რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ოსმალეთის ცნობილი ისტორიკოსი ევლია ჩელები ლევან დადიანზე

ოსმალეთის ცნობილი ისტორიკოსი ევლია ჩელები

1647 წელს ოსმალეთის ცნობილი ისტორიკოსი და ამავე დროს მზვერავი ევლია ჩელები, ეწვია ლევან დადიანს. კონსტანტინოპოლში დაბრუნებულმა ასეთი რამე ჩაწერა თავის წინგში:

“მე გაოგნებული დავრჩი იმ წესირიგით რაც დამხვდა, მეფე ლევანი ფრიად განათლებული, ღირსეული და მამაცი ადამიანია, კაცები კეთილშობილნი , ქალები სპეტაკნი. კიდევ ერთი რამ რამაც საოცრად გამარკვირა. ეს იყო მეგრული ჯარი და მისი აღჭურვილობა. ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ამან ჩემზე. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული, თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით ვაჟკაცი მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და წარჩინებული. როგორც მითხრეს 30 ათასიანი ასეთი არმიის გამოყვანა შეუძლია ხელმწიფეს მხოლოდ პირველივე დაძახილზე. ამ მოგზაურობის შემდეგ ჩემი რჩევა სულთნისადმი იყო ასეთი, იმეგობროს სამეგრელოს მეფესთან!

ევლია ჩელები – ოსმალი მწერალი, მემატიანე და მოგზაური.
დაბადების თარიღი – 25 მარტი, 1611 წელი
დაბადების ადგილი – სტამბოლი
გარდაცვალების თარიღი – 1682 წელი
გარდაცვალების ადგილი – კაირო
საქმიანობა – მკვლევარი, ისტორიკოსი, მწერალი და მოგზაური
ენა – ოსმალური ენა
მოქალაქეობა – ოსმალეთის იმპერია

ევლია ჩელებიმ 40 წლის განმავლობაში იმოგზაურა ოსმალეთის იმპერიის სხვადასხვა პროვინციაში, იყო აგრეთვე მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში. მთელი თავისი მოგზაურობის განმავლობაში იგი საკმაოდ დეტალურად აღწერდა და ინიშნავდა შთაბეჭდილებებს სხვადასხვა ღირსახსოვარი მოვლენის, რეალიისა, თუ ადგილ-კუთხის შესახებ. მისი „სეიაჰათნამე“, ანუ „წიგნი მოგზაურობათა“ წარმოადგენს გვიანი XVII საუკუნის ოსმალური სამყაროს შესახებ არსებულ უმნიშვნელოვანეს ისტორიოგრაფიულ წყაროს.

პ.ს. არ დაგვავიეყდეს სამეგრელოში მოგზაურობის იმ ეპოქაში ოსმალეთის იმპერიის ძლევამოსილების მწვერვალი იყო, სამეგრელოს ელჩი სულთანთან აუდიენციაზე თეთრ ქუდ დახურული შედიოდა, ხოლო სხვა ქვეყნების ელჩები მათშორის ევროპელი ელჩები შეპყრობილის სახით, ქუდ მოხდილი და დაჩოქილი წარსდგებოდნენ სულთანის წინაშე.

ევლია ჩელები

წყარო: კოლხურ-იბერიული ორდენი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *