რას ეძებ?

მეცნიერება სხვა ფილოსოფია

დეკარტი პლაგიატზე: კარტეზიანული განაზრებანი

დეკარტი (მერაბ მამარდაშვილი - კარტეზიანული განაზრებანი)

დეკარტს უცნაური დამოკიდებულება ჰქონდა სხვათა აზრების მიმართ, ან სხვათა აზრების უნებური პლაგიატის ან გამეორების შესაძლებლობებისადმი.

ცნობილია მისი წაჩხუბება ერთ გერმანელ მეცნიერთან (მართალია, შემდეგ ისინი შერიგდნენ), რომელიც ერთობ პატივმოყვარე ადამიანი იყო და უყვარდა კუთვნილებისა და საკუთრების ნიშნების დასმა აღმოჩენებსა და აზრებზე.

რამდენადაც ისინი ერთ ხანს თანამშრომლობდნენ, ბეკმანის (ასე მგონია) ამ მანიამ წაჩხუბება და განხეთქილება გამოიწვია, რომელიც დეკარტის წერილით არის აღნიშნული.

ის წერს: რა მანიაა, საკუთრების პრობლემის შემოტანა აზრთა სფეროში და ამასთან იმაზე მინიშნების მოთხოვნა, რომ მე რაღაც ვისწავლე თქვენგან, მე ხომ, ვარ რა თავისუფალი ადამიანი, ანუ ვაცნობიერებ რა საკუთარ თავს, როგორც თავისუფალს, „რომელსაც არაფერი დააკლდება“, „შემიძლია ჭიანჭველებსაც დავემოწაფო“ – ეს არ არის პრობლემა.

თუ აზრები თანხვდებოდა, დეკარტი ასე ამბობდა: პირველ რიგში, არანაირი მნიშვნელობა აქვს, პირველი ვარ მე, ვინც ეს აზრი გაიფიქრა, მეორე თუ უკანასკნელი – ოღონდ კი აზრი ჭეშმარიტი იყოს.

მეორე, დეკარტს მიაჩნდა, რომ მას ვერაფერს მოპარავ და მისგან ვერაფერს ისესხებ, იმიტომ, რომ, როგორც ის ამბობდა, მისი ყველა აზრი მჭიდროდ არის ერთმანეთს დაკავშირებული, ისე გამომდინარეობს ერთი მეორიდან, რომ მხოლოდ ერთად შეუძლიათ არსებობა – თუნდაც ერთი რომ აიღო, ყველა უნდა იცოდე, ანუ „იყო მე“.

© მერაბ მამარდაშვილი / კარტეზიანული განაზრებანი

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *