ლეტვეი: უძველესი ბრუტალური საბრძოლო ხელოვნება
შორეულ აღმოსავლეთში, უფრო ზუსტად კი მიანმარში (ბირმა), არსებობს საბრძოლო ხელოვნება, რომელთან შედარებითაც კრივი, კიქბოქსინგი, კარატე, ტაეკვონდო და კიდევ უამრავი ჩვენთვის ცნობილი სახეობა უბრალოდ ბავშვური თამაშია – ლეტვეი.
ეს არ არის გემოვნების საკითხი, უბრალოდ მოცემულობაა, რომ მასსავით მრავალფეროვან საბრძოლო არსენალს ძალზე ცოტა საბრძოლო ხელოვნება თუ გვთავაზობს, მაგრამ ისიც ჩვეულებრივად შეიძლება, მებრძოლი მრავალფეროვნების მაგივრად, ერთ სტილს ამუშავებდეს და ეს იყოს მისი მთავარი ძალა, ლეტვეი რაღაც პანაცეა არ არის, მაგრამ აქ არ ვადარებთ, უბრალოდ ვსაუბრობთ.
ლეტვეის მეორენაირად ბირმულ კრივსაც ეძახიან, მას ჩხუბობენ შიშველი ხელებით, რაც ძალიან ტრამვირებადია, იქ მებრძოლს შეუძლია გამოიყენოს მუშტი, თან ყველანაირად, მაგალითად ,,ჩაქუჩის” დარტყმა დასავლურ კრივში არ შეიძლება, ასევე იდაყვები, ფეხები, მუხლები და რაც მთავარია თავიც. თავის ჩარტყმა ის გამორჩეული წესია, რაც მას კიდევ უფრო ბრუტალურს ხდის,
დარტყმების გარდა დასაშვებია კლინჩში მუშაობა და გდება, ოღონდ დაგდების შემდეგ ქვეჭიდში ჭიდაობა აღარ გრძელდება. ნოკაუტის გავლენა ძალიან საზიანოა ტვინზე და ჯანმრთელობაზე, მძიმე ნოკაუტის შემდეგ რეკომენდირებულია 6 თვით დასვენება, მაგრამ ლეტვეის ტრადიციული წესი კიდევ ერთ უნიკალურობას გვთავაზობს – ნოკაუტი როგორც წესი ბრძოლის დასასრულია, მაგრამ არა აქ, ერთხელ დანოკაუტების შემდეგ დაცემული მებრძოლი მისმა კუთხემ ნებისმიერ ფასად, უნდა გამოაფხიზლოს და ისევ საბრძოლველად შეუშვან, დასვენებაზე საუბარი ზედმეტია. გამოსაფხიზლებლად როგორც წესი კბენას იყენებენ. სხვათა შორის, ყოფილა შემთხვევა, როდესაც პირველად დანოკაუტებული მებრძოლი რინგზე დაბრუნებულა და ბრძოლა მოუგია.
როგორც საბრძოლო ხელოვნება ძალიან ბრუტალური და ეფექტურია, მაგრამ როგორც სპორტის სახეობა ძალიან უცნობია. რაღაც მხრივ ამის მიზეზი მისი ბრუტალურობაცაა, რის გამოც ლეტვეი ბევრგან აწყდება ლეგალიზების პრობლემას, მაგალითად ის აშშ-ის ერთადერთ შტატშია დაშვებული მხოლოდ.


