რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ტარიქ იბნ ზიადი – ლიბიელი ბერბერი მხედართმთავარი

ტარიქ იბნ ზიადი - ლიბიელი ბერბერი მხედართმთავარი

სავარუდოდ დაახლოებით ამ მიდამოებში (რაც სურათებზეა) გადმოსხა ტანჟერის მმართველმა ლიბიელმა ბერბერმა მხედართმთავარმა ტარიქ იბნ ზიადმა თავისი მარბეველი ლაშქარი პირინეის ნახევარკუნძულზე 711 წლის 29 აპრილს და რა იხილა ადგილობრივთა სისუსტე, იოლი ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, ახლომდებარე ქალაქების დაპყრობას მიჰყო ხელი. თუმცა იქაურობის მფლობელი ვესტგუთები მალევე მოეგნენ გონს და მეფე როდერიკის მიერ ნაჩქარევად შეკოწიწებული ლაშქარი გუადალეტესთან შეაგებეს.

ამასობაში ტარიქის წარმატებით შეგულიანებულმა არაბებმაც გაუგზავნეს ტარიქს მაშველი რაზმები და შედეგად შიდა კონფლიქტებით დასუსტებული ვესტგუთები იოლად დაამარცხეს. მოგვიანებით, არაბულ ტრადიციაში ამ ამბის ამსახველი შელამაზბული ვერსია დამკვიდრდა, მათი გადმოცემით, როდესაც ტარიქმა გიბრალტარის სრუტე გადმოლახა, მას ხომალდების დაწვა უბრძანებია და შემდეგი, მუსლიმანური სამყაროსთვის კარგად ცნობილი, სიტყვით გამოსულა ჯარისკაცების წინაშე: „ო ხალხო! გასაქცევი არსად არის! თქვენს უკან ზღვაა, ხოლო წინ კი — მტერი: არაფერი დაგრჩენიათ, ღვთით, გარდა გულადობისა და მოთმინებისა.”

ტარიქმა 3 წელიწადში თითქმის მთელი პირინეის ნახევარკუნძული (სადაც დღეს ესპანეთი და პორტუგალია მდებარეობს) დაიპყრო და იქ არაბული სახალიფო ალ-ანდალუსი დაარსა, რომელმაც სხვადასხვა შეცვლილი ფორმაციებით 1492 წლამდე იარსება. თავად ტარიქმა, რომელმაც ესპანურ ფოლკლორში ტარიქ ელ ტუერტოს (ცალთვალა ტარიქი) სახელი დაიმკვიდრა, პირინეის (იბერიის) ნახევარკუნძულზე მხოლოდ 714 წლამდე დაჰყო, რის შემდეგაც იგი დამასკოში დაიბარეს. ხოლო არაბული ექსპანსია საფრანგეთამდე გავრცელდა, სადაც იგი 732 წელს პუატიესთან გააჩერეს, იქ კარლოს (შარლ) მარტელმა მორიგი სახელოვანი არაბი მხედართმთავარი აბდურაჰმან-იბნ-აბდალაჰი სასტიკად დაამარცხა და ევროპა ისლამიზაციისაგან იხსნა (თუმცა როგორც დღეს ვხედავთ არა სამუდამოდ).

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Michel Gabrielli 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *