რას ეძებ?

ბუნება საინტერესო

ილულისატი – ყინულის ფიორდი გრენლანდიაში

ილულისატი - ყინულის ფიორდი გრენლანდიაში

გრენლანდიის დასავლეთ ნაპირზე, არქტიკული წრიდან 250 კილომეტრით ჩრდილოეთით, 402 კმ2-ზე გადაჭიმულია გასაოცარი ილულისატის (იაკობსჰავნი) ყინულის ფიორდი. ფიორდის თავთან დიდი, სწრაფი მდინარე მიედინება, რომელიც მას კიდიდან ყინულის ვეება ნატეხებს ამტვრევს და ღია ზღვაში ჩააქვს. დისკოს უბეში მდებარე პატარა ქალაქ ილულისატიდან გრენლანდიის მყინვარულ საფარამდე 40 კილომეტრზე გადაშლილი ილულისატის ყინულის ფიორდი გრენლანდიის მთავარი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. ყოველ წელს ათასობით ტურისტი არ უშინდება სიცივეს და შუაღამის მზეზე ფიორდის გასწვრივ მცურავი აისბერგების სანახავად ჩადის.

აისბერგები მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს შელფური მყინვარების თვალსაჩნო ნიმუშის, სერმექ-ქუჯალექის გახლეჩის შედეგად წარმოიქმნება. წელიწადის გარკვეულ მონაკვეთებში მყინვარის სიჩქარე დღეში 40 მეტრს აღწევს და ყოველწლიურად დაახლოებით 18 მილიარდ ტონა ყინულს რიყავს ფიორდში. ყველაზე დიდი ყინულის ნამტვრევები ფიორდის გასწვრივ სატივტივოდ მეტისმეტად მძმეა და დინებას ზღვამდე ვერ მიჰყვება. ისინი იძირება და მრავალი წლის განმავლობაში ზღვის ფსკერზე რჩება. თუმცა, ადრე თუ გვიან, დაგროვილი ყინულის მასა მაინც საკმარის წნევას წარმოქმნის, რის შედეგადაც ეს ჩახერგილი მასა იხლიჩება და იფანტება.

უკანასკნელ წლებში მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან ილულისატის ყინულის ფიორდსა და სელმექ-ქუჯალექს, რათა კლიმატური ცვლილებები შეისწავლონ. მყინვარები მთელ მსოფლიოში მოკლდება და არც სელმექ-ქუჯალექია გამონაკლისი. 2006-2010 წლებში მან 15 კილომეტრით დაიხია უკან და მისი წინა კიდე ზღვის ნაცვლად, დღეს უკვე ხმელეთზეა. NASA-ს ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ 1997-2003 წლებში მყინვარი წელიწადში 15 მეტრით თხელდებოდა და სიჩქარეც ემატებოდა. თუკი მყინვარი 1985 წელს წელიწადში 7 კილომეტრის სიჩქარით გადაადგილდებოდა, 2003 წელს მისი სიჩქარე უკვე 13 კმ/წელიწადში იყო.

უკვე ცხადია, რომ ასეთი აჩქარება კლიმატური ცვლილებებით არის გამოწვეული და მომავალში ფიორდის ულამაზესი აისბერგების ზომასა და ხარისხზეც იმოქმედებს. ჯერჯერობით ილულისატი ბუნების საოცრებათაგან ერთ-ერთი გამორჩეულია და 2004 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ილულისატის (იაკობსჰავნი) ყინულის ფიორდი - გრენლანდია

ილულისატი, ილულისატის ყინულის ფიორდი, გრენლანდია.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *