ოდენატი შაპურ I-ის წინააღმდეგ
ესაა ისტორია იმაზე როცა გგონია, რომ მთელი სამყარო შენს ხელშია, მაგრამ ვიღაც ჩვეულებრივი ქალაქის მმართველი ყველაფერს თავდაყირა აყენებს!
260 წელს რომის ისტორიაში მოხდა ისეთი მოვლენა რაც კანნების ბრძოლის შემდეგ არ მომხდარა. 80 ათასიანი რომაული არმია განადგურდა ედესის ბრძოლაში, სასანიდური ირანის ჯარებთან. იმპერატორი ვალერიანე კი ტყვედ ჩავარდა. პირველადი გადმოსახედიდან ეს იყო სრული კატასტროფა. პროვინცია “ასურეთი” რომელიც დღევანდელი ერაყის ქურთისტანია დაკარგული იყო, შაპური სირიისა და ანატოლიია საზღვრებს არბევდა და სწორედ მის შესაჩერებლად დაძრა რომმა ამხელა არმია, ის კი აღარ არსებობდა. მეტი არმია რომს რეალურად არ ყავდა ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთი და აღმოსავლეთი ევროპაც ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, ბარბაროსების მასობრივი შემოტევის და შიდა სეპარატიზმის გაღრმავების გამო. რომი დადგა აღმოსავლური პროვინციების სრულიად დაკარგვის საფრთხის წინაშე. შაპურ პირველი უკვე იძახდა აქემენიდთა იმპერიას აღვადგენ და რომაელებს, ბოსფორსა და დარდანელის იქით გადავრეკავო. თითქოსდა არც ძალა ჩანდა ვინც მას გააჩერებდა, მაგრამ მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა.
ქალაქ პალმირის რომაელმა მმართველმა, ლუციუს სეპტიმიუს ოდენატმა, ყველასათვის მოულოდნელად საკუთარ თავზე აიღო ინიციატივა. მან პალმირაში შეკრიბა აღმოსავლური პროვინციების გუბერნატორები და მოქმედებების გეგმა შესთავაზა. ძველი რომაელი ისტორიკოსის ტრებელიი პოლიონის მიხედვით, შეკრებილებს მან უთხრა: “კი ჩვენ არ გყავს უკვე პროფესიული რომაული არმია, მაგრამ ჩვენ გვაქვს სიმდიდრე და მოდით შევქმნათ ახლიდან არმია. ყველა თქვენ დიდი სიმდიდრის მატარებელი ხართ, თაძრები დიდ სიმდიდრეებს ფლობენ შემოწირულობების შედეგად, ეს ყველაფერი ახლა გამოვიყენოთ ახალი არმიის ჩამოყალიბების საქმეში.”
ამან იმოქმედა, მართლაც მდიდარმა აღმოსავლურმა პროვინციებმა უზარმაზარი თანხა შეკრიბეს. დაიწყო ხალხის არმიაში მასობრივად გაწვევა. მაგრამ ამ გლეხების და ხელოსნების მასისგან პროფესიონალური არმია რომ ჩამოეყალიბებინა, მან შეკრიბა ედესის ბრძოლისას გადარჩენილი პროფესიონალი ოფიცრები, ქალაქის გარნიზონების პრიფესიული ელიტა და დაიწყო არმიის წვრთნა. 261 წლისთვის მას უკვე ყავს 40 ათასიანი ქვეითი და 10 ათასი კავალერისტი.
ეს ის პერიოდია როცა შაპურმა წალეკა რომაული აღმოსავლური პროვინციები:
კილიკია,
სირია,
ოსროენა.
რეალურად არც არსაიდან ელოდება დიდ წინააღმდეგობას, ქალაქების პატარა გარნიზონები კი ვერ აჩერებდნენ, მაგრამ 261 წლის გაზაფხულზე მისთვის სრულიად მოულოდნელად ეფრატზე მას დიდი არმია გადაეღობება. იმდენად გათავხედებულები იყვნენ სპარსელები რომ, არც კი აწარმოებდნენ სადაზვერვო საქმიანობას და სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა ეს მათთვის. ოდენატმა ეგრევე იერიში ბრძანა და 60 ათასიანი ირანული არმია პირწმინდად განადგურდა. შაპურმა ეფრატი გადაცურა და გაქცევით უშველა თავს.
მალე ის ახალი არმიით დაიძრება , მაგრამ ოდენატი ისევ სიურპრიზს შესთავაზებს. ის თვითონ შეუტევს და გადავა ეფრატის მეორე მხარეს, იქ წამოადგება თავზე შაპურს და სასტიკად ამარცხებს მას. მერე კი მუსრს ავლებს შაპურის მიერ დატოვებულ გარნიზონებს. 262 წლისთვის კილიკია, ოსროენა და სირიაც თავისუფალი იყო ირანული არმიებისგან. ამ გამარჯვებებისთვის მას იმპერატორი გალიენი “აღმოსავლეთის მხსნელის” ტიტულით აჯილდოვებს და ყველა აღმოსავლური პროვინციის მმართველად ნიშნავს. ამას დამატებული დამხმარე 4 ლეგიონი ჩამოდის.
ოდენატი არ კმაყოფილდება მიღწეულით და 263 -265 წლების სამხედრო კამპანიის შედეგად ანადგურებს სასანიდური ირანის ჯარებს, იღებს დედაქალაქ კტესიფონს და სრულიად მესოპოტამიას იპყრობს. შაპური ირანის სიღრმეში გარბის. ის არც ამაზე აპირებს გაჩერებას და უნდა მთლიანად სასანიდთა იმპერიის დაპყრობა, მაგრამ როგორც ხშირად ირანს აქაც გაუმართლებს და აი როგორ.
258 წელს ოდენატს შეურთავს ულამაზესი პალმირელი ქალი ზენობია. ეს მისი მეორე ქორწინება იყო. პირველიდან ჰყავდა შვილი ჰეროდი. ოდენატის ზღაპრული სიმდიდრის მემკვიდრე ის უნდა გამხდარიყო. ზენობია კი საოცრად ამბიციური ქალი აღმოჩნდა. მას საკუთარი შვილი ვაბალაატისთვის უნდოდა ეს ყველაფერი, მეტიც მას საერთოდ რომისგან გამოყოფა უნდოდა და ცალკე პალმირის სამეფოს დაარსება, რათა მის შვილს ემეფა. ოდენატი როგორც ღირსეული რომაელი, ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. როცა ზენობიამ ქმარი ვერ გადაარწმუნა, მან ოდენატიც და ჰეროდიც მოაწამვლინა, როცა ისინი ირანის სიღრმეში შესაჭრელად, გრანდიოზული ლაშქრობის მზადებაში იყვნენ 267 წელს.
ირანი გადარჩა მეტიც ზენობია რომის წინააღმდეგ საომრად ემზადებოდა და მოელაპარაკა შაჰ შაპურს, უსაფრთხო ზურგი უზრუნველყავი და ომის დაწყებისას 243 წლის საზღვრებს დავუბრუნდეთ და ის სტატუს კვო აღვადგინოთო. მესოპოტამიის დიდ ნაწილს კტესიფონითურთ დაგიბრუნებო. ასეც მოხდა. ზენობიამ კი პალმირის სამეფოს დაარსება გამოაცხადა, რასაც დიდი ომი მოყვება სამომავლოდ, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.
ეს ამბავი კი ასე დასრულდა. ოდენატმა მართლაც გაადარჩინა რომის იმპერია სრულ კრახს აღმოსავლეთში, კატასტროფა ბრწყინვალე გამარჯვებად აქცია, რომელიც სრული ტრიუმფით და უზარმაზარი ტერიტორიების შემოეთებით დასრულდებოდა, რომ არაა ზენობიას, ვერაგობა, შური და იდიოტური ამბიციები!

