რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ფრიზი – ულამაზესი ცხენის სახეობა

ფრიზი - ცხენი

ფრიზის ჯიში მე-16-17 საუკუნეებში გამოიყვანეს ჩრდილოეთ ნიდერლანდების პროვინცია ფრისლენდში, ესპანური და ადგილობრივი “ცივსისხლიანი” ჯიშის შეჯვარებით. მას შემდეგ ორჯერ იყო გაქრობის პირას, მაგრამ საბედნიეროდ შეძლეს და გადაარჩინეს. იგი შესაბმელი ჯიშია, ულაყი ნახშირივით შავი, ხოლო ფაშატზე დასაშვებია ნიშანი, ვარსკვლავის სახით, რომლის ზომაც 30მმ არ აღემატება.

ფრიზი ამშვენებდა დედოფალ ელისაბედის კარეტას. ის ასევე იყო მეფე ვილგელმ I-ის ყველაზე საყვარელი ცხენის ჯიში, რომელმაც მე-19 საუკუნის დასაწყისში დაარსა ყოველწლიური შეჯიბრება „შავი მარგალიტი“ და ამავე სახელით მოიხსენიებენ ფრიზს სხვანაირად. მსოფლიოში საკმაოდ დიდია მოთხოვნა სუფთა სისხლის ფრიზული ცხენების მიმართ.

ცხენი ითვლება ევროპაში ერთ-ერთ უძველეს ჯიშად. შუა საუკუნეებში მას იყენებდნენ რაინდების გადასაყვანად, ხოლო მოგვიანებით დოღისთვის. თანამედროვე დროში მას იყენებენ როგორც აღკაზმულობაში, ასევე ცხენოსნობაში (კერძოდ, ისეთ დისციპლინაში, როგორიცაა დრენაჟი). ამ ჯიშის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიიღეს მონაწილეობა ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში.

ცხენებს აქვთ საკმაოდ ენერგიული ტემპერამენტი, თუმცა მათი ხასიათი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია. მათ არ აწუხებთ ხალხის დიდი ბრბო, ნაკლებად ღიზიანდებიან ხმამაღალ მუსიკაზე, ამიტომ ხშირად იყენებენ სპეციალურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებზე.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა