“ზუბატოვშჩინა” – სერგეი ვასილიევიჩ ზუბატოვი
ამ კაცს ალბათ თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები თუ იცნობენ, მითუმეტეს უფრო ცოტამ თუ იცის ვინ იყო სინამდვილეში ლეგენდარული სერგეი ვასილიევიჩ ზუბატოვი და რასთანაა დაკავშირებული ერთ დროს მქუხარე ტერმინი – “ზუბატოვშჩინა” …
ნათქვამი არის “მზისქვეშეთში ახალი არაფერიაო” და ძველი დროის დიდი მოაზროვნე და იმპერატორი მარკუს ავრელიუსიც წერდა; “სპაქტაკლი ყოველთვის ერთიდაიგივეა, მსახიობები იცვლებიან მხოლოდ.”
სამწუხაროა, რომ ჩვენთან ადამიანების უმრავლესობას ისტორია ყველაფერი ჰგონია გამოცდილების გარდა – კეთილი ზღაპარი, სადღეგრძელო, “ასე მაწყობს” და ა.შ თუმცა, როდესაც ისტორია გამოცდილების ფუნქციას კარგავს, ის დაუსრულებლად მეორდება და წრეზე ტრიალებს, იმ საზოგადოებაში სადაც ყველა არხი და კალაპოტი ისევ და ისევ წრეზე დინების საშუალებას აძლევს…
სერგეი ვასილიევიჩ ზუბატოვი “რუსულ სამყაროში,” მეფის რუსეთის იმპერიის ყველაზე მძიმე და რეაქციული პერიოდის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა იყო, მეფის “ოხრანკის” და პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ზუბატოვმა შეიმუშავა დოქტრინა, 1890-იანი და 1900-იანი წლების დასაწყისში, რუსეთის იმპერიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიების და რევოლუციური ორგანიზაციების წინაღმდეგ, რაც მათ დემონიზებაში, დეზორგანიზაციაში, შიდა ინტრიგების ხელშეწყობაში, საზოგადოებასთან უფსკრულის გაჩენაში და ხალხისთვის ხელოვნური წარმონაქმნების და ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი ორგანიზაციების შესაღებაში გამოიხატებოდა, შემდეგი პროგრამით და ლოზუნგებით რომ; “პოლიტიკა ბინძური საქმეა,” “პოლიტიკოსები ცუდი ხალხია,” “მხოლოდ კულტურული და აპოლიტიკური მუშაობა,” “ევოლუცია რევოლუციის ნაცვლად” და ა.შ.
ამ პროპაგანდას ამუშავებდა და წარმატებით ნერგავდა მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილი, დამპალი იმპერიის და პოლიტიკური სისტემის მსახური … თუმცა ზუბატოვმა თავისი გაიტანა – “წელში გადაგტეხავთ” უთხრა მან მოწინააღმდეგეებს და 1905 წლის დიდი რევოლუცია დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ ზუბატოვი ხელმწიფის კარის ინტრიგებში დამარცხდა და მისმა კონკურენტებმა პრობლემის გადაჭრა პირდაპირი და უხეში მეთოდებით არჩიეს, “ზუბატოვშჩინის” სული რუსული მართვის განუყოფელ ნაწილად გადაიქცა. მოგვიანებით 1920-იან წლებში გამოცემულ საბჭოთა პროპაგანდისტულ ნაშრომებში, რომელიც “ზუბატოვშჩინას” შეეხებოდა დროდადრო ავტორების ფარული სიმპატიაც კი გამოსჭვივის ამ ლეგენდარული პოლიციელის შეფასებაში.
ზუბატოვი დიდი ხნის წინ “აღმოვაჩინე” და როდესაც პრორუსულ რეჟიმებს, განსაკუთრებით ჩვენს რუსულ ოცნებას, მის ღია თუ ფარულ პროპაგანდის რუპორებს და რუსეთის სამსახურში ჩამდგარ ქართველ მუშნი ზარანდიებს საინფორმაციო იერიში მიაქვს მოწინააღმდეგეებზე ისევ და ისევ მახსენდება სერგეი ვასილიევიჩი და სულ ველოდები, რომ ვინმე სხვაც “აღმოაჩენს,” თუმცა ზუბატოვის აჩრდილს დღემდე სქელი ბურუსი ფარავს და იქედან წამლავს “რუსული სამყაროს” მოწინააღმდეგე მხარეს…
წინა დღეებშიც და კიდევ დიდხანს ნახავთ მიკროფონებთან მიცოცებულ ქართველ “ზუბატოველებს” დამპალი რუსული რეჟიმის ღია თუ ფარულ მსახურებს, რომლებიც სერგეი ვასილიევიჩის პირით ყურში ჩაგყვირებენ; “პოლიტიკოსები ნახუი” “ხელოვნების და კულტურის დროა” და ბედნიერად გააგრძელებენ წუმპეში წოლას და კუდა მელასავით ახალგაზრდებსაც შეაპარებენ, რომ ძალიან თბილია მათთან წუმპეში და ჩეჩმაში “გულაობა”…
თუმცა ქართველმა მუშნი ზარანდიებმა წესით უნდა იცოდნენ რომ, “ზუბატოვშჩინას” ტრაგიკული დასასრული აქვს. 1917 წლის 15 მარტს, როდესაც სერგეი ვასილის ძე სასადილო ოთახში მსახურის მიერ შემოტანილ პრესას გაეცნო და მიხვდა, რაღაც მნიშვნელოვანი გამოეპარა მთელი მისი “მოღვაწეობას” მანძილზე – რევოლუცია მოხდა, მეფე გადადგა – მეორე ოთახში გავიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
წყარო: David Khvadagiani