ტრისკაიდეკაფობია – ცოტა რამ რიცხვი 13-ის შესახებ

რიცხვი 13-ის შიშს ტრისკაიდეკაფობია (Triskaidekaphobia) ეწოდება და ის საკმაოდ გავრცელებულია დედამიწაზე. სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები ცდილობენ რიცხვ 13-ს გაექცნენ. მაგალითად საფრანგეთში ვერ ნახავთ #13 სახლს, თვითფრინავებში 12-ე სავარძელს პირდაპირ 14-ე მოყვება. ამერიკაში კი არ არსებობს #13 ავტობუსები, ცათამბრჯენებში 12-ე სართულს 14-ე მოსდევს, ზოგ სასტუმროებში კი 13-ე სართული და ნომერი არ არსებობს. ამ ფობიით შეპყრობილ ადამიანებს ყოველი თვის 13 რიცხვში უჩნდებათ პანიკა რომ ამ დღეს რაღაც უბედურება მოხდება.
ადამიანს უხსოვარი დროიდან სწამდა, რომ არსებობდა კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, ნათელი და ბნელი, ბედნიერი და უბედურების მომტანაი რიცხვები. მაგალითად 12-ს ბაბილონელები სრულყოფილ და წმინდა რიცხვად თვლიდნენ, ვინაიდან “ცის თაღი” დაყოფილი იყო 12 თანავარსკვლავედად, წელიწადში იყო 12 თვე. დღე-ღამეში 2X12 საათი. საათში 5X12 წუთი, წუთში 5X12 წამი. რიცხვი 13 კი ამ სრულყოფილების ფარგლებში ვერ თავსთებოდა, ურევდა ანგარიშს, აძნელებდა თვლას, შეცდომაში შეჰყავდა ადამიანები და ამიტომ მას ძველთაგანვე არახელსაყრელ, არასასურველ და ბოროტ რიცხვად თვლიდნენ.
მაშნდელი რწმენით რიცხვ 13-ს ადამიანისთვის შეეძლო მოეტანა უბედურება. აქედან დაედო სათავე ბევრ ლეგენდას “უიღბლო” და საბედისწერო რიცხვი 13-ის შესახებ. ის კვიმატ რიცხვად იქნა აღიარებული. ამას შემდგომ ისიც დაემატა, რომ ქრისტეს 13-ე მოწაფე იუდა გამყიდველი აღმოჩნდა.
ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დღესაც არის შემდეგი გამოთქმები: “რას ეჩრები 13-ე გოჭივით”, “შენ ვისი 13-ე გოჭი ხარ”. იყო დრო, როცა წვეულებაში 13 ადამიანის თავმოყრა ცუდის მომასწავებლად ითვლებოდა, რადგან თითქოს იმ წელს ერთ-ერთო მათგანი აუცილებლად მოკვდებოდა.
უამრავი ადამიანი კი, ვინც არაა მიდრეკილი რიცხვ 13-ში უბედურების ნიშანი ეძიოს, ცდილობს გარეკვეს თუ რას წარმოადგენს რეალურად რიცხვი 13. რადგან ის პერიოდულდ ყველა ჩვენგანს გვხდება სხვადასხვა სიტუაციებში და იპყრობს ჩვენს ყურადღებას. პასუხი ამაზე კი საკმაოდ ლოგიკურია: რადგანაც რიცხვი 13 კარმიულია, მისი გამოჩენა სწრაფ ცვლილებებს მოასწავებს, რომლის აცილება შეუძლებელია. ამრიგად უნდა მოვემზადოთ ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილებებისთვის, რადგან ახალი გარემოებებით გამოწვეულმა უსიამოვნებებმა ზიანი არ მოგვაყენოს.
