რას ეძებ?

ბიოგრაფია კულტურა ხელოვნება

ქანთრის ლეგენდა – უაილონ ჯენინგსი (ბიოგრაფია)

უილონ ჯენინგსი (ბიოგრაფია)

მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე ცნობილი ქანთრის შემსრულებელი უაილონ ჯენინგსი (Waylon Arnold Jennings) დაიბადა 1937 წლის 15 ივნისს ლიტფილდის ფერმის შორიახლოს ტეხასში, ამერიკა. მშობლები უილიამ ალბერტ ჯენინგსი და ლორენ ბეატრისი იყვნენ.  უაილონის წინაპრები მამის მხრიდან იყვნენ ირლანდიელები, ხოლო დედამისი იყო ინდიელი ჩეროკების და კომანჩების შთამომავალი. როდესაც უაილონი დაიბადა მისი მამა ფერმაზე სხვადასხვა სამუშაოების შესრულებით იყო დაკავებული. რამოდენიმე წლის შემდეგ კი  მან ოჯახი ლიტფილდში გადაიყვანა და მოეწყო რძის ქარხანაში სამუშაოდ. როდესაც უაილონი 8 წლის იყო, დედამ პირველად მოასმენინა გიტარაზე მელოდია სიმღერიდან Thirty Pieces of Silver.

ჯენინგსი დაკვრას მეგობრებისა და ნათესავების ინსტრუმენტებზე ეუფლებოდა, სანამ დედამ  მას ნახმარი Stella არ უყიდა. რამოდენიმე ხნის შემდეგ მათ  გიტარა “Harmony Patrician”-ს შეძენა მოახერხეს. უაილონის პირველი საყვარელი შემსრულებლები იყვნენ ბობ უილისი, ფლოიდ ტილმანი, ერნესტ ტაბი, ჰენკ უილიამსი, კარლ სმიტი და ელვის პრესლი. ჯენინგსის შესრულება თანდათან გასცდა ოჯახურ წრეს. მან ჯერ ადგილობრივ მუსიკალურ კონკურსებში დაიწყო მონაწილეობის მიღება, მოგვიანებით კი რეგულარურად ჩნდება ლიტფილდის თეატრის ტალანტების ლოკალურ შოუზე. ჯენინგსმა მოახერხა გამხდარიყო მსგავსი კონკურსის გამარჯვებული ტელევიზიაში, სადაც შეასრულა კარლ სმიტის Hey Joe -ს ქავერ ვერსია.

12 წლის ჯენინგსი იყო მოსმენაზე რადიო KVOW-ში, ლიტფილდში. არხის მმართველ ჯეი-ბი მაკშენს და მის ასისტენტ ემილიო მაჰეს მოეწონათ მისი გამოსვლა და შესთავაზეს წაეყვანა ყოველკვერეული 30 წუთიანი გადაცემა. ასეთმა აღიარებამ უაილონს უბიძგა შეექმნა მისი პირველი ჯგუფი The Texas Longhorns. მან ემილიო მაჰეს  ბას-გიტარაზე დაეკვრა შესთავაზა, ხოლო დანარჩენ ინსტუმენტებზე ნაცნობები და მეგობრები მოიწვია. ჯგუფის სტილი ქანთრისა და ბლუზის ნაზავს წარმოადგენდა, თუმცა შედეგი ყოველთვის არ მოდიოდა შესაბამისობაში შემსრულებლების თავდაპირველ ჩანაფიქრთან.

16 წლის ასაკში რამოდენიმე დისციპლინარული გადაცდომისთვის მეათე კლასელი უაილონი სკოლიდან გარიცხეს, რის შემდეგ ის  ეხმარებოდა მამამისს მაღაზიაში და იძულებული იყო სხვადასხვა სახის დროებითი სამუშაო შესრულებინა. მიუხედავად ყველაფრისა მას მუსიკისათვის თავი არ დაუნებებია და მომდევნო წელს ჯგუფმა The Texas Longhorns-მა ჩაწერა ორი დემო ვერსია რადიოსთვის KFYO, ლაბოკში, სახელწოდებით Stranger in My Home და There’ll Be a New Day. ამავე პერიოდში ჯენინგსი მუშაობდა სატვირთო ავტომობილის მძღოლად Thomas Land Lumber Company-ში. მცირე საგზაო ინციდენტისა და მმართველის ხასიათთან შეუთავსებლობის გამო მან სამსახურს თავი მალევე დაანება.

ამავე პერიოდში ის სხვა ადილობრივ მუსიკოსებთან ერთად ხშირად გამოდიოდა რადიო KDAV-ის ეთერში. ერთერთი ასეთი ეთერის შემდეგ უაილონმა რესტორანში გაიცნო ბადი ჰოლი. ისინი დამეგობრდნენ და ხშირად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივ შოუებში. ჯენინგსი ასევე მონაწილეობას იღებდა ჰოლის  ყოველკვირეულ რადიოგადაცემებში.

1956 წელს ჯენინგსი საცხოვრებლად ლაბოკში გადადის და ცოცხალი შესრულების პარალელულად იწყებს მუშაობას  დიჯეის რანგში. მისი პროგრამა 6 საათს გრძელდებოდა, 16:00-დან 22:00 საათამდე. პირველი ორი საათის განმავლობაში უაილონის პროგრამაში კლასიკური ქანთრი შედიოდა, შემდეგი ორი ახალი რელიზები, ბოლოს კი მას  საკუთარი არჩევანის მიხედვით ასრულებდა. ბოლო დასრულებით ნაწილში ჯენინგსი ეთერს მეტწილად ჩაკ ბერისა და ლიტლ რიჩარდს უთმობდა, თუმცა ამის გამო მას რადიოს ხელმძრვანელთან კონფლიკტური სიტუაცია ჩამოუყალიბდა. ხელმძღვანელი საყვედურობდა, რომ ეს შემსრულებლები რადიოს ფორმატში არ ჯდებოდნენ. როდესაც უაილონმა ლიტლ რიჩარდსის ორი კომპოზიცია ზედიზედ გაუშვა ეთერში ის სამსახურიდან გააძევეს.

სანამ უაილონი მუშაობდა რადიო KVOW-ში, მას ეწვია იმ დროისათვის რადიო KLVT-ს ცნობილი დიჯეი სქაი კორბინი ლივლენდიდან. კორბინი მოხიბლული იყო ჯენინგსის ხმით და გადაწყვეტილი ჰქონდა პირადად შეხვედროდა. უაილონმა მას თავისი ფინანსური პრობლემები გაუმხილა, აუხსნა თუ როგორი ძნელი იყო მისთვის კვირაში 50 დოლარად არსებობა. პასუხად კორბინმა ის თვის რადიოში მიიწვივა, სადაც მოგვიანებით მან კორბინის ადგილი დაიკავა, როდესაც ეს უკანასკნელი გადავიდა სამუშაოდ რადიო KLLL-ში. ცოტა ხნის შემდეგ მას უაილონიც გაჰყვა.

გადაცემების წაყვანის გარდა ჯენინგსი სხვა დიჯეის ერთად რეკლამების ჩაწერით იყო დაკავებული. პოპულარობის სზრდასთან ერთად მათ სულ უფრო ხშირად უწევდათ წარდგენა პუბლიკის წინაშე ცოცხალი შესრულებით. ერთერთი ასეთი წარმოდგენისას მათთან მივიდა ბადი ჰოლის მამა, ლოურენს ადენ ჰოლი, და მისი შვილის ბოლო ჩანაწერები მიუტანა, თხოვნით გაეშვა ეთერში. პალარელულად მან მათ ბადის სურვილი გააცნო, რომელიც ჯგუფის შექმნით იყო დაკავებული. პასუხად კორბინმა ურჩია ყურადღება მიექციათ ჯენინგსზე. ინგლისური ტურის დასრულების შემდეგ ბადი ჰოლი KLLL- ს ეწვია.

ჰოლიმ ჯენინგსი ჯგუფში აიყვანა. მან ის უზრუნველყო საკონცერტო ტანსაცმელით და მის იმიჯზე დაიწყო მუშაობა. 10 სექტემბერს ჯენიგსმა ჩაწერა კომპოზიციები Jole Blon და When Sin Stops (Love Begins) ჰოლის, ტომი ოლსაპის  (გიტარებზე) და  კინგ კერტისის (საქსაფონზე) ერთად. ჩაწერის შემდეგ ბადი ჰოლიმ ჯენინგსი მიიწვია შეერთებოდა მათ დაგეგმილ ტურს Winter Dance Party Tour ბას-გიტარისტის რანგში.

უაილონ ჯენინგსი - ბიორგრაფია...

Winter Dance Tour

ტურის დაწყებამდე ბადი ჰოლი და მისი მეუღლე ლაბოკში იმყოფებოდნენ და 1958 წელს ბადი ჯენინგსთან რადიოში გამოვიდა. კომპოზიცია You’re the One-ის შესრულებისას ჯენინგსმა და სქაი კორბინმა  პერკუსიის პარტიის შესრულება ითავეს. 15 იანვარს უაილონი და ბადი გაემგზავრნენ ნიუ-ორკში, სადაც გაიარეს საბოლოო კონსულტაციები ტურის ორგანიზატორებთან. დანარჩენ მუსიკოსებს ისინი მოგვიანებით ჩიკაგოში შეხვდნენ.

The Winter Dance Party tour დაიწყო მილუოკიში 1959 წლის 23 იანვარს. გადაადგილებების სიმრავლემ მუსიკოსებს ბევრი მატერიალურ-ტექნიკური პრობლემები შეუქმნა, რადგან გამოსვლების დაგეგმვისას არ გაითვალისწინეს მანძილი ქალაქებს შორის. ერთერთი მთავარი პრობლემათაგანი გათბობის გარეშე დარჩენილი ავტობუსი აღმოჩნდა, რომელიც ხშირად ფუჭდებოდა გაუსაძლისი სიცივეების დროს. ერთერთი ასეთი გადაადგილების დროს, რა დროსაც დრამერ კარლ ბანჩს ხელის თითები პირდაპირ ავტობუსში გაეყინა და იძულებული იყო ექიმებისთვის მიემართა, ბადი ჰოლიმ გადაწყვიტა გადაადგილების სხვა ხერხი მოეძებნა.

კლაირ ლეიკში (აიოვა) დაგეგმილი კონცერტის წინ, ჰოლიმ დაჯავშნა ოთხადგილიანი თვითმფრინავი მისთვის, ჯენინგსისთვის და გიტარისტ ტომი ოლპასისთვის, რომ აეცილებინა ხანგრძლივი მგზავრობა მორხედეს (მინესოტა) მიმართლებით, რომელიც მათი გაჩერების შემდეგი პუნქტი იყო. კლაირ ლეიკში შოუს დასრულების შემდეგ ტომი ოლპასმა მონეტის აგდების შედეგად წააგო საკუთარი სამგზავრო ადგილი თვითმფრინავში ჯგუფის სხვა წევრთან, რიჩი ვალენსთან. უაილონ ჯენინგსმა კი ადგილი საკუთარი ნებით დაუთმო ჯაილს რიჩარდსონს, რომელიც გაცივებული იყო და თავს შეუძლოდ გრძნობდა. როდესაც ჰოლიმ გაიგო, რომ მისმა მეგობრებმა ადგილი სხვას დაუთმეს და გამგზავრებას ავტობუსით აპირებდნენ, მასსა და ჯენინგს შორის ირონიული საუბარი შედგა, რომელიც უაილონს მთელი ცხოვრების მანძილზე არ მოასვენებს.

ჰოლიმ იხუმრა: “იმედია თვენი ძველი ავტობუსი გზაში გაიყინება!”, ჯენინგსმა ასევე ხუმრობით უპასუხა: “მე კი იმედი მაქვს, რომ თქვენი ძველი თვითმფრინავი ჩამოვარდება!”. ნახევარი საათზე ნაკლები დროის შემდეგ, ღამის პირველი საათისთვის, 1959 წლის 3 თებერვალს, ბადი ჰოლის თვითმფრინავი ჩამოვარდა სიმინდის ყანაში, მეისონ-სიტიში, აიოვა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ამ მოვლენას მოგვიანებით უწოდეს როგორც ” დღე, როდესაც გარდაიცვალა მუსიკა”.

მეორე დილით უაილონმა და მისმა ოჯახმა ადგილობრივი რადიოთი შეიტყვეს, რომ ბადი ჰოლი და მისი ჯგუფის წევრები დაიღუპნენ ავიაკატასტროფაში. მომდევნო წლებში ჯენინგსმა არაერთჯერ აღიარა, რომ განიცდიდა დანაშაულის გრძნობას ბადი ჰოლის სიკვდილის გამო, რაც შემდგომში გახდა ერთერთი მიზეზი უაილონის გრძელვადიანი ნარკოდამეკიდებულების.უმუშევრად დარჩენილმა უაილონმა დაბრუნდა რადიო KLLL-ში, თუმცა მეგობრების დაღუპვის გამო დეპრესიაში მყოფმა ვერ შეძლო სრული დატვირთვით ემუშავა და სამსახურს თავი მალევე დაანება.


ფენიქსში გატარებული წლები

ჯენინგსი ოჯახური და ფინანსური მდგომრეობის გამო იძულებული იყო ხშირად ემოგზაურა ტეხასისა და არიზონას სხვადასხვა ქალაქებში. როდესაც ის ლიტფოლდში იყო მუშაობდა რადიო KOYL-ში, ოდესა, ტეხასი. შემდგომ მან შეძლო მშობლების გადაყვანა კულიჯში, არიზონა, სადაც მისი მეუღლის ნათესავები ცხოვრობდნენ. აქ მან მოეწყო ბარ Galloping Goose-ში სამუშაოდ. აქვე მან მოისმინა ერლ პერინის გამოსვლა რადიო KCKY-დან და მას დამატებითი სამსახური შესთავაზა. ფენიქსში, კლუბ Cross Keys Club-ში  წარმატებული კონცერტის შემდეგ, უაილონთან მივიდნენ პროდიუსერები, რომლებიც იმ პერიოდში აშენებდნენ კლუბ JD’s-ს ჯიმი მუსილისთვის. ჯენინგსის მოსმენის შემდეგ ჯიმი მუსილმა ის დანიშნა საკუთარ კლუბში მთავარ მუსიკოსად.  JD’s-ში სამუშაოდ უაილონმა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა სახელწოდებით The Waylors. ბასზე პოლ ფოსტერი მიიწვია, გიტარაზე ჯერი გროპომი, ხოლო დრამზე რიჩი ოლბრაიტი. JD’s – ში ჯენინგსმა საკუთარი მუსიკალური სტილი განავითარა, რომელიც გახდა განმსაზღვრელი ფაქტორი შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მის კარიერაში.

1961 წელს ჯენინგსმა გააფორმა კონტრაქტი Trend Records – თან და გამოუშვა წარმატებული სინგლი Another Blue Day. ამის შემდგომ უაილონის მეგობარმა, მომღერალმა დონ ბოუმენმა მისი დემო-ჩანაწერები A&M Records.- ში მიიტანა . 1963 წლის 9 ივლისს ჯენიგგსმა გააფორმა კონტრაქტი A&M Records – თან, რომლის მიხედვით მას გაყიდული სინგლების 5% ერგებოდა. A&M Records – მა ჯენინგსის შემდეგი სინგლემი გამოუშვა: Love Denied, Rave On, Four Strong Winds და Just to Satisfy You. ცოტა მოგვიანები The Twelfth of Never, Kisses Sweeter Than Wine და ბობ დილანის ქოვერი Don’t Think Twice, It’s All Righ. ყველა ეს კომპოზიცია 1964 წელს გამოვიდა.

ამ ჩანაწერებს ჯენინგსისთვის დიდი წარმატება არ მოუტანია, რადგან A&M-ი ფოკუსირებას ქანთრის ნაცვლად ფოლკ-მუსიკაზე აკეთებდა. თუმცა სიმღერებმა Four Strong Winds და Just To Satisfy You ფენიქსის რადიოს ხიტებად იქცნენ. ამავე წელს მან ჩაწერა ალბომი “JD’s” BAT Records-ის ლეიბლზე, რომლის 500 ასლი კლუბშივე გაიყიდა, ხოლო 500 გამოიცა საცალო ბაზრობისთვის.

ფენიქსში გავლით მყოფმა მომღერალმა ბობი ბეირმა, რომელიც ლას ვეგასში მიდიოდა, ავტომობილის რადიომიმღებით მოისმინა ჯენინგსის სიმღერა Just to Satisfy You, და გადაწყვიტა უაილონის მონახულება. მოსმენილით შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა ბეირმა დაურეკა ჩეტ ატკინსს  ნოშვილში და შესთავაზა ჯენინჯსის ჩაწერა RCA Records-ში.  ჯენინგსმა მიიღო ბეირის შემოთავაზება და A&M-თან კონტრაქტი გაწყვიტა.

1966 წელს უაილონი გამოუშვებს თავის სადებიუტო ალბომს Folk-CountryRCA-ში, რასაც მალევე მოყვა მომდევნო ალბომები Leavin’ Town და Nashville Rebel.


გვიანი წლები

80-ან წლებში ჯონი კეში, კრის კრისტოფერსონი, უილი ნელსონი და ჯენინგსი აყალიბებენ სუპერ- ბენდს The Highwaymen. ამას გარდა უაილონმა და უილიმ 1982 წელს გამოუშვეს ოქროს ალბომი ალბომი WWII.

უაილონ ჯენინგსი - ბიორგრაფია...

1985 წელს ჯენინგსი შეუერთდა პროექტს USA for Africa, რომ მიეღო მონაწილეობა კომპოზიცია We Are the World-ის ჩაწერაში, მაგრამ დატოვა სტუდია, რადგან მას შესთავაზეს რეპერტუარის შესრულება სუახილის ენაზე. ჯენინჯსის მიერ სესიის დატოვების შემდეგ ეს იდეა იქნა უარყოფილი სტივ უანდერის მიერაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ეთიოპელები (ვისი დახმარებისთვისაც შეიქმნა პროექტი) არ საუბრობენ სუახილის ენაზე. რის შემდეგაც ჯენინგსი პროექტს დაუბრუნდა.

ამ დროისათვის ჯენინგსის ალბომების გაყიდვა კლებულობს. Sweet Mother Texas-ის გამოშვების შემდეგ ჯენინგსმა გააფორმა ხელშეკრულება Music Corporation of America-თან. ამ ლეიბლის სადებიუტო დისკი Will the Wolf Survive (1985) ამერიკის ქანთრი-ჩარტებში პირველ ადგილს იკავებს. თუმცა წარმატების შენარჩუნება არ ხერხდება და 1990 წელს მუსიკოსი გადადის სტუდია Epic Records-ზე. ამ ლეიბლის პირველივე გამოშვება The Eagle ხდება ჯენინგსისთვის უკანასკნელიც, რომელიც მოხვდა ტოპ ათეულში. 80 -იანების ბოლოსა და 90 -იანების დასაწყისში ჯენინგსის თანამედროვეები, მათ შორის ფერონა იანგი, მერლა ჰაგარტი და ჯორჯა ჯონსი თანდათანობით ინაცვლებოდა მუსიკოსიების ახალი თაობით, როგორებიც იყვნენ ალან ჯექსონი და რიბა მაკკინტაირი.


პირადი ცხოვრება

უაილონ ჯენინგსი ოთხჯერ იყო ქორწინებაში. 1958 წელს მისი პირველი მეუღლე იყო მაქსინ კეროლ ლოურენსი. ქორწინებაში მათ ოთხი შვილი ეყოლათ. მეორეჯერ ჯენინგსმა იქორწინა 1962 წლის 10 დეკემბერს ლინი ჯონსზე, მესამეჯერ კი ბარბარა რუდზე.

მეოთხე და უკანასკნელად ჯენინგსმა იქორწინა 1969 წლის 26 დეკემბერს ფენიქსში, ქანთრის მომღერალ ჯესი კოლტერზე. მოგვიანებით ინტერვიუში ჟურნალ Rolling Stone-თან ჯენინგსი აღიარებს, რომ როდესაც გაიცნო ჯესი, ის ერთმნიშვნელოვნად ფსკერზე იმყოფებოდა და ადგა თვითგანადგურების გზას. ის იმყოფებოდა დეპრესიაში და იყო დამოკიდებული ალკოჰოლსა და ტაბლეტებზე. “ჯესი არის საუკეთესო რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა”- აღნიშნავს მუსიკოსი.


ავადმყოფობა და სიკვდილი

ჯენინგსის ჯანმრთელბა იყო შელახული მრავალი წლით ადრე მის სიკვდილამდე.  მიუხედავად უარისა კოკაინის მოხმარებაზე, ის 1988 წლამდე დღეში 6 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. იმავე წელს მან გადაიტანა ოპერაციაც. 2000 წელს მუსიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც გამოწვეული იყო პროგრესირებადი დიაბეტით, ტკივილები კი გადაადგილების საშუალებას ურთულებდა. 2002 წლის 13 თებერვალს  არიზონაში დიაბეტური გართულებებისას  ჯენინგსი ძილში გარდაიცვალა.

დაკრძალვის ცერემონიაზე, რომელიც 15 თებერვალს გაიმართა, ჯესი კოტლერმა მოწვეული ახლო ბეგობრებისა და კოლეგებისთვის შეასრულა სიმღერა Storms Never Last.

წყარო: Waylon Jennings

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს