PayPal Buyer/Seller Protection – ზოგადი პრინციპები
სტატიაში საუბარი იქნება როგორც მყიდველის ასევე გამყიდველის დაცვაზე. სტატიის ავტორი ნუკრი ქარდავა / ფბ ჯგუფი: PayPal & eBay • Community (საქართველო) / წინა სტატიის ლინკი: eBay & PayPal – ქეისების მოგვარება
PayPal Buyer Protection
თუ თქვენს მიერ ონლაინ გამოწერილი ნივთი არ მოდის ან არ ემთხვევა გამყიდველის აღწერას, PayPal– ის მყიდველის დაცვის პოლიტიკამ შეიძლება დაგიბრუნოთ ნივთის სრული ოდენობა (შიპინგის თანხის ჩათვლით). მყიდველის დაცვას შეუძლია დაფაროს თქვენი ონლაინ შესყიდვები, eBay- ზე ან სხვა ვებსაიტზე, ყველგან სადაც იყენებთ PayPal- ს. პირობები:
რისგან გვიცავს PayPal Buyer Protection პროგრამა?
ფიზიკური (დაშიპვადი) ნივთი, რომელიც შეიძლება განთავსდეს ონლაინ პლატფორმებზე გასაყიდად და რომელიც არ არღვევს PayPal–ის პოლიტიკას. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, როდესაც ნივთი არ შეესაბამება გამყიდველის აღწერას: მაგალითად, თქვენ იყიდეთ წიგნი და მიიღეთ DVD, იყიდეთ ახალი ნივთი, მაგრამ მიიღეთ ის ‘ნახმარი’ , იყიდეთ 3 ნივთი, მაგრამ მიიღეთ მხოლოდ 2, ნივთი დაზიანდა მიწოდების დროს, ნივთს აკლდა ძირითადი ნაწილები (რომელიც გამყიდველმა არ გაამხილა), ან თქვენ იყიდეთ ავთენტური ბრენდი, მაგრამ მიიღეთ ყალბი, რეპლიკა. მსგავსი ქეისები არის სრულიად დაცული.
რისგან არ გვიცავს PayPal Buyer Protection პროგრამა?
არამატერიალური საგნები, როგორიცაა მომსახურება, უძრავი ქონება, მოტორიზებული მანქანები (ნებისმიერი სახის), ჰენდმეიდ ნივთები, სამგზავრო ბილეთები, სამრეწველო მოწყობილობა (წარმოებისთვის), წინასწარ გადახდილი ან სასაჩუქრე ბარათები, ყველაფერი, რაც პირადად იყიდით, ან საგნები, რომლებიც არღვევს PayPal– ის და/ან eBay– ის პოლიტიკას. თქვენ უნდა გახსნათ ქეისი ტრანზაქციიდან 180 დღის განმავლობაში, 180 დღის მერე ქეისები არ იხსნება.
ზოგადი მითითებები:
- ქეისების გახსნა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ, მატერიალურ და ფიზიკურ ორდერებზე.
- ორდერის სრული ღირებულება უნდა იყოს გადაიხდილი ერთ ტრანზაქციაში.
- მყიდველს შეუძლია ქეისის გახსნა გადახდის დღიდან 180 დღის განმავლობაში.
- თუ მყიდველმა და გამყიდველმა ვერ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას, ქეისი შეიძლება გადაიზარდოს “საჩივარზე” ფეიფალთან ქეისის გახსნიდან 20 დღის განმავლობაში.
- მყიდველებს არ შეუძლიათ რამდენიმე ქეისის გახსნა ერთი და იგივე გადახდისთვის.
Refunds!
თუ ორდერი არ ჩამოვიდა ან არ ემთხვევა სელერის აღწერას და თქვენი გადახდა მისაღებია ფეიფალისთვის, ფეიფალი აანაზრაურებს ორდერის სრულ ღირებულებას, შიპინგის ხარჯების ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაცია სხვა ტიპის ქეისებზე და იბეის ქეისებზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში: eBay & PayPal – ქეისების მოგვარება
PayPal Seller Protection
თუ თქვენ მიიღეთ არააუტორიზებული გადასახადი ან მყიდველი ირწმუნება, რომ მას არასოდეს მიუღია თავისი საქონელი, PayPal Seller Protection დაგეხმარებათ აიღოთ მიღებული თანხის სრული ოდენობა სანამ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს. დამატებითი ინფორმაცია მყიდველის დაცვაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში: eBay & PayPal – ქეისების მოგვარება
პირობები:
გამყიდველის დაცვა მოიცავს მატერიალურ და არამატერიალურ ნივთებს (მათ შორის სამოგზაურო მომსახურებას და ბილეთებს), რომლებიც გადახდილია PayPal– ით და საჭიროების შემთხვევაში იგზავნება ყიდვის დროს მოცემულ მისამართზე.
შესაძლო დოკუმენტები, რომელიც შეიძლება ფეიფალმა მოითხოვოს
მატერიალური ნივთები:
შეინახეთ საფოსტო გზავნილის დამადასტურებელი საბუთი ( თრექინგი ) ან მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ ნივთისთვის, რომელსაც ყიდით. ქეისის განხილვის დროს შეიძლება ფეიფალმა ეს ინფორმაცია მოგთხოვოს.
არამატერიალური სეილები (მგზავრობის ბილეთების ჩათვლით):
ფეიფალი მოგთხოვთ წარუდგინოთ მიწოდების დამადასტურებელი საბუთი, რათა ნახოს, რომ ორდერი შესრულებულია, მაგალითად:
საქონლის ან მომსახურების მიწოდების თარიღი, მიმღების მისამართი (ელ.ფოსტა / IP და ა.შ.) თუ ეს შესაძლებელია.
რისგან არ გიცავთ PayPal Seller Protection პროგრამა?
- INAD ( Item Not As Described ) ქეისებისგან, რომელსაც გინდა არ გინდათ უნდა დაეთანხმოთ
- ნივთები, რომლებიც მიაწოდეთ ხელზე
- ციფრული სეილები და ნებისმიერი ციფრული შინაარსის კონტენტები ( არის გამონაკლისები )
- ოქროს ბუილი.
- PayPal Direct Payments ( მაგალითად ვირტუალური გადახდები ტერმინალით და Website Payments Pro/Plus გადახდები )
- Mass Payment / Payouts. ( “მასობრივი გადახდა”, ან “ჯგუფური” გადახდა. მაგალითად, ეს არის მეთოდი, რომელსაც ძირითადად ორგანიზაციები იყენებენ 5000 ჯგუფის ერთდროულად გადასაცემად, მიუხედავად მათი ადგილმდებარეობის, ვალუტის და გადახდის მეთოდისა. )
- ყალბი საქონელი.
- ნივთები, რომლებიც არ იგზავნება მიმღების მისამართზე. მაგალითად თუ თქვენ თავდაპირველად გააგზავნეთ ნივთი მიმღების მისამართზე, მაგრამ მოგვიანებით ორდერი გადამისამართდა სხვა მისამართზე, ( ფოსტის თუ მყიდველის მიერ ) თქვენ ვერ ისარგებლებთ PayPal Seller Protection პროგრამით. ამიტომ ფეიფალი გვირჩევს არ გამოიყენოთ გადაზიდვის ის სერვისი, რომელსაც გთავაზობთ მყიდველი, ასევე ფეიფალი გვირჩევს ორდერის დაშიპვა მოხდეს ზუსტად იმ მისამართზე რა მისამართიც ჩანს ტრანქაციის დეტალებში, სხვა შემთხვევაში სელერის დაცვა ვერ დაგვიცავს
- Donations ( დონაციები )
- ფინანსური პროდუქტები და ინვესტიციები
PayPal- ის ძირითადი მითითებები:
გადაამოწმეთ გადაზიდვის მისამართი: არასოდეს გაგზავნოთ თქვენი ნივთი მისამართზე, რომელიც განსხვავდება PayPal- ის ტრანზაქციაში მოცემული მისამართისაგან.
თვალყური ადევნეთ თქვენს ნივთს: ყოველთვის გამოიყენეთ გადაზიდვის სერვისი, რომელიც გვთავაზობს ონლაინ თვალთვალის სისტემას ( რომელიც გვაძლევს თრექინგ ნომერს ) და მიწოდების მტკიცებულებას.
აცნობეთ თქვენს მომხმარებლებს: თუ მოხდა მიწოდების გაუთვალისწინებელი შეფერხება, გახსოვდეთ, რომ ამის შესახებ აუცილებლად უნდა უთხრათ თქვენს მომხმარებელს.
ყოველთვის მიაქციე ყურადღება რისკებს და ფრაუდს: მაგალითად, ბევრი შეკვეთა ერთსა და იმავე მისამართზე მოკლე დროში, ასევე შეკვეთები მაღალი რისკის ქვეყნებისთვის და ა.შ. თუ თვლით, რომ ეს თაღლითობაა, გააუქმეთ ტრანზაქცია და არ გაგზავნოთ ორდერი.