უგარიტი – ქალაქი, რომელიც ძვ.წ. მერვე ათასწლეულიდან თარიღდება
1928 წელს სირიის ქალაქ ლატაკიის ჩრდილოეთით, 10 კილომეტრში გათხრებისას აღმოაჩინეს ნანგრევები და თიხის ფირფიტები, რომლითაც ცნობილი გახდა საპორტო ქალაქ უგარიტის (უგარიტულად—უგარიტუ) არსებობის შესახებ.
გაირკვა, რომ ეს ადგილი დასახლებული იყო ძვ.წ. მერვე ათასწლეულიდან, მაგრამ შემორჩა ცნობები მხოლოდ ბრინჯაოს ხანიდან.
მცირე ხნით ის ეგვიპტის ვასალი იყო, შემდეგ—მიტანის სახელმწიფოს, შემდეგ კი კარხემიშში მჯდარი მეფისნაცვლის მეშვეობით მას ხეთები მართავდნენ. ხეთების სახელმწიფოს კოლაპსის შემდეგ კარხემიშის ვასალი გახდა. თავის მწვერვალს უგარიტმა მიაღწია ძვ.წ.1450-1185 წწ.
ძვ.წ. მე-12 საუკუნეში უგარიტის განადგურება გამოიწვია რეგიონში მიმდინარე კრიზისმა, ე.ე ბრინჯაოს ხანის კოლაპსმა. ერთმანეთს დაემთხვა საკვების ნაკლებობა და ე.წ. ზღვის ხალხების შემოსევა. ამის შესახევბ ვგებულობთ უგარიტის უკანასკნელი მეფის, ამურაპის, ალაშიიას (სახელმწიფო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში) მეფის, კარხემიშის მმართველის და კვიპროსის გუბერნატორის მიწერ-მოწერაში. საბოლოოდ, უგარიტი გაანადგურეს ე.წ.ზღვის ხალხებმა.
რაც შეეხება უგარიტულ ტექსტებს, აღმოაჩინეს დაახლოებით 50 ეპიკური პოემა,ბაალის ციკლის სამი ტექსტი, კერეტის ლეგენდა და აკჰატის თქმულება. დაახლოებით 150 ტექსტი მოგვითხრობს უგარიტულ კულტსა და რიტუალზე,100 საკორესპონდენციო წერილი,მცირე რაოდენობის ლეგალური ტექსტი აქადურ (იმდროინდელი რეგიონალური დილომატიური ენა) ენაზე და ასობით ადმინისტრაციული და ეკონომიკური ტექსტი.
იმავე ადგილზე ნაპოვნი სხვა ტექსტები შესრულებული იყო შუმერულ, აქადურ, ხურიტულ,ლუვიურ და ეგვიპტურ იეროგლიფებზე, აგრეთვე კვიპროსულ-მინოსურ ენაზე.
წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი.