რას ეძებ?

ისტორია საინტერესო სხვა

როგორ გაჩნდა ნაძვის ხე ჩვენს ოჯახებში

როგორ გაჩნდა ნაძვის ხე ჩვენს ოჯახებში

ტყე კცობრიობის აკვანია. დასაბამიდან ადამიანი ჭიპლარით არის მიბმული ტყეზე, როგორც მშობლის, მკვებავისა და მარჩენალის სხეულზე. შორეულ წარსულშიც კი ტყის ნაწილს ტაბუ ჰქონდა დადებული, წმინდა ნაწილად აღიქმებოდა. ასეთ ადგილებში წელიწადის გარკვეულ დროს ადამიანები ასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს, სხვა დროს იქ შესვლა იკრძალებოდა.

არსებობდა საკრალური წმინდა ჭალები. მათი ადგილი მერე წმინდა ხეებმა დაიკვა. თავდაპირველად ადამიანი ტყეში შერჩეული „წმინდა ხის“ ქვეშ ატარებდა რიტუალებს, მოგვიანებით კი მოჭრიდა „წმინდა ხეს“, სოფლის ან ქალაქის ცენტრში დადგამდა და იქ აღასრულებდა რელიგიურ რიტუალებს. წმინდა ხეებად თვლიდნენ მუხას, წიფელს, კვიპაროსს, ცაცხვს, თხემლას, ტირიფს, ჭადარს, უთხოვარს, დაფნას, არყის ხეს…

მუხას, როგორც უძლიერეს და უმშვენიერეს ხეს, ეთაყვანებოდნენ ქართველები, ბერძნები, კელტები, გერმანელები… მერე მარადმწვანე ნაძვი აირჩიეს სათაყვანებლად მარადიულობის, სილამაზისა და სურნელების გამო. ნაძვის ხესაც თავდაპირველად დასახლებული პუნქტების ცენტრში დგამდნენ და ვაშლებით რთავდნენ. შემდეგ სანთლებით მორთვა დაიწყეს. პირველად ეს ცნობა გამოჩნდა 1708 წელს – ჰერცოგინია ელიზაბეტ-შარლოტი ამის თაობაზე თავის ქალიშვილს წერდა.

1818-1820 წლებში საშობაო ნაძვის ხე გამოჩნდა ბუდაპეშტში, 1820 წელს – პრაღაში. 1840 წლიდან პეტერბურგში მცხოვრები გერმანელების წყალობით საშობაო ნაძვის ხე რუსეთშიც გავრცელდა. ამ პერიოდში შემოვიდა საქართველოშიც.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა