რას ეძებ?

ისტორია საინტერესო საქართველო

საქართველო-მონღოლეთის პირველი ომი 1220-1222, ლაშა-გიორგი სუბუდაის წინააღმდეგ

საქართველო-მონღოლეთის პირველი ომი 1220 -1222, ლაშა-გიორგი სუბუდაის წინააღმდეგ

მონღოლები საქართველოში მოიყვანა მონღოლეთ-ხორეზმის ომმა. ჩინგიზ ყაენმა საკუთარი ელჩების და ვაჭრების მუხანათურად მოკვლის და გაძარცვის შემდეგ 1219 წელს დაიწყო გრანდიოზული ომი ხორეზმის იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც ტრიუფალურად აწარმოა. ხორეზმშაჰი მუჰამადი გაიქცა თავის დედაქალაქ ურგენჩიდან. მას ჩინგისმა 4 დუმანი დაადევნა – 40 ათასი კაცი. ხორეზმშაჰი კასპიის ზღვისკენ გაიქცევა სადაც გარდაიცვლება კიდეც კუნძულ აბესკუნიზე.

ამის შემდეგ ჩინგიზი თავის ნოინებს სუბუდაის და ჯებეს უბრძანებს დაზვერვოს სხვა ქვეყნები რა არის ქალაქ ნიშაპურის იქით. სუბუდაი 1 დუმანს დააბრუნებს უკან, თვითონ კი 30 ათასიანი არმიით დაიძრება ირანის შუაგულში.

მაშინ საქართველო იმპერიის სტატუსით სარგებლობს. თბილისში ცნობილი იყო რაც დაემართა ხორეზმის იმპერიას, რადგან ქართული დაზვერვა აკვირდებოდა შუა აზიაში მიმდინარე მოვლენებს, რადგან ხორეზმი მაგ დროს აღიქმებოდა პოტენციური მოწინააღმდეგედ. საქართველო 1210 წლიდან აკონტროლებდა ადარბადაგანს, 1218 წლიდან კი ირანის ხორასნის ოლქს და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთს- ხორეზმი. პოტენციურად ორი იმპერია ერთმანეთს უნდა დაჯახებოდა ირანში ბატონობისთვის, მაგრამ მერე გამოჩნდა ჩინგიზი და ყველაფერი შეიცვალა.

აქვე უნდა აღინიშნოს რომ სამწუხაროდ მსტოვართა ინსტიტური უკვე ძველებურად ეფექტურად ვერ მუშაობდა, მათ კი იცოდნენ რა ხდებოდა, მაგრამ მცდარი ინფორმაცია მიაწოდეს ლაშა-გიორგის რომ, მონღოლები ქრისტიანები არიან და არაფერია დიდად სანერვიულო, მერე სუბუდაის ლაშქარიც გაქრა მათი თვალთახედვის არეალიდან.

1220 წლის გვიან შემოდგომაზე მონღოლები თავრიზთან გამოჩდნენ, გამაგრებულ ქალაქს არ შეუტიეს და წინსვლა განაგრძეს. როცა თბილისში ამის შესახებ ცნობები მოვიდა, ლაშა გიორგის ბრძანებით ვარამ გაგელი 20 ათასიანი მონაპირე ჯარით წინ აღუდგა მონღოლებს მდინარე არაქსთან, მაგრამ სასტიკად დამარცხდა და ძლივს გადარჩა. როცა ამის შესახებ გახდა ცნობილი, ლაშა-გიორგიმ გადაწყვიტა რეგულარული არმია დაეძრა მონღოლების წინააღმდეგ და ბოლო მოეღო მტრისთვის.

სუბუდაი და მისი ლაშქარი კი ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა შირვანში. გზაში მან ადგილობრივებისგან შეკრიბა 15 ათასი მეომარი, დაპირდა რა დიდ ნადავლს. საბოლოოდ მხარები ერთმანეთს ხუნანის ველზე შეხვდნენ თებერვლის დასაწყისში.

ლაშა გიორგის არმია 60 ათას ადამიანს ითვლიდა. მონღოლებს 45 ათასი კაცი ყავდათ, მაგრამ ბრძოლის ველზე მხოლოდ 35 ათასი. 1 დუმანი სუბუდაიმ ჩასაფრებაში დატოვა.

ქართულ არმიაში ბრძოლის შესახებ შეთანხმება არ არსებობდა. შალვა ახალციხელი წინააღმდეგი იყო გენერალური ბრძოლის გამართვის, რადგან მოწინააღმდეგის ზუსტი რაოდენობა უცნობი იყო , ზუსტი სურათის მიღების შემდეგ სთავაზობდა ბრძოლას, ამის გარეშე მას ბრძოლის დაწყება ძალიან სახიფათო გადაწყვეტილებად მიაჩნდა. მაგრამ ივანე მხარგძელმა შეძლო ლაშას დარწმუნება ბრძოლა გაემართა. როგორც მემატიანე გადმოგვცემს მან თქვა. “130 წელია დიდი ბრძოლა არ წაგვიგია, ან როდის გვაშინებდა ვინმეს რაოდენობა. მეფეო შენი ქვეშევრდომები უკვე რამოდენიმე თვეა იტანჯებიან მტრის თარეშისგან. შევუტიოთ და ხვალ გავანადგუროთ”.

აი განსხვავებით ქართული მხარისგან სუბუდაიმ ზუსტად იცოდა რა ძალებთან უწევდა დაპირისპირება და ბრძოლაც ეგრე დაგეგმა. ბრძოლის პირველ ეტაპზე მან ქართული არმიას შეაკლა ის 15 ათასიანი დაქირავებული ლაშქარი, მერე თვითონ ჩაება ორი დუმნით ბრძოლაში და შემდგომ გაქცევა გაითამაშა. ეს ჩინგიზის მოფიქრებული ტაქტიკა იყო. როცა მოწინააღმდეგეს მეტი ჯარისკაცები ყავდა მონღოლები ხშირად იყენებდნენ. ლაშა-გიორგიმ ჩათვალა რომ ბრძოლა მოგებულია და მასირებულ შეტევაზე გადასვლა ბრძანა. ქართული არმია გაიშალა და სწორედ მაშინ მოხვდა მესამე დუმნის ფლანგებიდან ორმაგი შეტევის ქვეშ. სრულიად მოულოდნელად “გაქცეული” მონღოლებიც შემობრუდნენ. ჯერ ისრების წვიმა დაატეხეს, მერე კი მასობრივ შეტევაზე გადავიდნენ. ამან სრულიად მოშალა ქართული არმია, ჯერ უკანდახევა დაიწყეს, მერე ეს ყველაფერი გაქცევაში გადაიზარდა.

როგორც ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი ჯეიმს ჩამბერსი ამბობს, ქართულმა არმიამ მართლაც უსასტიკესი მარცხი განიცადა. 30 ათასი ადამიანი ბრძოლის ველზე დარჩა, 10 ათასი ტყვედ ჩავარდა. ლაშა-გიორგი, შალვა ახალციხელი ბრძოლის ველზე მძიმედ დაიჭრნენ. ის კი ვინც ყველაზე მეტად ითხოვდა იმ დღეს ბრძოლას, ივანე მხარგძელი პირველი გაიქცა ბრძოლის ველიდან.

სუბუდაიმ ააოხრა შირვანის და განჯის დიდი ნაწილი, მარბიელი ლაშქარი შეუსია ადარბადაგანს და სომხეთს და შირაქის ველზე დაბანაკდა. მის წინაშე ორი ვარიანტი იშლებოდა ან წასულიყო საქართველოს სიღრმეში ან გასულიყო ქვეყნიდან. მან გამოზამთრება გადაწყვიტა და სიტუაციის დაკვირვება, რა მოხდებოდა მონღოლთა დიდი გამარჯვების შემდეგ. მაგრამ აქ ლაშა- გიორგის სასახელოდ უნდა ითქვას რომ მან სიტუაციის კონტროლზე აყვანა შეძლო. მან საერთოდ ჩამოაშორა არმიის მმართვის რგოლს ივანე მხარგძელი და შეუდგა ახალი დიდი არმიის ჩამოყალიბებას. შემდგომი პერიოდი ბრწყინვალედ აქვს აღწერილი პავლე ინგოროყვას.

უშუალოდ პროცესის ორგანიზება მან ძმებ ახალციხელებს და ცოტნე დადიანს დაავალა. წლის ბოლოს ახალი ბრწყინვალედ აღჭურვილი 90 ათასიანი არმია შეკრიბა. ამის გარდა მან უბრძანა ყველა ყმადნაფიც ქვეყნებს ლაშქარი შეეკრიბათ. ბრძოლის თეატრისკენ დაიძრა ხლათის, ერზრუმის და ტრაპიზონის იმპერიაში შეკრებილი არმიები, დერბენტიდან გადასასვლელი კი ოვსთა და სხვა ჩდრდილოეთ კავკასიელთა ჯარებით ჩაკეტა.

ამ მხრივ ძალიან კარგად ჩანს თუ რამხელა რესურსები გააჩნდა მაშინდელ ქართულ სახელმწიფოს და სწორი ხელმძღვანელობის პირობებში როგორ ამოქმედდა ის.

მაგრამ მოწინააღმდეგეც უნიჭიერესი კაცი გვყავდა. სუბუდაიმ ზუსტად შეაფასა შექმნილი სიტუაცია. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მან ვერ შეიძინა მოკავშირეები მიუხედავად იმისა რომ არმიას უბრძანა საბრძოლო მოქმედებები და ყველანაირი თარეში შეეწყვიტა. ამ მხრივ ლაშამ შეძლო სიტუაციის მყარად ხელში აყვანა. ის ხვდებოდა რომ ბანალურად ალყას უმზადებდნენ და კავკასიიდან გასვლა გადაწყვიტა.

მან სამწუხაროდ ჩვენთვის მოახერხა ჩვენი მსტოვრების კიდევ ერთხელ გაცურება. მათ ლაშას მიაწოდეს ინფორმაცია რომ სუბუდაი შირაქის ველზე აპირებდა კიდევ ერთი დიდი ბრძოლის გამართვას, მაგრამ ეს ბლეფი იყო. მანდ მხოლოდ ავანგარდი დარჩა. ლაშამ ბანაკი შტურმით აიღო და სწორედ მაშინ მიხვდა რომ მსტოვრები გააცურეს. მაგ დროს როცა ქართული არმია შირაქის ველზე თითქოსდა დიდ ბრძოლას აწარმოებდა, სუბუდაი დარუბანდისკენ მიიჩქაროდა. შემახიასთან მას შირვანელთა ლაშქარი გადაეღობა. ბრძოლა მონღოლთა ბრწყინვალედ გამარჯვებით დასრულდა.

ამის შემდეგ მათ აიღეს შემახია და გაძარცვეს. 1222 წლის იანვარში სუბუდაი დარუბანს მიადგა. ქალაქი საგულდაგულოდ გამაგრებული დახვდა, მაგრამ სამდღიანი ალყის შემდეგ მან ქალაქი აიღო და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, სადაც ლაშა-გიორგის ბრძანებით შეკრებილი კიდევ ერთი არმია ელოდა. მონღოლებმა ჩრდილოეთ კავკასიელთა ლაშქარიც გაანადგურეს და 1222 წლის თებერვალში სუბუდაი და ჯებე დღევანდელი სტავროპოლის ოლქის სტეპებში გავიდნენ სამშვიდობოს 20 ათასი კაცით. წინ მათ კიდევ ელოდათ დიდი თავგადასავალი, კალკის ბრძოლა მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა ( ლინკს კომენტარებში დავტოვებ, გვიდევს ინფორმაცია ჯგუფში).

ასე დასრულდა ეს ომი. ფორმალურად ჩვენი გამარჯვებით, მოწინააღმდეგე ვაიძულეთ გასცლოდა რეგიონს, მაგრამ რეალურად ჩვენ მაშინ სწორი დასკვნები ვერ გამოვიტანეთ. ყველამ ჩათვალა რომ, მონღოლებმა ნახეს თუ რა ძლიერი იყო საქართველო და გაიქცნენ, არადა ეს იყო მხოლოდ დაზვერვითი ლაშქრობა, დიდი ქარიშხალი წინ გველოდა, ჩვენ კი სამწუხაროდ წარმოდგენაც არ გვქონდა თუ რამხელა საფრთხე გვიახლოვდებოდა სტეპებიდან!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *