პერიტო-მორენო არგენტინის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. მას ფონს ანდების მთები უმშვენებს, ხოლო მზის სხივები ლურჯად ალაპლაპებს, მაგრამ ყველაზე საოცარი სანახავია, როგორ იხლიჩება მისი ენა ტბა არგენტინოს ცივ წყალთან შეხებისას. პერიტო-მორენო სანტა-კრუსის პროვინციაში, მყინვარების ეროვნულ პარკში მდებარეობს. ...
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გეიზერი პლანეტაზე შთამბეჭდავი სულაც არაა, მაგრამ იმდენს კი ახერხებს, მნახველი პირღია დატოვოს, ვინაიდან ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი გეიზერია. ის საათში ან საათ-ნახევარში ერთხელ (წინა ამოფრქვევის ხანგრძლივობის მიხედვით) ხუთი წუთით ამოიფრქვევა და 14000-დან 32000-მდე ...
კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გასწვრივ, ქალაქ ბაფალოდან 27 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მძლავრი ჩანჩქერი ნიაგარა. ჩანჩქერი სამი წყალვარდნილისგან შედგება. ესენია: „ნალი“ კანადის მხარეს, „ამერიკული ჩანჩქერი“ და შედარებით პატარა „საპატარძლო ვუალი“ აშშ-ის მხარეს. წყალვარდნილთა ეს ...
ვულკანური აქტივობის შედეგად 2.5 მილიონი წლის წინ წარმოქმნილი ნგორონგოროს კრატერი ტანზანიაში, იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის ძაგლად აღიარებული დაცული ტერიტორიის შუაგულში მდებარეობს. ადამიანის წინაპრების სამშობლო და დღეს ათასობით ცხოველის ბრწყინვალე საბინადრო გარემო გეოლოგიურად და ეკოლოგიურადაც ისევე ...
ყველა არსება უნიკალური თვისებებითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა, მაგრამ პეპელა დანაიდასავით საკვირველი ბევრი არაა. პეპლების სხვა სახეობებს შედარებით მცირე მასშტაბიანი მიგრაცია სჩვევიათ, აი, დანაიდები კი ათასობით კილომეტრს მიფრინავენ კანადიდან და აშშ-ის ჩრთილოედ შტატებიდან კალიფორნიასა და მექსიკამდე. ...
2010 წლის საერთაშორისო გამოკითხვით საუკეთესო ტურისტულ ადგილად დასახელებული მილფორდ-საუნდი ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ფიორდია ახალ ზელანდიაში. მისი მწვერვალები, ციცაბო კლდეები და ხშირი ტყეები პირდაპირ წყლიდანაა ამოზრდილი. კამკამა წყალში ნავში მსხვდარი ტურისტების გვერდით დელფინები დაცურავენ, ხანდახან მოთამაშე ...
ევროპული ალპების ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი, მატერჰორნი, მისი მრუდე პირამიდისებრი ფორმითაა ცნობილი რეგიონსა და მთელ მსოფლიოში. ხშირად ღრუბლებში გახვეული ციცაბო მწვერვალი შთამბეჭდავი სანახავია: ამაყად აღმართულა მისი კალთებიდან დაგორებული ზვავისგან წარმოქმნილი მყინვარების თავზე. შვეიცარია-იტალიის საზღვარზე მდებარე მატერჰორნი ...
მალდივის კუნძულები პირველად აღმოაჩნეს V საუკუნეში ბუდისტმა ბერებმა შრი-ლანკიდან ან ინდოეთიდან. თვითონ კუნძულები ძველი ჩაძირული ვულკანური მთების მწკრივია. აქაური მოსახლეობა კი ძირითადად დრავიდური, სანგალური, არაბული ან აფრიკული წარმოშობისაა. მალდივის 1190 მარჯნის კუნძული ინდოეთის ოკეანეში 90000 ...
ვაკეზე წამომართული კირქვის კლდეები ქალაქ გუილინს და მის მიმდებარე ტერიტორიას არაამქვეყნიურ, საუცხოო სილამაზეს სძენს. ბევრს ჩინეთის წარმოთქმისას სწორედ ეს კარსტული წარმონაქმნები წარმოუდგება თვალწინ. ხშირი მცენარეებით დაფარული და გამოქვაბულებით დასერილი კლდეები ჯადოსნურ ლანდშაფტს ქმნის და ზღაპრების ...
ჯეიტას მღვიმე კირქვის წარმონაქმნებით დამშვენებული მიწისქვეშა გამოქვაბულების სისტემაა, სადაც მსოფლიოს უდიდესი სტალაქტიტი მდებარეობს. მღვიმე ლიბანის მთებში 9 კილომეტრზეა გადაჭიმული და ორი – ზედა და ქვედა გალერეისგან შედგება. ქვედა გალერეა მდინარე ნაჰრ ალ-კალბის სათავეა და დამთვალიერებლებს ...