ვარშავის სავაჭრო ცენტრის ქართველმა თანამშრომელმა მომხმარებელი სარეკლამო ბანერით სცემა
პოლონეთში პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ეროვნებით ქართველი ვარშავის სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი, რომელიც თავს დაესხა მომხმარებელს სარეკლამო ბანერით, რადგან მომხმარებელს სურდა მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანა. საქართველოს 55 წლის მოქალაქეს სამი ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, პოლონეთის მოქალაქის ეროვნების ნიშნით შეურაცხყოფა.
წყარო: Warszawa