‘გონება ბატონობს აზრების წყალობით, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ და ინარჩუნებენ’

და ვინც მაძიებლობის გზაზე დგახართ ვფიქრობ დაგეხმარებათ ამ საკითხზე მინიმუმ დაფიქრება.
‘გონება ბატონობს აზრების წყალობით, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ და ინარჩუნებენ. გონება შეიძლება მივამსგავსოთ ხასიათის შიდა ‘სამოსის’ და გარემოებების გარე ‘სამოსის’ მკერავს. და თუ აქამდე ადამიანი ‘კერავდა’ უცოდინრობას და ტკივილს, მან შეიძლება გასხივოსნებას და ბედნიერებას სწორი აზროვნების წყალობით მიაღწიოს’.
ჯეიმს ალენი
ხშირად გვსმენია მისტიკოსთა ტექსტებიდან ‘გონების გადაგდება’, ‘გონების მოკვლა’ – მაგრამ მგონია რომ ეს მიდგომა იმითაა განპირობებული რომ საზოგადოდ იმდენად ჩახშობილი იყო გულის ენერგია – სიყვარულის ენერგია, რომ საჭირო იყო ამისთვის მეორე უკიდურესობის დაპირისპირება, მეორეს მხრივ კი – იმდენად რთულია სხვა გზა, რომ ამ მარტივი ხერხით ცდილობდნენ მისტიკოსები მაძიებელთა ‘გამოღვიძებას’.
თუკი შენი გონება დაწყლულებულია, იმდენად ტოქსიკური შეხედულებების მატარებელია რომ წამლავს შენს სულს, ემოციებს და არსს,მაშინ ეს მიდგომა გამართლებულიც შეიძლება იყოს.
მაგრამ რეალურად რაიმეს გადაგდება, რაიმეს მოკვლა – უკვე მცდარი გზაა, რადგან დაპირისპირება არასოდეს მოიტანს კარგ შედეგებს.
თუკი ადამიანები ახლა გადაეწყობიან გულის ჩაკრის გააქტიურებაზე და ზედმეტად გაიძლიერებენ ემოციურ მხარეს, მაშინ შესაძლოა მისტიკოსებმა დაიწყონ საუბარი ამჯერას ‘გულის მოკვლაზე, გულის გადაგდებაზე’.
ანუ დასკვნა რა არის –
საჭირო კი არ არის რაიმეს გადაგდება, არამედ თანასწორად შენი გონების, გულის, სულის – მუშაობა. საჭიროა შენი გონების – ჩაყენება განვითარების, სულიერების, განკურნების სამსახურში.
მისი მოკვლა რა საჭიროა? რატომ უნდა ვებრძოლოთ რაიმეს?
ამის გამო უამრავი ადამიანი უამრავ საათს ატარებს ‘გონების მოკვლის’ სავარჯიშოებში, მაგრამ სამწუხაროდ როცა გონებას მტრის ხატად დაისახავ – ფსიქიკური პრობლემები შეიძლება დაიმართო. ამიტომ გავაცნობიეროთ, რომ გონება ჩვენი მეგობარია – უბრალოდ საკმაოდ ძნელად დასამეგობრებელია, თუმცა ისეთი მეგობარია, რომელიც თუ დაიმეგობრე საუკეთესო მეგობრად შეიძლება გექცეს.
მისტიკოსთა გონების მიმართ უარყოფითი დახასიათებები, არგულისხმობს ‘წმინდა გონების’ უარყოფას, ესაა ცარიელი მატერიალიზმზე მიჯაჭვული გონება – რომელიც ფაქტებს ვერ სცდება, მაგრამ გონება რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვრწვნათ ჩვენი მუშაობით –
წმინდა გონება შეიძლება გახდეს, როცა სულიერების – არსის ძიების, შეცნობის სამსახურში დგება და სიყვარულად ემსახურება თავის არსს. როცა გული, სული და გონება დაძმობილდებიან – ადამიანი უმშვენიერეს გზას გადის მაძიებლის.
ასე რომ გადამტერება როგორც გულის არვარგა და ნებისმიერი ვინც სიყვარულს უარყოფს, უარყოფს თავის თავს და სიცოცხლეს, და მისი ცხოვრება სიკვდილს ემსგავსება, ასევე გონების გადამტერება არ შეიძლება და გულის გაკერპება, რადგან გონებადაკარგული გული – ცარიელი ემოციაა რომელიც სულიერებად ვერ გარდაქმნის თავის გრძნობებს და ამ ემოციური ღელვებით თავს უფრო გაინადგურებს, ვიდრე ააშენებს.
შესაძლოა რთულად მოგვეჩვენოს წლები ნაგროვები დესტრუქციისგან, ჭაობისგან, ტოქსიკური ნარჩენებისგან ჩვენი გონების წმენდვა, მაგრამ – თუ საფუძვლიანად ყველა წერტილით , ყველა ნაწილით – დარაზმულები არ ჩავაყენებთ ჩვენს არსს – განკურნების სამსახურში – ნამდვილი განკურნება ვერ შედგება და მერე ნუ გვიკვირს რატომ ვკარგავთ ამ საოცარ ‘გასხივოსნებულ მდგომარეობებს’ იმიტომ რომ შენი რაღაც სფერო ვერ ‘გაასხივოსნე’, შენი რაღაც სფერო – სიცოცხლის აყვავების სამსახურში ვერ ჩააყენე და ჯერ კიდევ დესტრუქციულად მოქმედებს შენზე.
აქ საჭიროა რომელ წერტილში გვერღვევა ჰარმონია იმის გაცნობიერება, და მერე ამ ნაწილთა გაძლიერება და ჩვენი პიროვნების დაბალანსება. იდეალური მახვილის ჭერით ( გულით ) ვერ გაიმარჯვებ ბრძოლაში, თუკი ხის ფარი ( გონება ) გიჭირავს.
ავტორი: ნინო დიდებაშვილი