გრენლანდიის დასავლეთ ნაპირზე, არქტიკული წრიდან 250 კილომეტრით ჩრდილოეთით, 402 კმ2-ზე გადაჭიმულია გასაოცარი ილულისატის (იაკობსჰავნი) ყინულის ფიორდი. ფიორდის თავთან დიდი, სწრაფი მდინარე მიედინება, რომელიც მას კიდიდან ყინულის ვეება ნატეხებს ამტვრევს და ღია ზღვაში ჩააქვს. დისკოს უბეში ...
კიროს მეფის ადამიანის უფლებათა საოცარი დეკლარაცია, რომელმაც თავის ეპოქას რამდენიმე ათასწლეულით გაუსწრო. ისაია წინასწარმეტყველი მას უფლის ცხებულად მოიხსენებს (ისაია 45,1) კიროს (ქურუშ 𐎤𐎢𐎽𐎢𐏁// 𒁹𒆪𒊏𒀾 ქურაშ) დიდის დეკლარაცია, დაწერილი აქადურ ენაზე, შედგენილი ძვ. წ. 538 წელს ...
275 წყალვარდნილისაგან შემდგარი იგუასუ მსოფლიოს უდიდესი ჩანჩქერების კომპლექსია. ის მიდენად შთამბეჭდავია, რომ როგორც ამბობენ, მისი დანახვისას აშშ-ის პირველ ლედის, ელეონორ რუზველტს წამოუძახია: „საბრალო ნიაგარა!“ სინამდვილეში შედარებით მოკლე და არც ისე ფართო ნიაგარა გაცილებით მეტი მოცულობის ...
ყოველ ზამთარს არქიტექტორები, მხატვრები, მშენებლები და დიზაინერები ჩრდილოეთის პოლარული წრიდან 200 კილომეტრის ზემოთ მდებარე პატარა შვედურ ქალაქ იუკასიერვიში იკრიბებიან და რამდენიმე კვირის განმავლობაში „ქმნიან“ შენობას, რომელიც მხოლოდ გაზაფხულამდე ძლებს: ღია ცის ქვეშ მდგარ, თეთრი თოვლისა ...
ჰუვერის კაშხალი არც მეტი, არც ნაკლები, მონუმენტური ნაგებობაა და 6 მლნ ტონას იწონის. მასზე დახარჯული ბეტონით 30 მ2-ის ფართობისა და 4 კილომეტრის სიგრძის კოშკის აგება ან სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკამდე ორმხრივი ტრასის გაყვანა შეიძლებოდა. დასრულებული ჰუვერის კაშხალი ...
პორტუგალიელი მოგზაური ვასო და გამა 1499 წელს სექტემბერში ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ გახდა პირველი მკვლევარი, რომელიც სუბკონტინენტიდან ევროპაში ზღვით დაბრუნდა, და ახალი, ძალიან მომგებიანი სავაჭრო გზა გახსნა. მისი წარმატების აღსანიშნავად მეფე მანუელ I-მა ახალი მონასტრის აგება ...
სუეცის ყელზე, იმ ადგილას, სადაც აფრიკა აზიას უერთდება, გაჭრილია სუეცის არხი, საინჟინრო-სამშენებლო სასწაული, რომელიც 193 კილომეტრზეა გადაჭიმული ხმელთაშუა ზღვიდან სუეცის ყურესა და წითელ ზღვამდე. ამ ადგილას არხის გაჭრის ისტორია თითქმის 4000 წლის წინ იწყება. ევროპისა ...
იერაპოლისი არაამქვეყნიური სილამაზის უჩვეულო თერმული წყლების ბუნებრივი საცავია, რომელიც ათასობით წელია ნუსხავს ხალხს. ტრავერტინის ტერასებისა და ბუნებრივი ავზების (ღია ფერის ქვის) „თეთრი ციხესიმაგრე“, მისი განამარხებული ჩანჩქერებითა და მინერალური საცავებით, მორთულია ბერძნული, რომაული და ბიზანტიური ნანგრევებით, ...
1309 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმული ჰავაის ეროვნული პარკის ლანდშაფტი საზღვაო-სათავგადასავლო რომანიდან გადმოხატულს ჰგავს. პარკი კუნძულის შუაგულთან მდებარე მსოფლიოს უდიდეს ვულკან მაუნა-ლოასთან იწყება (4169 მ) და ვულკანურ სანაპირო ზოლზე მთავრდება, საიდანაც ცეცხლოვანი ლავა ჩაედინება ოკეანეში. პარკში მდებარეობს ...
ჰო ში მინი ჰა-ლონგის უბის აღწერისას ამბობდა, ამ საოცრების სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელიაო. მართლაც, ლურჯ ზღვაში ამოწვერილი ათასობით კუნძულის ჯადოსნური ხედის აღწერა ძნელია. „ჰა-ლონგი“ ნიშნავს „ადგილს, სადაც დრაკონები ეშვებიან“. ლეგენდის მიხედვით, კუნძულები ღმერთების გამოგზავნილი დრაკონების პირიდან ...