რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ჩინგიზ ყაენი – იგივე თემუჩინი

ჩინგიზ ყაენი - იგივე თემუჩინი - ჩინგისხანი

ადამიანი, ვის გარშემოც რატომღაც შექმნილია ისეთი აურა თითქოს ნგრევის მეტი არაფერი გაუკეთებია, ასეთი მონღოლებში თემურ ლენგი იყო, ნგრევისა და ხმლის ქნევის მეტი არაფერი იცოდა, მაგრამ ჩინგიზ ყაენი სხვა ფენომენია.

წარმოიდგინეთ მონღოლეთის უკიდეგანო სტეპები. 1.5 მილიონი კვადრატული კილომეტრი, სადაც 1162 წელს იბადება ბავშვი, ბორჯიგინთა გვარში.

ტემუჩინი იზრდება წარმოუდგენლად სასტიკ გარემოში, მონღოლური ტომები ერთმანეთს დაუნდობლად ხოცავენ, არასდროს ჰქონიათ ერთიანი სახელმწიფო, მათი დევიზია ძარცვა-ტერორი. ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი ადევს. ესაა საზოგადოება სადაც ქაოსი და ანარქია ნორმად ითვლება.

ხოდა აი ასეთ გარემოში ამ ადამიანმა მოახერხა და შექმნა ერთიანი სახელმწიფო. შექმნა კანონთა კრებული და დაამყარა რკინისებური წესრიგი და დისციპლინა. ცნობილი ფაქტია ყველა ვისაც უმოგზაურია ჩინგიზ ყაენია დროს ან მის შემდეგომ პერიოდში, მისი შვილისა და შვილიშვილების მუნკესა და ხუბილაის დროს აღნიშნავს რომ, მარტოხელა ქალი, მდიდრული ჩაცმულობით, ოქროთი დახუნძული აღმდგარიყო და მთელი მონღოლთა იმპერია ერთი კუთხიდან მეორე გადაეკვეთა, ხელს არავინ ახლებდა.

სწორედ ამიტომ იყო რომ 1206 -1269 წლებში სანამ არსებობდა ერთიანი მონღოლთა იმპერია, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის ვაჭრები სიამოვნებით მოღვაწეობდნენ მონღოლთა იმპერიაში. ჩინგიზმა დააწესა: “თუ ვაჭრები იხდიან პატიოსნად გადასახადებს, ისინი მონღოლთა სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფებიან”.

ამის გარდა არსებობს მითი რომ ჩინგიზი როცა ქალაქებს იღებდა ყველას ხოცავდა. ესეც ნამდვილად არაა ასე. მისი ბრძანებით ხელოსნები, ინჟინრები, არქიტექტორები, მშენებლები, არ ექვემდებარებოდნენ სიკვდილს, პირიქით მათ სთავაზობდნენ დიდ ჯამაგირს თუ ყაენის სამსახურში ჩადგებოდნენ. ასე აშენდა მონღოლთა იმპერიის ბრწყინვალე დედაქალაქი ყარაყორუმი და სხვა მრავალი ქალაქები, იდეალური გზები იმპერიაში, კატაპულტები არმიისთვის და ა.შ.

კიდევ რამდენად ჭკვიანი კაცი იყო აქაც ჩანს: “გამარჯვებულ არმიას დაპყრობილი ქალაქი უნდა გადაეცეს ნადავლად 3 დღით, მაგრამ მათ ეკრძალებათ რელიგიური სიწმინდეების აოხრება და აწიოკება”

ანუ ამით მღვდელმსახურების გულებს იგებდა და ნაწილობრივ მოსახლეობისას. ცდილობდა სასულიერო ინსტიტუტები დაეხმარებინა, დაპყრობის შემდეგ სიმშვიდის აღდგენაში.

განათლება. თვითონ ჩინგისმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მისმა შვილებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს. ყველა აღნიშნავდა რომ მის მსახურებს წიგნები დაჰქონდათ და აკითხინებდა მათ და სიამოვნებით უსმენდა სწავლულ ადამიანებს.

აი ასე ტოტალურ ქაოსსა და ანარქიაში მყოფი საზოგადოებისგან მან შექმნა უმაღლესი დონეზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები, პროფესიული არმია, აყვავებული ეკონომიკა.

P.S ეს რა თქმა არ ნიშნავს რომ ჩინგიზ ყაენი “ანგელოზი იყო”. ნამდვილად არაა. მაგალითად, როცა მან დაიპყრო ხორეზმის იმპერია მან დახოცა 4 მილიონი ადამიანი, მაგრამ ის არ ხოცავდა უბრალოდ ისე, სიამოვნებისთვის. სისასტიკეც სტრატეგიის ნაწილი იყო. თუ ქალაქი ნებდებოდა მას ხელს არ ახლებდნენ, მაგრამ თუ წინააღმდეგობას უწევდა, ზემოთ ნახსენები კატეგორია ხალხის გარდა, ყველას ხოცავდნენ და ქალაქი მიწასთან სწორდებოდა. ეს იწვევდა უზარმაზარ მსხვერპლს, მაგრამ შედეგიც მოჰქონდათ. როცა ნახეს რა ხდებოდა იმ ქალაქებში რომლებმაც წინააღმდეგობა გაბედეს, ბევრი ქალაქი უბრძოლველად ნებდებოდა.

საბოლოოდ დასკვნის სახით შეიძლება ითქვას რომ ჩინგიზ ყაენი, მსოფლიო ისტორიაში შედის იმ ადამიანთა სიაში რომლებიც სრულიად განსხვავებულ ორაზროვან ემოციებს იწვევდნენ. ეს იყო ადამიანი ერთდროულად გენიოსიც და ტირანიც, გმირიც და დამნაშავეც, ადამიანი რომლის გარკვეული ქმედებებით შეიძლება აღფრთოვანებული დარჩე და გარკვეულით უპირობოდ შეგძულდეს!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა