რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ვანდალები და რომაელები / ჩრდილოეთ აფრიკის განთავისუფლება

ვანდალები და რომაელები

წყარო: მსოფლიო ისტორია – ფაქტები, მოვლენები, ანალიზი / სტატიის ავტორი Data Gunjua

ვანდალურ ომზე – როცა რომის მახვილად წოდებულმა, ლეგენდარულმა სამხედრო მეთაურმა ველისარიუსმა, ჩრდილოეთ აფრიკა გაანთავისუფლა ბარბაროსებისგან!

429 წელს ვანდალებმა გადალახეს ხლელთაშუა ზღვა და გაიზერიხის მეთაურობით შეიჭრნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, რომელსაც რომის იმპერია აკონტროლებდა. 30-40 წლებში მათ სრულიად დაიმორჩილეს ეს რეგიონი და შექმნეს იქ თავიანთი სამეფო.

ვანდალები საშინელი ხალხი იყო. მათ ჰქონდათ მიდრეკილება სადიზმისკენ, ტერორისკენ, არ აფასებდნენ არაფერს, ანადგურებნენ უძველეს არქიტექტურულ და კულტურულ შედევრებს.

523 წელს რომის იმპერატორ იუსტინეს წყალობით ვანდალთა მეფე გახდა ჰილდერიხი რომელიც გამოირჩეოდა განათლებით, კულტურით და შეაჩერა ქრისტიანთა დევნა, მასობრივი სიკვდილით დასჯები, დაიწყო ზრუნვა უძველეს არტეფაქტებზე. მაგრამ ვანდალთა ელიტა ძველებურად ველური იყო და 530 წელს ის ჩამოაგდეს ტახტიდან და აიყვანეს უაღრესად სასტიკი გელიმერი, რომელიც ნესტორიანელი იყო და მასობრივი ტერორი გააჩაღა ქრისტიანების მიმართ.

რომის ახალმა იმპერატორმა იუსტიანიანემ რომელიც გამოირჩეოდა კეთილშობილებით და ღირსებით დაუყოვნებლივ მოსთხოვა გელიმერს ამ ყველაფრის შეწყვეტა, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ მან ომი გამოუცხადა ვანდალებს და არმიის მეთაურად საქრისტიანოს ლეგენდარული გმირი ველისარიუსი დანიშნა.

ველისარისი საქმეს შეუდგა. მან 15 ათასი მეომარი ამოირჩია, 10 ათასი ქვეითი და 5 ათასი ცხენოსანი, პლიუს ამას ემატებოდა 2 ათასი ვეტერანი რომელიც პირადად ველისარიუსის გვარდიას წარმოადგედნენ-ჯამში 17000 კაცი.

ექსპედიციისთვის 500 სამხედრო გემი მომზადა რომელსაც 30 ათასი მეზღვაური ემსახურებოდა.

ვანდალთა სამეფო მაშინ მოიცავდა დღევანდელი ტუნისის, ლიბიის, ალჟირის უდიდეს ნაწილს და სარდინიას. ვანდალთა არმია ჯამში 40 ათას ადამიანს შეადგენდა 30 ათასი ქვეითი და 10 ათასი კავალერისტი.

რომაელთა სამხედრო ექსპედიცია დაიწყო 533 წლის 21 ივნისს. ველისარიუსის გეგმის მიხედვით გადასხდომა ტუნისში უნდა მომხდარიყო. 1 აგვისტოს რომაული არმია ტუნისის აღმოსავლეთით გადასხდა. მათ წინ პატარა ქალაქი სილექტი იყო. ველისარიუსი როცა ქალაქს მიადგა აქ გამოჩნდა თუ როგორ ძულდა ადგილობრივ მოსახლეობას ვანდალები. მათ აჯანყება დაიწყეს და რომაულ არმიას კარი გაუღეს. ველისარიუსის არმია გამოირჩეოდა რკინისებური დისციპლინით. როგორც მაგ ცნობილი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი წერდა: “ისინი იქცეოდნენ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი რაინდები, ზრუნავდნენ ხალხზე და ყველანაირად ცდილობდნენ დახმარებოდნენ.”

ამის შემდეგ ველისარიუსი დაიძრა ვანდალთა სამეფოს დედაქალაქ კართაგენისკენ. ვანდალებს თითქოსდა ჰქონდა მომზადებული თავდაცვის ზღუდეები, მაგრამ გახარებული ქრისტიანები ქალაქების კარებს უღებდნენ რომაელთა არმიას და ზარ-ზეიმით ხვდებოდნენ.

ამის გამგონე გელიმერმა ჰილდერიხის მოკვლა ბრძანა. თვითონ ამ დროს ქალაქ გერმიონში იყო. მან 20 ათასიან არმიას მოუყარა თავი და დაიძრა ველისარიუსკენ. 13 სექტემბერს ის დაბა დეციუმთან შეხვდა ველისარიუსის არმიას. გაიმართა დიდი ბრძოლა სადაც ვანდალები პირწმინდად განადგურდნენ. გელიმერმა გაქცევით უშველა თავს.

15 სექტემბერს რომაელთა არმია კართაგენს მიადგა. მაგრამ აქაც იგივე განმეორდა, მოსახლეობამ დაიწყო მასობრივი აჯანყება, კარი გაუღო რომაელებს, ვალდალთა გარნიზონი დანებდა, ველისარიუსი კი ტრიუმფალურად შევიდა ქალაქში.

ვანდალები და რომაელები / ჩრდილოეთ აფრიკის განთავისუფლება

მალე სრულიად ტუნისი თავისუფალი იყო. ველისარიუსმა არმიას მისცა საშუალება დასვენების. გელიმერიც ახალი ბრძოლისთვის ემზადებოდა. სარდინიიდან 5000 იანი არმია მოუვიდა, თვითონაც შეძლო ახალი 10000 იანი არმიის შეკრება და ისევ შეიჭრა ტუნისში და პატარა დაბა ტრიკამარუმესთან მოაწყო სამხედრო ბანაკი, რომელიც კართაგენიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა. 13 დეკემბერს ველისარიუსი დაიძრა თავისი არმიით ტრიკამარუმისკენ.

15 დეკემბერს კი დიდი ბრძოლა გაიმართა. ვანდალები გააფთრებით იბრძოდნენ, მაგრამ ამან ვერ უშველათ. დღის ბოლოს მათმა არმიამ პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა, მცირედმა ნაწილმა გაქცევით უშველა თავს. ველისარიუსმა ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვა. გელიმერი ნუმიდიაში გაიქცა რომელიც დღევანდელი ალჟირია.

ორი გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ვანდალთა წინააღმდეგობა მოიშალა. მათი რიგები სრულმა პანიკამ მოიცვა, ამას ისიც დაემატა რომ მათ ფეხქვეშ მიწა მართლა იწვდოდა. მასობრივი აჯანყებები დაიწყო ყველგან. ნუმუდიაში ვანდალთა ყველაზე გამაგრებული ქალაქი გიპონ-რეგიუმი იყო, რომელსაც 5000 კაციანი გარნიზონი იცავდა, მაგრამ როცა მას ველისარიუსი მიუახლოვდა, მათ უბრძოლველად იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ. პარალელურად სარდინიაში ბაზირებული ვანდალთა ფლოტი გაანადგურეს რომაელებმა და კუნძული გაანთავისუფლეს.

გელიმერი ნუმიდიიდან თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე გაიქცა და იქ ციხესიმაგრე მედეუსში გამაგრდა. ის აქედან ახალი არმიის შეკრებას შეუდგა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ, ველისარიუსი ტრიუმფალურ სვლას განაგრძობდა და ქალაქები უბრძოლველად ნებდებოდნენ მას.

534 წლის თებერვლის დასაწყისში რომაულმა არმის ფარასის მეთაურობით ალყა შემოარტყა მედეუსს. გელიმერმა რამოდენიმეჯერ სცადა ალყის გარღვევა, მაგრამ უშედეგოდ. მარტში ქალაქში შიმშილობა დაიწყო. ფარასმა მას დანენება შესთავა, ამის სანაცვლოდ დაპირდა რომ არავის არაფერს დაუშავებდა და მასაც სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ.

534 წლის მარტის ბოლოს გელიმერი ჩაბარდა. 534 წლის აპრილის ბოლოს კი სრულიად ჩრდილოეთ აფრიკა თავისუფალი იყო. მასობრივი ზეიმები იმართებოდა ყველგან. ველისარიუსმა რკინისებური წესრიგი დაამყარა ყველგან, დაიწყო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გახსნა ისევ სავამდყოფოები, განახლდა ვაჭრობა. საყოველთაო მშვიდობა, სიხარული და წესრიგი ჩამოვარდა რეგიონში.

535 წელს ველისარიუსი კონსტანტინოპოლში დაბრუნდა სადაც რომაული წესის მიხედვით, დიდი ტრიუმფი გადაიხადა. გელიმერი და სხვა დიდგვაროვანი ვანდალები ჩამოატარეს კონსტანტინოპოლის ქუჩებში ტრიუმფის დროს. შემდეგ კი იმპერატორმა იუსტინიანემ მათ სიცოცხლე შეუნარჩუნა და ანატოლიაში დაასახლა. ასე დასრულდა ეს ომი. ისეთი ისტორიაა სადაც ჭეშმარიტად ითქმის: “ბოროტსა სძლია კეთილმა, არსება მისი გრძელია!”

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *