭკვიანი ცოლი გყავს და მას მოეთათბირეო. მკვდარი მეგობარი პაოლო უნდა გამოეცხადებინა აგენტად და მოღალატედ. სახლში მისულმა ნიტას ოთახის კარი შეაღო და ეს სიტყვებიც მაშინ უთხრა:

– მე შეიძლება აღარ ვიყო. შეიძლება დედაშენიც აღარ იყოს, მაგრამ არასდროს შეგრცხვება შეხედო ხალხს თვალებში, არასოდეს გაწითლდები ჩემი სახელის ხსენებაზე.

იმ დღის შემდეგ ორი თვის განმავლობაში არსად დადიოდა, არავისთან ურთიერთობდა. ნინოს ეუბნებოდა, თუ ჩემი დაპატიმრების შემდეგ თავს აგარიდებენ, ნუ გეწყინებაო.

ტიციან ტაბიძე დახვრიტეს 1937 წლის 15 დე­კემ­ბერს ისე, რომ მისი საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავთ.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *