მსოფლიოს უგრძესი ჩინეთის დიდი კედელი კაცობიობის მიერ განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტია. ის მსოფლიოს ახალ შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთადაა აღიარებული. ყველა განშტოებას თუ მივათვლით, ჯამში კედლის სიგრძე 8852 კილომეტრია. კედელი კვეთს უდაბნოს, მინდვრიან დაბლობებს, მთებსა და პლატოებს. ...
ცნობილი ფრანგი მკვლევრის, ჟაკ-ივ კუსტოს მიერ მსოფლიოს საუკეთესო სადაივინგო ადგილად გამოცხადებული დიდი ლურჯი ღრმული ნამდვილი გეოლოგიური საოცრებაა. ზემოდან ღრმული სუფთა, ფირუზისფერი წყლის შუაგულში დახაზულ მუქ ინდიგოსებრ წრეს ჰგავს, თუმცა, ზედაპირის ქვეშ სტალაქტიტების, კირქვის უჩვეულო წარმონაქმნებისა ...
ავსტრალიის დიდი ბარიერული რიფი მილიარდობით მარჯნის პოლიპისგან აგებული ჭრელი სამყაროა. ის დედამიწის უდიდესი რიფების სისტემაა და ბუნების შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთია. ბარიერული რიფის თბილ, არაღრმა წყლებში სიცოცხლე დუღს; მისი მდიდარი ეკოსისტემა ტროპიკული ტყეებივით მრავალფეროვანია. დიდი ბარიერული ...
გრანდ-ტიტონის ეროვნული პარკი აშშ-ის ყველაზე მომხიბლავი ბუნებრივი ნაკრძალია. მის მშვიდ ტბებს, ღელეებსა და მდინარეებს ტიტონის ქედის კლდოვანი მწვერვალები დაჰყურებს ზემოდან. აქ 1000-მდე სახეობის მცენარე იზრდება, დაწყებული მაღალი ფიჭვებით, ტბისპირა ტირიფებითა და მინდვრის ყვავილებით, დამთავრებული დელიკატური ...
გოთიკური, ბაროკოსა და ლუი XIV-ის სტილის გრანდიოზული და ნატიფი ორნამენტებით მორთული შენობებით გარშემორტყმული ბრიუსელის გრან-პლასი ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი მოედანი და ბელგიის დედაქალაქის ყველაზე მომხიბვლელი ადგილია. მოედნის ისტორია XI საუკუნეში იწყება, როცა მდინარე სენას შენაკადების გასწვრივ ...
ზოგიერთი ბუნებრივი ლანდშაფტის ცქერისას გიჭირს დაიჯერო, რომ ხელოვნურ პეიზაჟს არ უყურებ. მსგავსი ფენომენალური შემთხვევაა „გოლიათების ხიდი“. 40000 სიმეტრიული, ძირითადათ ექვსკუთხა ბაზალტის სვეტი იდეალურათაა ერთმანეთში გადახლართული ჩრდილოეთ ირლანდიის ქვიან, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს თვალისმომჭერლი სანახაობა გაოცებს და ...
ორი-სამი მილიონი წლის წინ ვულკანური ამოფრქვევის შედეგად წარმოშობილი გალაპაგოსის არქიპელაგი გეოლოგიური თვალსაზრისით ახალგაზრდაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ თვრამეტ იზოლირებულ კუნძულზე მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა განვითარდა. გიგანტური კუებით ცნობილი კუნძლი იმითაცაა გამორჩეული, რომ ჩარლზ დარვინმა სწორედ ...
იაპონიის სამი წმინდა მთიდან უწმინდესი და ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი (3776 მ) ფუძიამა იაპონიის ლანდშაფტის მომნუსხველი ნაწილია. ის არა ერთი მხატვრისა და პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა. ტბებით, ალუბლებითა და ტყეებით შემოსილი მისი სიმეტრიული, კონუსისებრი მწვერვალი ყოველ ...
ჩინური არქიტექტურული მიღწევების მწვერვალი, პეკინის აკრძალული ქალაქი სწორედ ისეთი ბრწყინვალე სასახლეა, როგორიც ქვეშევრდომების მიერ ზეცის ძედ აღიარებულ იმპერატორს შეეფერებოდა. დედამიწაზე სამოთხის აღსადგენად აგებული კომპლექსის კარიბჭე უბრალო ჩინელებისთვის მჭიდროდ იყო დაგმანული (ამიტომაც უწოდეს მას აკრძალული) და ...
სამხრეთ ფლორიდაში მდებარე ევერგლეიდსი ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი დაბლობია. მისი მთლიანი ფართობის მეხუთედი ეროვნულ ნაკრძალად არის გამოცხადებული. აქ ცხრა განსხვავებული ეკოსისტემა – მანგროს ტყეები, ავშნის ველები, კვიპაროსის ჭაობები, ფიჭვებით მოფენილი ქვიანი ფერდობები – ენაცვლება ერთმანეთს ...