ქართული ლიტერატურის შედევრი ვეფხისტყაოსანი ჰინდის ენაზე გამოიცა

ქართული ლიტერატურის დიდებული შედევრი, ვეფხისტყაოსანი, ჰინდის ენაზე გამოიცა. თარგმნისა და ჰინდის ენაზე გამოცემის იდეის ავტორი საქრთველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში არჩილ ძულიაშვილია.
“ინდოეთში ჩასვლის პირველივე დღიდან, მოტივირებული ვიყავი, ინდოელი მკითხველისთვის, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალება გამეცნო და დღეს, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პირველად, ჰინდი ენაზე, გამოქვეყნდა ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული შედევრი, ვეფხისტყაოსანი, რომელიც უდიდესი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ არის დაწერილი. ეს არის პოემა თავისი უნივერსალური ღირებულებებით, რომელიც აღწერს ბრძოლას ნათელსა და ბნელს შორის”
– განაცხადა ელჩმა ჯაიპურის წიგნის ფესტივალზე გამართულ ონლაინპრეზენტაციაზე.