რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია

ისაი ბერგი და საბჭოური «душегубка».

ისაი ბერგი და საბჭოური «душегубка».


საბჭოთა „გაზენვაგენი“ იყო სსრკ-ს НКВД-ს გამოგონება. მისი ავტორი იყო მოსკოვის ოლქის НКВД-ს ადმინისტრაციული და ეკონომიკური განყოფილების უფროსი ისაი ბერგი. ის ასრულებდა НКВД-ს ტროიკის გადაწყვეტილებებს მოსკოვის რეგიონში სიკვდილმისჯილების განაჩენის აღსრულებაზე. როდესაც მოსკოვის ოლქში ერთდროულად სამმა „ტროიკამ“ დაიწყო მუშაობა სიკვდილით დასასჯელთა საერთო რაოდენობამ გადააჭარბა დღეში 300-ს კაცს, შეუძლებელი გახდა ამ რაოდენობის ადამიანთა დახვრეტა, ბერგმა НКВД-ს შესთავაზა საკუთარი იდეა წამოჭრილი პრობლემის გადასაჭრელად.

მისი მონაწილეობით შეიქმნა სპეციალური მანქანები, რომლებიც შენიღბული იყო, როგორც პურის საექსპედიციო ფურგონებში. საშუალოდ ეს მანქანები იტევდნენ 20-30 და ზოგჯერ 50 სიკვდილმისჯილს. სანამ მანქანაში მათ შეყრიდნენ, აშიშვლებდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და პირს ამოუქოლავდნენ. მანქანის გამონაბოლქვი აირი რეზინიზის მილით შედიდა ფურგონში, სადაც იყვნენ სიკვდილმისჯილები. ეს მეთოდი პრაქტიკაში ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ის გამოიყენებოდა 1937 წლის აგვისტოდან 1938 წლის 19 ოქტომბრამდე.

ბედის ირონიით, 1938 წლის 4 აგვისტოს თავად ბერგი დააპატიმრეს “დივერსიისთვის”. 1939 წლის 7 მარტს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ბერგი “კონტრრევოლუციური ტროცკისტული ჯგუფის აქტიურ მონაწილედ” ცნო და მას დახვრეტა მიესაჯა.

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *