რას ეძებ?

კულტურა საზოგადოება საინტერესო

რამოდენიმე უჩვეულო წარმოდგენის შესახებ როკ-ენ-როლის ისტორიაში

რამოდენიმე უჩვეულო წარმოდგენის შესახებ როკ-ენ-როლის ისტორიაში

მუსიკოსისთვის უჩვეულო და სანახაობრივი კონცერტის ორგანიზება ადვილი საქმე არ არის. ვის ხელეწიფება ეს, თუარა ექსცენტრიულ როკ მუსიკოსებს. როკ-ენ-როლის ვარკვლავების ცოცხალი შესრულება პრაქტიკურად ყოველთვის ფენომენალური მოვლენაა. როკის ჟანრის შესაბამისად როკ კონცერტიც უნდა იყოს უჩვეულო, არაპროგნოზირებადი, დიდი წილი “პერფორმანსით” და სანახაობრივი. მაგრამ ყველა როკ კონცერტებიდან ზოგიერთი მაინც გამოირჩევა თავისი უნიკალურობით. მოგითხრობთ რამოდენიმე უჩვეულო წარმოდგენის ისტორიას, რომლებმაც ასე თუ ისე გავლენა იქონიეს როკის ისტორიაზე.

როკის ნამდვილ ფანატებს ემახსოვრებათ ჯგუფ The Who-ს სკანდალური გამოსვლა შორეულ 1987 წელს სატელევიზიო შოუში «Smothers Brothers Comedy Hour». მაშინ ჯგუფის დრამერმა Keith Moon-მ გადაწყვიტა მოეწყო პატარა “აფეთქება” ჯგუფის  გამოსვლისას, რადგან გაეოცებინა მაყურებელი. ამის გამო მან თავისი ბას-დრამი ასაფეთქებელი ნივთიერებით გამოავსო. აფეთქება მოხდა ჯგუფის გამოსვლის ბოლოს და ის ყველას დიდი ხნით დაამახსოვრდა. Bette Davis-ი, რომელიც იმ კონცერტზე სტუმრის სახით იმყოფებოდა არაფერი იცოდა დაგეგმილის შესახებ და როდესაც აფეთქების ხმა გაისმა მან გონება დაკარგა. ჯგუფის მომღერალ Pete Townshend-ს კი თმები მთლიანად ფერფლითა და ნამწვავებით გაევსო. მთლიანობაში Keith Moon-ს ეს კონცერტი დასამახსოვრებელი და სანახაობრივი გამოუვიდა, მაგრამ რის ფასად ეს უკვე სხვა საკითხია.

დიდმა Elvis Presley-მ მთელი ამერიკა შოკში ჩააგდო მისი შესრულების მანერით, რომლის პირველი მნახველი იყო 1000 ადამიანი სატელევიზიო შოუში “Milton Berle Show” 1956 წელს. აუდიტორიის უმრავლესობამ, როგორც სტუდიაში, ასევე ტელევიზიის ეკრანებთან არ იცოდა როგორი რეაგირება მოეხდინა ელვისის საქციელზე. ყველასათვის უჩვეულო იყო მისი ცეკვა, სიმღერა, მოძრაობები. იმ დროს მსგავსი საქციელი არანაირ ჩარჩოებში არ ჯდებოდა. მაგრამ მსგავსმა განუმეორებელმა შესრულების სტილილმა დროთა განმავლობაში ელვისი როკ-ენ-როლის მეფედ აქცია.

ჯგუფ Queen-ს ცოცხალი წარმოდგენა Wembley-ის სტადიონზე 1985 წელს იყო ლეგენდარული, უდიდესი მუსიკალური აღმოჩენის, Freddy Mercury-ის წყალობით. ეს ნამდვილად არაჩვეულებრივი კონცერტი იყო. ფრედიმ სტადიონზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა, ფეხის ცემით და ტაშით აჰყოლოდათ მათ ტაქტში, სიმღერაში “We Will Rock You”. საკმაოდ რთული დავალებაა 75 ათასიანი აუდიტორიისთვის. მაგრამ ყველაფერი გამოვიდა. ძნელი წარმოსადგენია ის დრაივი, ენერგეტიკა და ძალა, რომელსაც ერთად ქმნიდნენ მუსიკოსები და უბრალო მსმენელები. ფრედი მერკურის ეს გენიალური იდეა სამუდამოდ შევიდა როკ-მუსიკის ისტორიაში როგორც მუსიკოსებსა და მსმენელებს შორის ურთიერთქმედების საუკეთესო ვარიანტი ცოცხალი შესრულების დროს.

ყველაზე უჩვეულო და განუმეორებელი თავისი მაშტაბებით რათქმაუნდა ლეგენდარული ვუდსტოკის (Woodstock) ფესტივალია. ფესტივალი კონტრკულტურის სიმბოლოდ იქცა. სამი დღის განმავლობაში მასში 32 ცნობილი მუსიკოსი მონაწილეობდა. ამ ყველაზე ცნობილ როკ ფესტივალზე 1964 წელს წარსდგნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები როგორებიც არიან: Santana, Creedence Clearwater Reviva,  Janis Joplin, The Who, Joe Cocker, Jimi Hendrix და სხვა მრავალი. მთლიანობაში ფესტივალს დაახლოებით 500 ათასი ადამიანი დაესწრო.

ვუდსტოკის ფესტივალი
ვუდსტოკის ფესტივალი