რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

შავი უფლისწულის თილისმა

შავი უფლისწულის თილისმა

ყველაზე მსხვილსა და ლამაზ ლალის თვლებს ბირმაში პოულობდნენ. უძველესი ოსტატები, რომლებმაც არ იცოდნენ დამუშავების ტექნიკა, ცდილობდნენ, სპეკალისთვის ბუნებრივი ფორმა შეენარჩუნებინათ და ბუდე მისთვის მოერგოთ. ასეთ თვლებს ჩვეულებრივ, ჰქონდათ უსწორმასწორო ფორმა და დაუმუშავებელი ზედაპირი, რის გამოც მათი შეფერილობა კიდევ უფრო მუქი ჩანდა. უძველეს ქვებთან დაკავშირებულ ლეგენდებს ზოგჯერ ლალის ბრწყინვალების დაჩრდილვა შეუძლიათ.

…არავინ იცის, სად არის ნაპოვნი ეს დიდებული, 5 სმ სიგრძის ლალი. პირველად იგი 1367 წელს არის მოხსენიებული, როდესაც გრანადის მეფეს ეკუთვნოდა. მეზობლის ლალმა მოსვენება დაუკარგა კასტილიის მეფე დონ პედროს – გრანადის მეფე მოკლა და სხვა ქონებასთან ერთად, ლალიც ხელში ჩაიგდო. ერთ-ერთ ბრძოლაში დონ პედროს გაუჭირდა, ინგლისის მეფე ედუარდ III-ის ვაჟს სთხოვა დახმარება და მადლიერების ნიშნად „შავ უფლისწულს“ (ასე ეძახდნენ ედუარდ III-ის ძეს) ლალი აჩუქა.

ახლა ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ისტორიული რელიქვია ინგლისის რესპუბლიკის (1649-1660 წ.) ხელისუფალთა ბრძანებით, სამეფოს საგანძურის აუქციონზე სულ ოთხ გირვანქა სტერლინგად გაყიდეს. არავინ იცის, ვინ შეიძინა იგი. როცა 1660 წელს ქვეყანაში კვლავ მონარქია აღდგა, „შავი უფლისწულის ლალი“ ისევ გვირგვინს ამშვენებს. სინამდვილეში სპეკალი ლალი კიარა, ნახევრად ძვირფასი ქვა აღმოჩნდა, მაგმამ მისი რომანტიკული თავგადასავლისა და უჩვეულო ზომის გამო შეუფასებელია. დღეს დაახლოებითაც კი ვერავინ იტყვის მის ფასს.

შავი უფლისწულის ლალი
შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ძვირფასი ქვა, შავი უფლისწულის ლალი (წინა, ცენტრში), სინამდვილეში დიდი წითელი სპინელია. პირველად ისტორიულ წყაროებში იგი 1367 წელს არის მოხსენიებული. დღეს კი დამონტაჟებულია ბრიტანეთის საიმპერატორო სახელმწიფო გვირგვინის წინა მხარეს, რომელიც ლონდონის კოშკში მდებარეობს. ბრიტანეთის საიმპერატორო სახელმწიფო გვირგვინი შეიცავს უფრო ბევრ ცნობილ ძვირფას ქვებს, ვიდრე მსოფლიოში სხვა ნებისმიერი ორნამენტი. მათ შორისაა შავი უფლისწულის ლალი, სტიუარტის საფირონი (არ ჩანს), წმინდა ედუარდის საფირონი (თავზე) და კულინანი II ბრილიანტი (შავი უფლისწულის ლალის ქვემოთ )

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *