რას ეძებ?

მეცნიერება რელიგია ფილოსოფია

ჯიდუ კრიშნამურტი – პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

(ფილოსოფია) ჯიდუ კრიშნამურტი - პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ როგორიც ხართ თქვენს ურთიერთობაში სხვებთან – ცოლთან, შვილთან, უფროსთან, მეზობელთან – ისეთია საზოგადოებაც. თავისთავად, საზოგადოება არ არსებობს. საზოგადოება არის ის, რაც შევქმენით ურთიერთობით ჩვენ – თქვენ და მე.

საზოგადოება არის გარე პროექცია მთელი ჩვენი საკუთარი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის. ასე რომ, თუ თქვენ და მე საკუთარი თავის არ გვესმის, უბრალოდ გარეგანის გარდაქმნას, რომელიც შინაგანის პროექციას წარმოადგენს, არავითარი აზრი არ აქვს. არსებითი ცვლილებები ან მოდიფიკაცია საზოგადოებაში შეუძლებელია მანამ, სანამ მე საკუთარ თავს არ ჩავწვდები თქვენთან ურთიერთობაში.

როცა ჩახლართული ურთიერთობები მაქვს, მე ვქმნი საზოგადოებას, რომელიც არის ზუსტი ასლი, გარე გამოხატულება იმისა, რასაც წარმოვადგენ მე. აი აშკარა ფაქტი, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე საზოგადოებამ – ჩემმა გარე გამოხატულებამ – შემქმნა მე – თუ ეს მე შევქმენი სამყარო.

ამდენად, ხომ ნათელი ფაქტია, რომ ის, რაც ვარ მე ჩემს ურთიერთობებში სხვებთან, სწორედ ეს ქმნის საზოგადოებას და რომ საკუთარი თავის საფუძვლიანი გარდაქმნის გარეშე შეუძლებელია საზოგადოების ძირითადი ფუნქციების გარდაქმნა? როცა ჩვენ ვეძებთ სისტემას საზოგადოების გარდაქმნისათვის, ჩვენ უბრალოდ საკითხს გავურბივართ, რადგან სისტემას არ შეუძლია ადამიანის გარდაქმნა. როგორც ისტორია გვიჩვენებს, ყოველთვის ადამიანი გარდაქმნის სისტემას. მანამ, სანამ თქვენთან ურთიერთობაში საკუთარ თავს არ ჩავწვდები, მე ვრჩები ქაოსის, ტანჯვის, ნგრევის, შიშის, სისასტიკის მიზეზად.

საკუთარი თავის გაგება დროის საკითხი არ არის. მე შემიძლია ამავე წამს ჩავწვდე საკუთარ თავს. და თუ მე ვამბობ: „ხვალ ჩავწვდები საკუთარ თავს“, ქაოსსა და ტანჯვაში ვეშვები, ჩემი მოქმედება დესტრუქციულია. როგორც კი ვიტყვი „ჩავწვდები“, ამით დროის ელემენტი შემომაქვს და უკვე არეულობის და ნგრევის ტალღების ნებას მივენდობი. გაგება, წვდომა, არის ახლა და არა ხვალ.

ხვალ – ზარმაცი გონების საქმეა, ზოზინა გონების, ისეთი გონების, რომელიც არაფრით არ ინტერესდება. თუ რაიმეთი ინტერესდებით, თქვენ ინტერესდებით მაშინვე და მაშინვე ხდება წვდომა, მაშინვე ხდება ცვლილება. თუ თქვენ ახლავე არ შეიცვლებით, თქვენ არ შეიცვლებით არასდროს. ცვლილება, რომელიც ხვალ მოხდება, არის მხოლოდ მოდიფიკაცია და არა ცვლილება. ცვლილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ნელა. რევოლუცია ხდება დღეს და არა ხვალ.

როცა ასეთი რამ ხდება, თქვენ სრულიად თავისუფალი ხართ პრობლემებისაგან, რადგან მაშინ თქვენი „მე“ უკვე საკუთარ თავზე არ წუხს: დამანგრეველი ტალღა თქვენამდე უკვე ვეღარ მოაღწევს.

© ჯიდუ კრიშნამურტი / პირველი და უკანასკნელი თავისუფლება

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა