რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა საინტერესო

რუდოლფ ნურეევი – ვარსკვლავის ბედისწერა

რუდოლფ ნურეევი - ვარსკვლავის ბედისწერა

რუდოლფ ნურეევი, ან როგორც საზღვარგარეთ დაარქვეს, რუდი ნურიევი, ბალეტის ნიჭიერი მსახიობი, ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრის ვარსკვლავი 1938 წლის 17 მარტს დაიბადა.

რუდოლფის ბავშვობა ძალიან მძიმე იყო. ომის დაწყების შემდეგ, 1941 წელს მისი მამა ფრონტზე წავიდა, დედა კი ბავშვებთან ერთად ევაკუირებული იყო ბაშკირეთში, ქალაქ უფასთან ახლოს მდებარე სოფელ ჩიშუანაში, აქ გაიარა რუდოლფის ბავშვობამაც. ოჯახს ძალიან უჭირდა, ხშირად მათ სუფრაზე დღის განმავლობაში მხოლოდ თხის ყველის ნაჭერი და რამდენიმე კარტოფილი იდო.

1948 წელს რუდოლფი მისმა დამ როზამ, რომელიც იმ დროს უკვე სკოლის ანსამბლში ცეკვავდა, მიიყვანა თავის ცეკვის მასწავლებელთან, ყოფილ ბალერინა ანა უდალცოვასთან. რამდენიმე თვეში უდალცოვამ განაცხადა, რომ რუდოლფი მომავალი გენიოსია, და არც შემცდარა.

ომიდან დაბრუნებული მამა წინააღმდეგი იყო, რომ მის ერთადერთ ვაჟს სცენაზე ეცეკვა, ის დასცინოდა მის „არაკაცურ“ არჩევანს. ამიტომ 14 წლის რუდოლფი იძულებული გახდა სახლიდან გაპარულიყო.

ნურიევი შრომობდა თავდაუზოგავად და ბოლო ამოსუნთქამდე, რადგან მას ესმოდა, რომ ეს მისი ოცნების ასრულების ერთადერთი შანსი იყო და ის ბოლომდე უნდა გამოეყენებინა. საბედნიეროდ, მას შეხვდა რუსეთის საბალეტო ხელოვნებაში საუკეთესო პედაგოგი — ალექსანდრ პუშკინი — ინტელიგენტი და საოცრად თბილი ადამიანი. მან ნურიევს გადასცა არა მხოლოდ გამოცდილება და ცოდნა, არამედ სიყვარულიც.

სასწავლებლის დასრულების შემდეგ ნურიევი მიიპატიჟეს ლენინგრადის კიროვის სახელობის თეატრში, სადაც ის შესანისნავი ბალერინას ნატალია დუდინსკაიას პარტნიორი გახდა. თეატრში მუშაობისას, 3 წლის განმავლობაში ნურიევი თითქმის ყველა წამყვან პარტიას ასრულებდა.

1961 წელს, კიროვის სახელობის თეატრის პარიზში გასტროლების დასასრულს ნურიევს გამოუცხადეს, რომ ის მოსკოვში უნდა დაბრუნებულიყო. მან მიხვდა, რომ მის მიმართ მკაცრი ზომების მიღების გადაწყვეტილება მიიღეს და თავად დაასწრო – ის პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარს თხოულობს და ადგილობრივი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, უარს არ ეუბნება.

და დაიწყო ახალი, რთული ცხოვრება, სწორედ ისეთი, მას რომ სურდა. წელიწადში 300 საპექტაკლში ცეკვავდა, პარიზიდან მილანში, იქედან ბერლინსა და ნიუ-იორკში მიჰქროდა. ღამით რომელიმე ბარს ეწვეოდა მეგობრებთან ერთად, დილით კი ისევ რეპეტიციაზე იყო. ასეთი დაძაბული ცხოვრების რიტმი განსაკუთრებულ ამტანობას მოითხოვდა. თუმცა, ჩიტი ბდღვნად ღირდა: ჯერ კვირაში 2 000 დოლარს უხდიდნენ, მერე კი – 10 000-ს თითოეულ გამოსვლაში. ლა სკალა ექვსი წლით ადრე გეგმავდა დადგმებს.

პირადი ცხოვრებაც ბობოქარი ჰქონდა. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევარი იყო და თავის რჩეულ მამაკაცებს ხელისგულზე ატარებდა – უძვირფასეს საჩუქრებს უძღვნიდა და ნებისმიერ კაპრიზს უსრულებდა. ასეთ ცხოვრებას შედეგიც შესაბამისი ჰქონდა – ნურიევი შიდსით დაავადდა.

მას გასაქცევად არც პოლიტიკური და არც შემოქმედებითი მიზეზი არ ჰქონია – არავინ დევნიდა, მუდამ წამყვან პარტიებს ასრულებდა. ერთადერთი მიზეზი, რამაც ამ ლამაზ, ნიჭიერ მსახიობს უცხოეთში დარჩენა გადააწყვეტინა, უთუოდ მისი სექსუალური ორიენტაცია იყო.

…რუდოლფზე საერთოდ ყოველთვის ბევრს საუბრობდნენ, მათ შორის, მის რთულ ხსაიათზეც. თუმცა კი, გენიოსებს შეცდომების უფლება აქვთ, მით უმეტეს, როდესაც ეს შეცდომები მათ პირად ცხოვრებას ეხება და მათთვის, სავარაუდოდ, ეს შეცდომა საერთოდ არ არის.

რუდოლფი სამუდამოდ მოჰკვეთეს სამშობლოს – მომაკვდავი დედის სანახავად ჩამოვიდა მხოლოდ 1987 წელს, ისიც 12 საათით. 27 წელი არ ენახა დედას შვილი და ვეღარ იცნო.

ნურიევი თავის საქმეში მართლა გენიოსი იყო. ბევრმა არ იცის, რომ რუდოლფ ნურიევმა საბალეტო კარიერის დასრულების შემდეგ სადირიჟორო კარიერა დაიწყო. მან აურაცხელი ქონება დააგროვა – 80 მილიონი დოლარი, სასახლეები, კუნძული… სიკვდილის წინ ქონების დიდი ნაწილი შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს გადასცა.

1993 წელს გარდიცვალა პარიზში. დაკრძალეს რუსულ სასაფლაოზე.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს