რას ეძებ?

ისტორია პოლიტიკა საინტერესო

მოჰამედ რეზა ფეხლევი / რეფორმები ირანში და ისლამური რევოლუცია

მოჰამედ რეზა ფეხლევი / რეფორმები ირანში და ისლამური რევოლუცია

1941 წლის შემოდგომაზე დიდმა ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა მოახდინეს ირანის ოკუპაცია. მათ ტახტიდან ჩამოაგდეს პროგერმანული ხედვით ცნობილი რეზა ფეხლევი და ტახტზე მოკავშირეთა აქტიური მხარდამჭერი, მისი შვილი მოჰამედ რეზა ფეხლევი აიყვანეს.

ახალგაზრდა შაჰი რეფორმებზე ოცნებობდა და ძლიერი ირანის აღორძინებაზე. მაგრამ ეს არც ისე მარტივი იყო, ქვეყანას კი სუვერენიტეტი ჰქონდა დაკარგული. ასეთი რეალობა და ირანის ოკუპაცია 1946 წლამდე გაგრძელდა.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ირანში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწე — მოჰამედ მოსადეყმა, რომელსაც საბჭოთა კავშირი უმაგრებდა ზურგს. მან აიძულა ახალგაზრდა შაჰი იგი მთავრობის მეთაურად დაენიშნათ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი პირველი და უმთავრესი ღონისძიება ეკონომიკურ სფეროში გამოიხატა. მან მოახდინა ინგლის-ირანის ერთობლივი სანავთობო კომპანიის ნაციონალიზაცია 1951 წელს. ამას შემდგომ ბრიტანელი სპეციალისტების ქვეყნიდან გაძევება და სანავთობო მრეწველობაზე სრული კონტროლის დამყარება მოჰყვა.

კომპანიის ნაციონალიზაცია დიდ ბრიტანეთმა აღიქვა როგორც საშიში პრეცედენტი მთელი შუა და ახლო აღმოსავლეთისათვის და ირანის ნავთობს მოუწყო საერთაშორისო ბოიკოტი. ამან ირანის ეკონომიკა კოლაფსის წინაშე დააყენა. მაგრამ ირანმა საბჭოთა კავშირის დახმარება მიიღო რამაც საოცრად გააძლიერა კომუნისტური პარტია “თუდე”.

შაჰს არაფრით არ უნდოდა გამოკვეთილი მხარე აღმოჩენილიყო ცივ ომში, ანდა ძალაუფლება კომუნისტებს ჩაეგდოთ ხელში. მან მთავრობას რადიკალური ანტიდასავლური ქმედებების შეწყვეტა მოსთხოვა.

ამის გამო 1953 წ. აგვისტოში შაჰსა და მოსადეყს შორის დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია – შაჰი და დედოფალი სორაია იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ სამშობლო.

მოჰამედ რეზა ფეხლევი - ირანის შაჰი

19 აგვისტოს კი ირანის არმიამ, რომელიც ერთგული დარჩა მონარქისადმი, მოაწყო სამხედრო გადატრიალება, დაამხო მოსადეყის მთავრობა, თვით მოსადეყი შეიპყრეს და გაასამართლეს. შაჰინშაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი ტრიუმფით დაბრუნდა თეირანში.

ამის შემდეგ მან გადაწყვიტა რომ ახალი სტრატეგიული მოკავშირე მოეძებნა. მან ამაზე უარი უთხრა როგორც დიდ ბრიტანეთს ისე საბჭოთა კავშირს. ის შეხვდა ამერიკის პრეზიდენტ დუაიტ ეიზეჰაუერს და მას სთხოვა დახმარება. აშშ-ც ეგრევე დათანხმდა, რადგან ვაშინგტონში სწორად ჩათვალეს რომ, ეს მათთვის ბრწყინვალე შანსი იყო სპარსეთის ყურის რეგიონში შემოსასვლელად.

ირანმა აშშ-გან მიიღო დიდი სამხედრო და ეკონომიკური დახმარება. ამის შემდეგ მოჰამედ რეზა ფეჰლევი შეუდგა თავისი ოცნების ასრულებას და დაიწყო მზადება დიდი რეფორმებისათვის.

1963 წლის იანვარში შაჰმა გამოაქვეყნა ფართომასშტაბიანი რეფორმების 6-პუნქტიანი გეგმა, რომლის თანახმადაც შაჰის მთავრობა იწყებდა რადიკალური რეფორმების გატარებას შემდეგი მიმართულებით:

1. აგრარული რეფორმა და ფეოდალიზმის ლიკვიდაცია (30 წლის ვადაში);

2. ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია (ტყე, წყალი და სხვა);

3. ქალების ემანსიპაცია. შაჰმა გამოაცხადა: “ქალები მონები არ არიან როგორც ეს ბევრ ფუნდამენტალისტს წარმოუდგენია ირანში. ისინი ჩვენი დედები, შვილები და დები არიან და მათ ექნებათ ისეთივე უფლებები როგორც ჩვენ. მათ ოფიციალურად ენიჭებათ ხმის უფლება, განათლების მიღების უფლება, სახელმწიფო თანამდებობების დაკავების უფლება, საოჯახო დავებში მამაკაცებთან გათანაბრება და ა.შ.

4. განათლების სისტემის რეფორმირება. საერო განათლების შემოღება. სკოლები თავისუფლდებოდა რადიკალური ისლამური იდეოლოოგისგან. სკოლაში, უმაღლეს სასწავლებლებში და საერთოდ ქვეყანაში აიკრძალა ჰიჯაბი და ნიქაბის ტარება.

მოჰამედ რეზა ფეხლევი / რეფორმები ირანში და ისლამური რევოლუცია

აგრარულმა რეფორმამ დიდი დარტყმა მიაყენა მემამულეებს და შიიტურ სამღვდელოებას, როგორც უმსხვილეს მიწისმფლობელებს. შაჰის რეფორმებში უმაღლესმა სამღვდელოებამ დაინახა საფრთხე, რომელიც მიმართული იყო ირანულ საზოგადოებაში მათი პოზიციების შესასუსტებლად. ხელისუფლებისადმი რადიკალურად განწყობილმა სამღვდელოებამ მოლა რუჰოლა ხომეინის მეთაურობით მოუწოდა ირანელებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ შაჰის რეფორმებისადმი.

დაძაბულობა ხელისუფლებასა და რადიკალურ სამღვდელოებას შორის პიკს მიაღწია 1963 წ. 5 ივნისს, როდესაც შაჰის განკარგულებით საჰაერო-სადესანტო სპეცრაზმელებმა დააპატიმრეს მოლა ხომეინი. ამას მოჰყვა მისი მომხრეების აჯანყება. არმიამ, შაჰის გვარიამ („უკვდავები“) და საიდუმლო პოლიციის „სავაქი“-ს აგენტებმა სისხლში ჩაახშვეს მონარქიის წინააღმდეგ მიმართული ოპოზიციის გამოსვლა. ხომეინი 1965 წ. ნოემბრამდე იმყოფებოდა ციხე “ყარს”-ში (რამოდენიმე თვით ის გაანთავისუფლეს, თუმცა კვლავ დააპატიმრეს ანტიმონარქისტული მოწოდებებისათვის). 1965 წ. 12 ნოემბერს ხომეინი გადაასახლეს თურქეთში (ქ. ბურსა).

ჯამში ამ რეფორმებმა ირანში საწყისა ეტაპზე გამოიწვია ეკონომიკური და განათლების ბუმი. ქვეყანა ძალიან დიდი მაშტაბებით განვითარდა და წინ მიდიოდა.

მონარქიული რეჟიმის გასამყარებლად შაჰმა 1957 წ. შექმნა საიდუმლო პოლიტიკური პოლიცია – „სავაქი“ (დაზვერვის ეროვნული სამსახური და უშიშროების ორგანიზაცია). სპეცსამსახურების ჩამოყალიბებაში ირანს აქტიურად ეხმარებოდნენ ამერიკის «CIA» (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) და ისრაელის «მოსადი» (დაზვერვისა და სპეციალური დანიშნულების ინსტიტუტი).

შიდაპოლიტიკური დანიშნულებასთან ერთად „სავაქ“-ს გააჩნდა საგარეო-პოლიტიკური მიმართულება. სტრუქტურულად „სავაქი“ შედგებოდა 9 დეპარტამენტისაგან. მე-2 დეპარტამენტის ფუნქციებში შედიოდა – საგარეო დაზვერვა, კომუნიზმის გავრცელების საფრთხე რეგიონში, ავღანეთი, ერაყი, იემენი; მე-3 დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი; მე-8 დეპარტამენტი – კონტრდაზვერვა აკონტროლებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას ირანში.

60-70-იანი წწ. არის ის პერიოდი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში თავი იჩინა ისლამურმა ფუნდამენტალიზმა. 1963 წ. ივნისის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ირანის პოლიტიკურ არენაზე გამოჩდნენ რადიკალური მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «მოჯაჰედინ-ე ხალკი» (დაარსდა 1965 წ.) და «ფედაინ-ე ისლამი» (დაარსდა 1963 წ., ისლამური რევოლუციის პერიოდში განიცადა რამოდენიმე განხეთქილება). მიზნათ დასახული ჰქონდათ — შაჰის რეჟიმის დამხობა შეიარაღებული გადატრიალების მეშვეობით. თავიანთი მიზნის მისაღწევათ მიმართავდნენ ტერორისტულ მეთოდებს. გენერალ-ლეიტენანტი იონ მოჰაი პაჩეპა (ნიკოლაე ჩაუშესკუს პოლიტიკური პოლიციის «სეკურიტატე-ს» ყოფილი დირექტორი) თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირი მფარველობდა შაჰის შეიარაღებულ ოპოზიციას, რათა დაეძაბა ირანში შიდაპოლიტიკური სიტუაცია.

1960-1970-იან წწ. „სავაქ“-მა ფაქტიურად გაანადგურა მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები. მათი აღორძინება დაიწყო ირანში რევოლუციური პროცესების დაწყებასთან ერთად (1978 წ. დასაწყისი).

1970-იან წლების შუა ხანებიდან ირანში დიდი ინფლაცია დაიწყო, რასაც მოჰყვა ეკონომიკური ზრდის მკვეთრი შეჩერება და ფასების ზრდა. ამან შიდაპოლიტიკური ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ამას ისიც დაემატა რომ მოხდა ქვეყნის ეკონომიკის პარალიზება, სახელმწიფო აპარატის მიერ მიღებული არაეფექტური ზომებით, დაწყებული კრიზისის დასაძლევად. რამაც კიდევ უფრო გაამწვავა სოციალური პროტესტი. შიიტურმა სამღვდელოებამ სათავისოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება და მოუწოდა ირანელებს გამოსულიყვნენ შაჰის “ტირანიის” წინააღმდეგ.

პროტესტის ზრდასტან ერთად შაჰმა სცადა გამოესწორებინა ადრე დაშვებული შეცდომები და ამ მიმართულებით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები — შეამცირა მილიარდიანი პროექტების განხორციელება, დაავალა «შაჰის ინსპექციას» აღეკვეთა ბაზრობებზე სპეკულაციის ყველა ფაქტი, შეამცირა პრესის და ტელევიზიის ცენზურა, ნება დართო ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს გამოსულიყვნენ იატაკქვეშიდან და მიეღოთ მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში.

ზემოთაღნიშნული შაჰის ღონისძიებები რადიკალურმა ოპოზიციამ პირიქით აღიქვა, როგორც მონარქიის სისუსტე და კიდევ უფრო მეტი გაძლიერებული ენთუზიაზმით მოუწოდებდნენ რელიგიურ ეიფორიაში მყოფ მასებს გაეგრძელებინათ ბრძოლა ფეჰლევის დინასტიის დამხობამდე.

1979 წლის სიტუაცია საოცრად გამწვავდა. ძალაუფლების შესანარჩუნებლად რადიკალური ზომების მიღება იყო საჭირო, მაგრამ შაჰმა ეს ვერ განახორციელა. მან თქვა: “დიქტატორს შეუძლია შეინარჩუნოს ძალაუფლება თავისი ხალხის დახოცვით – მონარქს კი არა”. შაჰს უბრალოდ არ ეყო ნებისყოფა გამოეყენებინა ძალა თავისი ხალხის მიმართ.

1979 წლის 16 იანვარს შაჰმა და დედოფალმა დატოვეს ირანის ფარგლები და გაემგზავრნენ ეგვიპტეში. ჯერ კიდევ 6 იანვარს შაჰმა დანიშნა ახალი მთავრობა შაპურ ბახთიარის მეთაურობით და დაავალა ირანის გენერალიტეტს ეთანამშრომლათ მასთან. გენერლების კატეგორიულ მოთხოვნაზე სისხლში ჩაეხშოთ რევოლუცია მან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ კატეგორიული უარი განაცხადა.

1979 წლის 9 თებერვალს კი თეირანში დაიწყო შეიარაღებული ამბოხება, რომელსაც სათავეში ედგნენ მემარცხენე ისლამისტური ორგანიზაციები «ფედაინ-ე ისლამი» და «მოჯაჰედინ-ე ხალკი». ოპოზიციის მომხრეები სამი დღე ებრძოდნენ მონარქისადმი ერთგულ არმიის ქვედანაყოფებს, „უკვდავები“-ს შაჰის გვარდიას და „სავაქი“-ს აგენტებს.

1979 წ. 12 თებერვალს გენერალური შტაბის უფროსის აბას ყარაბაღის განკარგულებით ირანის შეიარარებული ძალების 27 უმაღლესი გენერალი შეიკრიბნენ არმიის შტაბში. სხდომას ესწრებოდა ასევე „სავაქი“-ს მე-4 დირექტორი გენერალ-ლეიტენანტი ნასერ მოყადამი. 2-საათიანი კამათის შემდეგ, სამხედროებმა მიიღეეს გადაწყვეტილება აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე გამოეცხადებინათ არმიის ნეიტრალიტეტი, რათა თავიდან აეცილებინათ კატასტროფული სამოქალაქო დაპირისპირება. ფაქტიურად ეს ნიშნავდა მონარქიის და შაპურ ბახთიარის მთავრობის კაპიტულაციას.

სპარსული მონარქია, რომლის 2500-წლიანი სახელმწიფოებრიობა შაჰმა გრანდიოზულად აღნიშნა 1971 წ. პერსეპოლისში – დაემხო.

ირანის სათავეში მოვიდა აიათოლა რუჰოლა მუსავი ხომეინი. საერო მონარქიიდან ირანი იქცა თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად. ირანი პროგრესის და განვითარების გზიდან აბსოლუტური სიბნელის და უკუსვლის გზას დაადგა!

მას შემდეგ რაც 1979 წლის 13 თებერვალს შაჰის მმართველობა საბოლოოდ დაემხო, ირანში რადიკალი ფუნდამენტალისტები მოვიდნენ სათავეში. 1979 წლის 1 აპრილს კი ჩატარდა რეფერენფუმი, რომლის მიხედვით ირანი გამოცხადა თეოკრატიულ, ისლამურ რესპუბლიკად.

ამის შემდეგ დაიწყო მარა რა დაიწყო. ბევრი ირანელი წუხდა შაჰის დროს სრულყოფილი სიტყვის თავისუფლება და დემოკრატია არ გვქონდა. მაგრამ სწორედ ახლა მიხვდა ბევრი თუ რამდენად დიდებული ეპოქა იყო ირანისთვის, მოჰამედ რეზა ფეხლევის ეპოქა.

1979 წლის დეკემბერში ირანში მიიღეს კონსტიტუცია, სადაც აბსოლუტური ძალაუფლება აღმოჩნდა რუჰოილა ჰომეინის ხელში.

ირანში იქმნებოდა მეჯლისი ახალი ირანული პარლამენტი, შემოღებულ იქნა პრეზიდენტის თანამდებობდა, მაგრამ თუ უმაღლესი სულიერი ლიდერი ჩათვლიდა საჭიროდ, ნებისმიერ დროს შეეძლო მათი დათხოვნა და გადაყენება. მის ბრძანება წმიდად გამოცხადდა, მის წინააღმდეგ წასვლა სახელმწიფო ღალატად. ჰომეინის ხელში ისეთი ძალაუფლება აღმოჩნდა რომელიც აბსოლუტიზმის ეპოქაში რომ ჰქონდათ მონარქებს.

1980 წლიდან კი დაიწყო მასობრივი ტერორი. წლის დასაწყისში დახურეს ყველა ტელევიზია და გაზეთი, სანამ არ შეიქმნება ახალი ისლამური მედია. ნებისმიერი დემონსტრაციები გარდა სამთავრობოსი აიკრძალა. 1980 წლის 5 ივნისს დახურეს ყველა უნივერსიტეტი და სკოლა. ჰომეინიმ გამოაცხადა: “სანამ ისინი მთლიანად არ გადავლენ შარიათის კანონებზე მათი გახსნა არ მოხდებაო. ” ძალისმიერად დაითხოვეს ყველა პროფესორი და მასწავლებელი ვინც შეეწინააღმდეგა ამ მოვლენას. ათასობით ადამიანი დაიჭირეს და ათასობით დახვრიტეს. მასობრივი დახვრეტების სერიამ გადაიარა მედიის თავზეც.

ქვეყნიდან გააძევეს ყველა უცხოელი სპეციალისტი ვინც მუშაობდა ირანში. ერთადერთი სარაკეტო სფერის არ შეეხნენ. ჰომეინიმ განაცხადა: ” ირანს ბევრი რაკეტები სჭირდება რათა საჭიროების შემთხვევაში ურწმუნოთა თავზე დაიწყოს მათი მასობრივი ცვენაო”.

აიკრძალა რადიო, უცხოური ფილმების ჩვენება, კინოთეატრები, მუსიკის მოსმენა გარდა რელიგიურისა. დაიხურა ყველა გასართობი გადაცემა. ქვეყანაში აიკრძალა დიდი სახალხო კონცერტები.

1981 წლის მეორე ნახევრიდან გახნეს სკოლები, რომლებშიც სწავლება მთლიანად შარიათის კანონის მიხედვით მიდიოდა. უფროს კლასებში სავალდებულო გახდა ყურანის და ფიქხის (ისლამური სამართლის) დაზეპირება.

ამის შემდეგ გახსნეს უმაღლესი სასწავლებლები, მაგრამ მისი ძირითადი ბირთვი რადიკალური ისლამური სასულიერო პირებისგან დაკომპლექტდა. სწავლება კი მთლიანად ისლამური სამართლის მიხედვით წარიმართა. შემოღებულ იქნა ჰომეინის კულტი. სავალდებულო გახდა მისი ციტატების და ნაშრომების ზეპირად ცოდნა და შემდგომ გამოცდების ჩაბარება.

აიკრძალა უცხოური ლიტერატურის კითხვა და სწავლება. მაგ ისეთი ცნობილი მწერლები როგორიც იყვნენ დიუმა, დოსტოევსკი , კონან დოილი აკრძალულ იქნა. დაიწყო მათი წიგნების დაწვა და განადგურება.

არ დაინდეს არც ირანელი პოეტები და მწერლები ვინც საერო თემებზე წერდა. მაგ ლეგენდარული ირანელი პოეტი ფირდოუსი, რომელიც ისლამდელ ირანზე წერდა კანონგარეშედ გამოცხადდა. აიკრძალა მისი ხსენებაც კი. მისი ნაშრომების გავრცელებაზე კი ციხე იყო.

შეიქმნა სპეციალური არმია- “ისლამური რევოლუციის გუშაგთა დაცვის კორპუსი” რომელმაც მასობრივი ტერორი გააჩაღა ქვეყანაში და სისხლის მდინარეებით აავსო იქაურობა. ირანის ციხეებში მათი თაოსნობით საშინელები ხდებოდა.

ცალკე საშინელ წნეხში მოაქციეს ქალები. სავალდებულო გახდა ჩადრის ან ხიჯაბის ტარება. ბიჭებს და გოგოებს აეკრძალათ ერთად სწავლება, თავისუფალი პაემნები. ქალებს აეკრძალათ სახელმწიფო თანამდებობების დაკავება. შემოიღეს უმკაცრესი შეზღუდვები ქალების განათლების მიმართულებითაც. მათ მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის პროფესიების შესწავლა შეეძლოთ. მათ სრულიად მოესპოთ შესაძლებლობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის. როგორც ჰომეინიმ ერთ-ერთი გამოსვლაში თქვა: “ქალი მხოლოდ იმისთვის გაჩნდა ამ ქვეყნად რომ გააჩინოს ისლამის მეომრები:”

ესეც არ აკმარეს და 1982 წლიდან კატეგორიულად აიკრძალა ქალის მოთხოვნით გაყრა, ისევ შემოვიდა ქვით ჩაქოლვის პრაქტიკა, შემოღებულ და დაკანონებულ იქნა მრავალცოლიანობა. ამ ყველაფერს ირანში ქალების და მათი შვილების მასობრივი გამოსვლები და პროტესტის მოყვა, რომელიც ჰომეინის ბრძანებით სისხლში ჩაახრჩვეს. დაღუპულთა რიცხვმა ათიათასობით მიაღწია. დახვრიტეს ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ფაროხრუ ფარსა.

მასობრივი რეპრესიები შეეხო აგრეთვე არმიას. დახვრიტეს ათასობით ოფიცერი, 250 გენერალი და ათასობით საჯარო მოხელე. ირანში მოქმედი მრავალპარტიული სისტემა განადგურდა. ნაწილი აქტივისა და ლიდერებისა ციხეში ჩასვეს, ნაწილი ჩამოახრჩვეს.

ამ საშინელი, ტოტალური რეპრესიების მეშვეობით 1984 წლის 1 იანვრისთვის ირანში საბოლოოდ გაიმარჯვა რადიკალურმა, ფუნდამენტალისტურმა ისლამურმა რევოლუციამ. ირანში მასობრივმა შიშმა და სიბნელემ დაისადგურა.

P.S მოსადის და გაეროს მონაცემებით 1980- 1983 წლებში მიმდინარე ტერორის დროს ირანში მოკლულ და დასახიჩრებულ იქნა 150 ათასზე მეტი ადამიანი!

წყარო: Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა