რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

იონ გესომუნი – ყველაზე ძლიერი კორეელი დიქტატორი

იონ გესომუნი - კორეელი დიქტატორი

იონ გესომუნი – ერთერთი ყველაზე ძლიერი კორეელი დიქტატორი. რისხვა ჩინელებისა და სხვა კორეული სამეფოების.

იონ გესომუნის ბავშვობის წლებზე ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ერთადერთი ის არის ცნობილი, რომ ჯერ ბაბუამისი, შემდეგ კი მამამისი იყო გოგურიოს პრემიერ-მინისტრი.

მას კონფლიქტები ჰქონდა გოგურიოს ოცდამეშვიდე მეფესთან, იონგიუსთან, რის გამოც მეფემ მისი მოკვლა გადაწყვიტა. იონ გესომუნმა მას მოქმედება დაასწრო, ჯერ 1000 მეფის მსახური (მინისტრებიანად) დახოცა, შემდეგ კი მეფე. ამის შემდეგ იონ გესომუნმა ტახტზე დასვა მეფე იონგიუს ძმისშვიილი, ბოჟანი, რომელიც მისი მარიონეტი იყო. მან ასევე თავისით აიღო წოდება, “დემანგიჯი”.

გოგურიოსა და ტანს შორის ომების სერია მოიცავს ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიის უძველესი ისტორიის ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს, მიგვიყვანს ტან-შილლას ალიანსამდე, ძლიერი გოგურეოს საბოლოო დაღუპვამდე და კორეის გაერთიანებამდე. ტანთან ურთიერთობები უფრო და უფრო მაშინ უარესდებოდა, როდესაც გოგურიო შილლას უტევდა. 645 წელს, ტანის იმპერატორმა ტაიზონმა დიდი არმია დაძრა. საზღვართან მდებარე ყველა პატარა ციხე აიღო, ბოლოს კი ანშის ციხესთან დამარცხდნენ, როდესაც გოგურიოელთა გენერალმა, იანგ მანჩუნმა, ტანის 1 მილიონიანი არმია დაამარაცხა.

ამ დიდი მარცხის, ცოტა საკვებისა და ზამთრის გამო ტანი უკან გაბრუნდა. 647 და 648 წელს კიდევ შეუტია ტაიზონმა გოგურიოს, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა. საბოლოოდ მისი ოცნება, გოგურიოს დაპყრობა აქ დასრულდა. იმპერატორი 649 წელს გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი, გაოზონი ავიდა. 661-662 წლებში მან გოგურიოს ასაღებად გენერალი ფან ხიოტაი გაგზავნა. იონ გესომუნმა ჩინელების მთლიანი ჯარი ამოხოცა, მეტიც, მოწინააღმდეგე გენერლის 13 ვაჟიც ზედ მიაყოლა.

ამდენი გაუთავებელი ომების გამო გოგურიოს ეკონომიკა ჩამოიგრა და მოსახლეობა საგრძნობლად ჩემცირდა. 666 წელს იონ გესომუნი, გარდაიცვალა, რომელიც გოგურიოს მთავარი საყრდენი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ, გოგურიოში ყველაფერი უფრო და უფრო უარესდებოდა. იონის სამ ვაჟას შორის ბრძოლა დაიწყო, თუ ვინ იქნებოდა დემანგიჯი. საბოლოოდ ტანმა და შილლამ გოგურიო ერთად აიღეს, 668 წელს.

ეს ყველაფერი არის ფაქტი იმისა, თუ რამდენად დიდი ფიგურა იყო იონ გესომუნი. ტანის ამბიციების გაქრობით მან დაამტკიცა, რომ აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო გოგურიო იყო.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა