ასირიის მეფე სინახერიბი, მეფე რომელიც უფალმა დასაჯა
ასირიის მეფე სინახერიბი. მეფე რომელიც უფალმა დასაჯა, მეფე რომლის მმართველობის ლოზუნგი იყო – მრისხანება ჩემია! სინახერიბი დაიბადა ძვ.წ 735 წელს მაშინ უფლისწულ სარგონის ოჯახში, რომელიც შემდგომ ასირიის ლეგენდარულ მეფედ სარგონ მეორედ იქცევა.
როცა სარგონი მოკლეს ძვ.705 წელს არმიამ ტახტზე ეგრევე სინახერიბი აიყვანა. მამისგან და ბაბუასგან ტიგლათფალასარ მესამისგან მას უძლიერესი სახელმწიფო ერგო, რომლის მსგავსი მანამდე მსოფლიოს პრაქტიკულად არ ეხილა.
მაგრამ რადგან დიდი სარგონი მოკვდა დამპყრობილმა ხალხებმა ჩათვალეს რომ ნინევიაში ფუფუნებაში გაზრდილი პრინცი ძალიან ნაზი და სუსტი იქნებოდა. მაგრამ სინახერიბის ბუნება სხვანაირი იყო. ის მთელი ეს წლები სამხედრო საქმეს სწავლობდა და სამხედრო წვრთნით იყო დაკავებული.
პირველი მან მამამისის მკვლელებზე იძია შური. როცა მოკლეს ვავილონმა დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. სინახერიბმა სწორედ აქ გამოაცხადა ლოზუნგი -მრისხანება ჩემია. ის ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა ბაბილონის სამეფოში.
აი როგორ წერია მის ანალებში ამის შესახებ. ” მე შევიჭერი ბაბილონში. გავანადგურე და მიწასთან გავასწორე 75 ქალაქი, 208 ათასი მონა წამოვასხი ასურეთში. ამის შემდეგ შეძრწუნებულმა ვავილონმა კარი გააღო და აღიარა ჩემი უზენაესობა”..
შემდეგი ჯერზე ზაგროსის მთებში მცხოვრები აჯანყებულები იყვნენ. ის მათ დაერია და დედაბუდიანად ამოწყვიტა.
მერე კი მან დაიწყო ომი ევვიპტესთან. ეგვიპტეს რევანში სწყუროდა სარგონის დროს განცდილი მარცხის გამო და დაკარგული პროვინციების დაბრუნება სურდა. მაგრამ ძვ.წ 701 წელს პალესტინაში ქალაქ ელტეკესთან გამართულ გრანდიოზულ ბრძოლაში მან პირწმინდად გაანადგურა 100 ათასიანი ეგვიპტური არმია. ეგვიპტემ ასირიის ჰეგემონია აღიარა რეგიონში.
ამის შემდეგ სინახერიბი ძალიან ამპარტავანი გახდა. მან ღმერთს გაუტოლა თავი და მეტიც გადაწყვიტა იერუსალიმის დაპყრობა. როგორც წმიდა წიგნი ბიბლია მოგვითხრობს მაშინ იუდეას, უფლის მოყვარული მეფე იეზეკია მმართავდა. სინახერიბმა ასურეთის ისტორიაში ყველაზე დიდი არმია 180 ათასი კაცი შეკრიბა და დაიძრა დაუპყრობი იერუსალიმისკენ. გზაზე მან ყველა იუდეური ქალაქი დაიპყრო, მიწასთან გაასწორა, მოსახლეობა კი ამოხოცა. ბოლოს მისი უზარმაზარი არმია დავითის დიდებულ ქალაქს მიადგა. იეზეკია ხვდებოდა რომ მცირედი შანსები იყო და სასწაულის იმედი ჰქონდა.
სასწაულის მოხდა. ძვ.წ. 701 წლის ნოემბერში. დილით გაღვიძებულმა სინახერიბმა ნახა რომ მისი არმიის უდიდესი ნაწილი მკვდარია. ცოცხალი მხოლოდ გვარდია იყო 10 ათასი კაცი რაოდენობით და სამეფო დაცვა 5000 კაცი. როგორც ბიბლია გადმოგვცემს უფლის ანგელოზმა შემუსრა ეს უზარმაზარი და მანამდე დაუმარცხებელი არმია. ზუსტად იგივეს ადასტურებს ასირიული ქრონიკები სადაც წერია რომ, მთელი ასურეთი გლოვამ მოიცვა, ბაბილონური ქრონიკები იგივეს ადასტურებენ რომ, იერუსალიმთან მომხდარი კატასტროფის შედეგად ბაბილონი ისევ დამოუკიდებელი გახდა.
სინახერიბი შოკირებული, სამარცხვინოდ უკანმოუხედავად გაიქცა იერუსალიმიდან. ამის შემდევ ის ძვ.წ 693 წლამდე არაფერს აკეთებს მიუხედავად იმისა რომ ბაბილონი ყველაფერს დაიბრუნებს, ელამი მიწებს წაართმებს ზაგროსის მთებში, არაბები ასირიის საზღვრებს ატერორებდნენ.
ძვ. 693 წელს ის ახერხებს არმიის აღდგენას და იწყებს ახლიდან რღვევის გზაზე მდგარი იმპერიის აღდგენას. ოღონდაც მისი ძველი ამპარტავნება გაქრა. არსად უკვე მის ანალებში, ვეღარ შეხვდებით ღმერთან გატოლებას, ან შედარებას. ის უკვე იმპერიის გადარჩენას ცდილობს. ის კრძალავს იუდეაში ახალ ლაშქრობას და უტევს ელამს.
ის სასტიკად ამარცხებს ელამის მეფე კუტირ- ნახუნტ მეორეს და იბრუნებს ზაგროსის მთების გარშემო პროვინციებს, მერე კი უშუალოდ ელამში იჭრება და იქ ანადგურებს 34 ქალაქს. ელამი თავს დამარცხებულად აღიარებს, კონტრიბუციას იხდის და ყველაფერს აბრუნებს.
ამის შემდეგ ის ჩადის ფინიკიაში, იორდანიასა და პალესტინაში და იქ ამყარებს ასირიელთა შერყეულ მმართველობას, ანადგურებს არაბებს და საზღვარს უსაფრთხოდ ქმნის.
შემდეგი ჯერზე ბაბილონი იყო. 120 ათასიანი ასირიული არმია ბაბილონში შეიჭრება ძვ.წ 691 წელს.
ბრძოლები 2 წელიწადი გაგრძელდა. საბოლოოდ ძვ.წ 689 წელს სინახერიბი ბაბილონს იღებს, სრულიად ამოხოცავს მის 200 ათასიან მოსახლეობას, ბაბილონს კი მიწასთან ასწორებს, ფერფლად აქცევს. “ყველანაირი ცოდვის, აღვირახსნილობის და ბოროტების ქალაქმა არსებობა შეწყვიტა, გვაუწყებს ბიბლია”. რატომღაც შემდგომ მისი შვილი არსახადონი აღადგენს ქალაქს და ბაბილონის სამეფოს და ეს იქნება კატასტროფულ შეცდომა, რადგან შემდგომში სწორედ ბაბილონი შეასრულებს ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასირიის განადგურებაში.
ამის შემდეგ ის კილიკიაში იჭრება და იპყრობს მას. მის მეფეს კირუას რომელმაც გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწია, ნინევიაში აგზავნიან, სადაც ის ღებულობს მონაწილეობას სინახერიბის გამარჯვების აღლუმში, მერე კი მისი ბრძანებით ცოცხლად ტყავს აძრობენ.
მისი ბოლო ლაშქრობა კი მცირე აზიაში მოხდება. ძვ.წ 685 -684 წლებში ის სრულიად იმორჩილებს იქაურობას.
სინახერიბი ამის გარდა ცნობილი იყო მასობრივი მშენებლობებით. მის დროს იმპერიაში, დამშვენდა და კიდევ უფრო გალამაზდა, ნინევია, აშური, ჰარანი, კერკამიში და ა.შ. თვითონ ასურეთის მოსახლეობა მან ოქროთი და ვერცხლით აავსო.
სიკვდილი კი მას მოულოდნელად ეწვია. მას ყავდა ნაბოლარა შვილი არსახადონი რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. შესაბამისად ტახტის მემკვიდრედ ძვ.წ 682 წელს მან სწორედ ის გამოაცხადა. ამან უფროსი შვილების აღშფოთება გამოიწვია. ძვ.წ 681 წლის 10 იანვარს, როცა სინახერიბი ტაძარში ლოცულობდა, მისმა შვილებმა ადრამელეხმა და შარაცერმა, მლოცველი მამას ყელი გამოჭრეს, მაგრამ ძალაუფლების ხელში ჩაგდება მაინც ვერ შეძლეს, რადგან არმიამ არსარხადონს დაუჭირა მხარი და მათ ქვეყნიდან გაქცევა მოუწიათ!
ასე დასრულდა მმართველობა სინახერიბისა, რომელმაც თავი უფალს გაუტოლა და სასტიკად დაისაჯა ამის გამო, ბოლოს კი საერთოდ მისმა შვილებმა მოკლეს. ამავდროულად ეს იყო პიროვნება რომელშიც ჩადებული იყო შენების სიყვარული, მაგრამ ამავ დროულად საოცარი სისასტიკე!
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua