ტარხუნა: სამკურნალო თვისებები და გამოყენება
ტარხუნა / Artemisia dracunculus
ტარხუნა – რაჭული, ლეჩხუმური – ტალხუნა.
გამოყენებული ნაწილი: გამოიყენება ბალახი
შეგროვების დრო: აგროვებენ ივნის-ივლისში
აღწერა: მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30 125 სმ სიმაღლის, მცირერიცხოვანი სწორმდგომი ღეროებით. ფოთლები ხაზისებრ-ლანცეტისებრი, 2-6 სმ სიმაღლის ყვავილები წვრილი, მოთეთრო ფერის, თავმოყრილი საგველიან ყვავილედში.
გავრცელება: გავრცელებულია აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, მექსიკაში ხარობს ტყიან ზონებში. ველებზე. უდაბურ ადგილებში კულტივირდება საკაზმად როგორც არომატული მცენარე.
შეგროვება და დამზადება: ბალახს აგროვებენ ბუტონიზაციის დროს
ღეროს ჭრიან მიწის ზედაპირიდან 10-15 სმ სიმაღლეზე, აშრობენ ჩრდილში, შემდეგ კონებად კრავენ და ინახავენ ბნელ, ცივ ადგილას, ან აქუცმაცებენ და ინახავენ თავდახურულ ჭურჭელში. შენახვის ვადა – 3 წელი.
გამრავლება: წარმატებით კულტივირდება ბაღის ნაყოფიერ ნიადაგზე. მზიან ადგილას ბუჩქის გაყოფით და კალმებით.
გამოყენება: ხალხურ მედიცინაში მცენარეს იყენებენ ეგზემის, დამწვრობის სამკურნალოდ. ტიბეტურ მედიცინაში ბალახის ნაყენს ხმარობენ ფილტვების ტუბერკულოზის, პნევმონიის, ნევრასთენიის დროს, ასევე სასაქმებლად და სიცხის დამწევად. ბალახის ნაყენს მიიღებენ შინაგანად გამაძლიერებლად გადაღლილობის დროს, შარდმდენად ცისტიტის ართრიტის, რევმატიზმისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას. გარეგანად კი გამოსავლებად პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს. მცე-ნარის ფხვნილისა და კარაქისგან დამზადებულ მალამოს ისვამენ ღრძი ლებზე სტომატიტის, გინგივიტის დროს, შეიზელენ მტკივნეულ ადგილას რადიკულიტისას. ფხვნილისა და თაფლისგან დამზადებულ მალამოს იყე ნებენ ეგზემისა და დერმატიტის შემთხვევაში. მცენარის ბალახისგან დამზადებულ ზეთს ხმარობენ როგორც კულინარიაში, ასევე არომათერაპიაში. შინაურ პირობებში მცენარე გამოიყენება დისპეპსიის, მეტეორიზმის, კუჭ-ნაწლავის სპაზმების დროს
რეცეპტები:
ნაყენი: 1 სუფრის კოვზ გამხმარ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 1-2 სთ გადაწურავენ და მიიღებენ 1/3 ჭი ქას 3-ჯერ დღეში, გადაღლილობის დროს
მალამო. 20 გ ბალახს შეურევენ 100 გ კარაქს, ადუღებენ ნელ ცეცხ ლზე, შეუჩერებლად ამოურევენ. ინახება ცივ ადგილას.
მალამო. ბალახი და თაფლი 1.3 შეფარდებით გამოიყენება დერმა-ტიტისა და ეგზემის დროს.

