რას ეძებ?

საინტერესო სხვა

ყავის თავგადასავალი

ყავა - ყავის თავდაგასავალი

ყავა – საყოველთაოდ გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი სასმელია. მაგრამ ყოველთვის ასე როდი იყო… სპარეთიდან თუ ეთიოპიიდან გავრცელდა იგი XV საუკუნეში და ერთი საუკუნის შემდეგ ერთიანად დაიპყრო მუსულმანური სამყარო. იქვე იგემეს პირველად ეს სურნელოვანი სასმელი ევროპელებმა. ცნობილი მოგზაური პიეტრო დელა ვალე წერდა: “თურქებს ერთი შავი სასმელი აქვთ – ზაფხულობით აგრილებს, ზამთრობით ათბობს. ამ სასმელს ნელნელა, პატარ-პატარა ყლუპებით ცხალდ მიირთმევენ ნასადილევს, რათა მეგობრების წრეში საუბრის სიამოვნება გაიხანგრძლივონ”.

ყავა ვენეციაში XVII საუკუნეშ ჩავიდა, აქედან დაიწყო მისი ევროპული “ტურნე” და მალე პარიზიც დაიპყრო. მიუხედავად ამისა, ყავას დიდხანს სამკურნალო ნაყენად მიიჩნევდნენ. ყავისადმი მიძღვნილ ტრაქტატში ნათქვამია: “განკურნავს სურდოს, წყალმანკსა და წამხდარ სისხლს. ყავის ორთქლი კარგია ყურებში შუილის საწინააღმდეგოდ, ზომაზე მეტად დანაყრებულს კუჭის სიმძიმეს უმსუბუქებს”.

რეკლამის წყალობით ყავა ევროპაში მტკიცედ დმკვიდრდა, გაჩნდა უამრავი ყავახანა და მოხეტიალე ყავით მოვაჭრენი. თანდათან ყავა ელიტურიდან ფართო მასებისთვის მისაწვდომ სასმელადაც იქცა. რძიანი ყავა კი ევროპასა და ამერიკაში საუზმის განუყოფელი ელემენტია.

მე-17 საუკუნეში გაიცნეს რუსებმა ეს “ურჯულოთა” სასმელი და თითქმის მთელი საუკუნე დასჭირდათ, რომ შეჩვეოდნენ. მე-19 საუკუნეში ყავა საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევდა ჩაის, ამჯერად კი, რუსეთი ყავის მოხმარებით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

ჰოლანდიური მკვლევარების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყავა მეხსიერების მასტიმულირებელია. სამი ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ ცდის პირნი ადვილად იხსენებდნენ ტელეფონის ნომრებსა თუ სახელებს. მაგრამ ყავის გადამეტებული სმა მაინც არასასურველია. შესაძლოა, ნეგატიური გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა