რა არის სვიფტი (SWIFT) – მოკლე მიმოხილვა
საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური საკომუნიკაციო არხების საზოგადოება, შემოკლებით SWIFT (გამოითქმის როგორც “სვიფტი”, ინგლისურიდან Society for Worldwide Interbank Financial Telecommunications) – არის საერთაშორისო ბანკთაშორისი სისტემა ინფორმაციის გადაცემისა და გადახდების განსახორციელებლად. ეს სისტემა საშუალებას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს მთელს მსოფლიოში გააგზავნონ და მიიღონ ინფორმაცია ფინანსური ტრანზაქციების შესახებ უსაფრთხო, სტანდარტიზებული და საიმედო გზით.
დაარსდა 1973 წელს; თანადამფუძნებელი იყო 248 ბანკი 19 ქვეყნიდან. SWIFT-ის სათაო ოფისი მდებარეობს ბელგიაში, ბრიუსელთან ახლოს. SWIFT არის ბელგიის კანონმდებლობით შექმნილი კოოპერატიული საზოგადოება, რომელიც ეკუთვნის მის წევრებს. 2015 წლის მონაცემებით, SWIFT-ის წევრია 11 ათასზე მეტი ფინანსური ინსტიტუტი მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის 1000-მდე კორპორაცია. საშუალო ბრუნვა შეადგენს 30 მილიონზე მეტ შეტყობინებას დღეში.
აბონენტების გადამისამართების სისტემა ეფუძნება ე.წ. BIC-ს (ინგლ. Business Identifier Code, ადრე ცნობილი როგორც Bank Identifier Code), მინიჭებული საერთაშორისო სტანდარტის ISO 9362-ის შესაბამისად. ასევე ზოგჯერ მოიხსენიება როგორც SWIFT-BIC, SWIFT ID ან SWIFT code. პრაქტიკაში, ევროპაში გადახდის განსახორციელებლად საკმარისია იცოდეთ მიმღების საბანკო ანგარიშის სახელი და IBAN კოდი (რომელიც უკვე შეიცავს მის შემადგენლობაში ინტერპრეტირებულ BIC-ს).
SWIFT დაარსდა ბრიუსელში 1973 წელს მისი პირველი აღმასრულებელი დირექტორის, კარლ რეიტერსკილდის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო მხარდაჭერილი 239 მსხვილი ბანკის მიერ თხუთმეტ ქვეყანაში. ახალი სისტემა ითვალისწინებდა ფინანსური ტრანზაქციების საერთო სტანდარტებისა და მონაცემთა დამუშავების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას. 1975 წელს შეიქმნა ძირითადი საოპერაციო ოქმები, პასუხისმგებლობის წესები და ა.შ. პირველი გარიგება კი 1977 წელს შედგა. პირველი SWIFT ოპერაციების ცენტრი შეერთებულ შტატებში გახსნა ვირჯინიის გუბერნატორმა ჯონ ნ. დალტონმა 1979 წელს.