ანტუან-ოგიუსტენ პარმენტიე – მარკეტინგის ნამდვილი პიონერი
18-ე საუკუნის საფრანგეთში ყოველდღიური შიში და ჭორები ვრცელდებოდა ერთი შეხედვით უმანკო ტუბერის – კარტოფილის გარშემო.
ზოგი ამტკიცებდა, რომ ის კეთრს იწვევდა, სხვები, რომ შხამიანი იყო ან მხოლოდ პირუტყვისთვის იყო განკუთვნილი. ათწლეულების განმავლობაში, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოსავალს ხალხი უნდობლად უყურებდა და ხელს და პირს არ აკარებდა.
და სწორედ მაშინ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც შეეძლო მთელი ერის აზრი თავდაყირა დაეყენებინა:
ანტუან-ოგიუსტენ პარმენტიე – ფარმაცევტი, აგრონომი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მარკეტინგის ნამდვილი პიონერი.
პარმენტიე პრუსიაში ტყვეობაში აღმოჩნდა, სადაც ხანგრძლივი შიმშილისგან გადარჩენა სწორედ კარტოფილს უნდა ემადლიერებინა. აქედან დაიწყო მისი რწმენა, რომ ეს თავმდაბალი ტუბერი შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლაში საფრანგეთის საიდუმლო იარაღი შეიძლებოდა გამხდარიყო.
მაგრამ საზოგადოება არც გონივრულ არგუმენტებს უსმენდა და არც მეცნიერულ დასაბუთებას.
პარმენტიეს ჭირდებოდა უფრო თამამი, შეუფერებელი და გაბედული ნაბიჯი.
მან პარიზის მახლობლად დიდი კარტოფილის მინდორი გააშენა და დღისით მის გარშემო სამეფო მცველები ჩადგა.
ჰაერში ერთი მესიჯი ტრიალებდა:
„ეს რაღაც განსაკუთრებულია, იშვიათია… და ჩვენ ამას ვიცავთ.“
ღამე კი საპირისპირო ბრძანება გაიცა – თვალის დახუჭვა.
და ბუნებამ თავისი ქნა:
პარიზელებმა მინდორი „გადათელეს“.
რაც უფრო მეტ კარტოფილს იპარავდნენ, მით უფრო სწრაფად იზრდებოდა მისი ყურადღება, პოპულარობა და სტატუსი.
პარმენტიე არ გაჩერებულა. მან კარტოფილის თემატიკის მაღალი კლასის ვახშმები მოაწყო და სტუმრებად ისეთი გავლენიანი ფიგურები მოიწვია, როგორიც ბენჯამინ ფრანკლინი იყო.
კარტოფილი ელიტარულ მაგიდებზე მოხვდა და იქიდან ხალხში გადაინაცვლა.
პარმენტიე განსაკუთრებით ოსტატურად თამაშობდა სიმბოლოებით:
მარი ანტუანეტას კარტოფილის ყვავილებით მორთულს თმებში ხედავდნენ,
თავად მეფე კარტოფილის ყვავილს ქუდზე იკეთებდა,
სამეფო ოჯახი კარტოფილს მოდის ობიექტად აქცევდა.
და აქედან იწყებოდა უკვე უკუპროცესი:
რაც სამეფოს იზიდავს, ის ხალხსაც ხიბლავს.
18-ე საუკუნის ბოლოსთვის, პარმენტიემ შეძლო ის, რაც თავიდან წარმოუდგენელი ჩანდა:
ფრანგებმა კარტოფილი არა მხოლოდ მიიღეს, არამედ თავიანთ კულინარიულ კულტურაში ღრმად დაამკვიდრეს.
დღეს ის საფრანგეთის კვების მაგიდების განუყოფელი ნაწილია:ჩვეულებრივი პიურედან და ფრის ჩათვლით.
რატომ მიყვარს ეს ამბავი?
პარმენტიეს ისტორია მხოლოდ ბოსტნეულზე არ არის.
ეს არის ამბავი შემოქმედებითი აზროვნების, სტრატეგიული კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის ჭკვიანური გამოყენებისა და ცოტაოდენი თეატრალური ნიჭის ძალაზე.
ზუსტად ამის წყალობით, ერთმა ადამიანმა მოახერხა მთელი ერის დამოკიდებულების შეცვლა.

