რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

ბალდუინ IV, იერუსალიმის “კეთროვანი მეფე”

ბალდუინ IV, იერუსალიმის კეთროვანი მეფე

ბალდუინ IV, იგივე “კეთროვანი მეფე” იერუსალიმის სამეფოს მმართველი იყო 1174-1185 წლებში. მეფე ბავშვობიდან კეთრით იტანჯებოდა (ნელ-ნელა მისი სხეული ლპებოდა) და ის მანამ გარდაიცვალა, სანამ 24 წელი შეუსრულდებოდა, მისი სიკვდილიდან ორ წელში კი იერუსალიმიც დაეცა.

პრინცის მასწავლებელი იყო უილიამი, ის პრინცზე წერდა : “ლამაზი ბავშვი იყო, უნარიანი… სწრაფად სწავლობდა ყველაფერს, ისტორია აინტერესებდა… ყოველთვის ახსოვდა სიკეთე და მასთან ერთად ბოროტებაც.” სწორედ უილიამმა შენიშნა ექვის წლის პრინცში პირველად კეთრის ნიშნები, მან აღმოაჩინა, რომ პრინცს მარჯვენა ხელში მგრძნობელობა დაკარგული ქონდა.

კეთროვანებს იმ დროს საშინლად ექცეოდნენ, საზოგადოებისგან რიყავდნენ და სპეციალური კოლონიები იყო შექმნილი მათთვის… მაგრამ რათქმაუნდა მეფის ვაჟის განდევნას ვერავინ გაბედავდა.

ბალდუინი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ამიტომ ხმლის ხმარება მარცხენა ხელით ისწავლა, ხოლო ცხენს მხოლოდ ფეხებით მართავდა, ამის მიუხედავად პირველი კლასის მხედარი გახდა. საუკეთესო ეწქიმები ყავდა, მთელი მსოფლიოდან ჩამოქონდათ მისთვის წამლები, მაგრამ არაფერი შველიდა, ბალდუინს კი უკვე გაანალიზებული ქონდა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა.

მამამისის გარდაცვალების მერე ტახტი ბალდუინმა დაიკავა და ის შესანიშნავი მმართველი გახდა, მას უნდა მიეხედა ადგილობრივი და უცხოელი ბაირონებისთვის, რაინდთა ორდერებისთვის, ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, პაპი ალექსანდრე მესამისთვის და ამავდროულად, რაც მთავარია ოსმალებისთვის.

მმართველობის დასაწყისში ბალდუინმა ზავი დაარღვია სალადინთან და ისტორიკოსები მას ამაში ადანაშაულებენ, თუმცა სიამრთლე რომ ვთქვათ, მან სალადინს უბრალოდ დაასწრო ზავის დარღევა, ის ამას მაინც გააკეთებდა. 16 წლის ასაკში მან დაამარცხა სალადინი და მისი ჯარი ორჯერ ნაკლები არმიით, სალადინის ჯარმა და თავად სალადინმა თავს გაქცევით უშველეს.

დაავადება უფრო და უფრო ასუსტებდა, მაგრამ მაინც უკანასკნელ წამამდე იბრძოდა. ბევრჯერ აღმოჩნდა სიკვდილის წინ და ბევრჯერ მოუწიათ მის ქვეშევრდომებს მისი ბრძოლის ველიდან გაყვანა, როცა ხმალს ხელში ვეღარ იჭერდა, ხმალი ხელზე მიიბდა, როცა უკვე ცხენზეც ვეღარ ჯდებოდა, ბრძანა საკაცე მიეტანათ და ასე გაეყვანათ ჯარის წინ. სიკვდილის წინ, ბოლო რაც გააკეთა ისევ იერუსალიმზე ზეუნვა იყო, მან ბოლო საათებშიც კი სამეფო კრება მოიწვია. ალბათ, რომ ეცოცხლა, იერუსალიმი არ დაეცემოდა.

ბალდუინმა მთელი მისი ხანმოკლე და შეგნებული ცხოვრება იერუსალიმს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა თუ რამდენად იტანჯებოდა, მიუხედავად იმისა რომ მისი სხეული ნელ-ნელა ლპებოდა… ის უკანასკნელ წამამდე იცავდა იერუსალიმს, ბოლო წამამდე იერუსალიმის სიყვარული აძლებინებდა, ამ საშინელ ყოფაში.

ბალდუინს სიკვდილის წინ აღსარება არ ჩაუბარებია, ანდა. რა უნდა ეღიარებინა, მთელი მისი ცხოვრება ჯოჯოხეთი იყო, არ ქონდა უფლება სისუსტე გამოეჩინა, მაშინ როცა ცოცხალიც კი მკვდარი იყო, არ ქონდა უფლება ყოლოდა ოჯახი… მომავალიც კი არ ქონდა, რა უნდა ეღიარებინა ღვთის წინაშე?

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *