ვინ იყვნენ მამიკონიანები?
სომხეთის ისტორიაში მამიკონიანთა საგვარეულოს დიდი როლი აქვს შესრულებული, უდიდესი პატივით მოიხსენიებენ, ვარდან მამიკონიანი კი სომხეთის ეროვნული გმირია, მისი ასული შუშანიკი, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ წმიდანად ითვლება. დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა ეს გვარი სრულიად გასომხდა, მაგრამ მათი ფესვები და წარმოშობა სომხური არაა.
მამიკონიანები წარმოშობით ლაზები არიან, ლაზეთის პროვინცია ჭანეთიდან რომელიც სომხეთს ესაზღვრებოდა.
ამას ადასტურებს თვითონ სომხური წყაროები. მამიკონიანებს სომხური ანალები ადგილობრივ მთავრებად არ განიხილავენ და მოსულებად მიიჩნევენ — კერძოდ ჭანეთიდან, ლაზთა მეფის საფლობელოდან.
მე -5 საუკუნოს სომეხი ისტორიკოსის, ფაუსტოს ბიზანდუცის ცნობით, მამიკონიანებს, რომლებიც ჭანეთის ოლქს მმართავდნენ შინაური კონფლიქტი მოსვლიათ ლაზთა მეფის სამეფო კარზე, რის გამო დაუტოვებიათ მშობლიური ჭანეთი და სომხეთში წამოსულან ემიგრაციაში.
იგივე ისტორიკოსის გადმოცემით, მანუელ მამიკონიანი სომეხთა მეფე ვარაზდატს (374 წ) ასე მიმართავს:
“ჩვენ არასდროს ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამედ ვიყავით თქვენი თანასწორნი, მაგრამ ძმათა შორის მოხდა დიდი სისხლისღვრა. ამის გამო ჩვენ დავტოვეთ სამშობლო და მოვედით თქვენს ქვეყანაში და დიდი პატივისცემით და მოწიწებით გთხოვთ დახმარებას.”
ჭანეთი ისტორიული ლაზეთის ნაწილია და ახლა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. სომხეთში ჩამოსულებს მათ დიდ წარმატებისთვის მიუღწევიათ რის გამოც, მათ მე -5 საუკუნის დასაწყისიდან სომხეთის სამეფოს ჯარის მხედარმთავრობა ჰქონდათ მინიჭებული, თვითონ სომხეთში ამ თანამდებობას-სპასპეტს უწოდებდნენ.
მამიკონიანთა საგვარეულო აგრეთვე სომხეთში ითვლება ქრისტიანობის დაცვის ერთ-ერთ მთავარ ძალად მაზდეანური ირანის მოძალების დროს. მაგ შუშანიკის ბაბუად და ვარდან მამიკონიანის მამად მოხსენიებულია ამაზასპ მამიკონიანი.
როგორც მემატიანე გადმოგვცემს:
“კაცი ჭკვიანი, ეკლესიების მშენებელი, ქვრივთა და უპოვართა შემწე სომხეთსა და იბერიაში”.
სწორედ ეს ამაზასპი და მისი შვილი ვარდან მამიკონიანი მიიწვია სპარსთა მეფე იეზდიგერ II-მ და მაზდეანობის მიღება უბრძანა. თავიდან მათ კატეგორიული უარი უთქვამთ, მაგრამ მერე მიმხდარან რომ ორივე უაზროდ დაიღუპებოდა და გადაეწყვიტათ თავი დაეხსნათ და დიდი აჯანყება მოეწყოთ.
ამის შემდგომ ურთიერთმოლაპარკების შედეგად, მათ ფორმალურად უარყვეს ქრისტიანობა და ზოროასტრიზმი მიიღეს, რათა თავი დაეხსნათ ტყვეობიდან. მაგრამ ცბიერმა შაჰმა არშუშა მძევლად დაიტოვა, ხოლო ვარდანი მხლებლებთან ერთად უკან დააბრუნა და თან მოგვები გააყოლა.
სპარსეთიდან დაბრუნებული ვარდანი, გეგმისამებრ სათავეში ჩაუდგა ირანის წინააღმდეგ დიდ აჯანყებას, რომელსაც სახალხო ხასიათი ჰქონდა (450-451). 451 წლის 21 მაისს ავარაირის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც აჯანყებულები დამარცხდნენ, ხოლო ვარდან მამიკონიანი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ირანში მარტვილად აღესრულა ამაზასპი. მაგრამ ამ გმირობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ირანმა ამის შემდეგ ხელი აიღო სომხეთის გამაზმადიანებაზე და სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა.
P.S მამის დარად სარწმუნოებისთვის ეწამა შუშანიკიც, რომელიც ქართულმა ეკლესიამ შერაცხა წმინდანად. გადმოცემის თანახმად წმინდა მარტვილი შუშანიკ მეტეხის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს! მისმა მოღვაწეობამ კი მაშინდელ იბერიაში ქრისტიანობის გავრცელებასა და შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა.
ასე იქცა ლაზეთიდან ჩამოსული გვარი სომხეთში და იბერიაში ქრისტიანობისთვის ბრძოლის ერთ-ერთ სიმბოლოდ!
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua