ფერადი მინის სანაპირო
მინის სანაპირო – ეს საოცრად ლამაზი ადგილი კალიფორნიის შტატში, ფორტ ბრეგთან (Fort Bragg), მაკკერიჩერის პარკში (MacKerricher State Park) მდებარეობს. მინის პარკი ნაგავსაყრელის წყალობით წარმოიქმნა.
1949 წლიდან ფორტ ბრეგის მოსახლეობას მიქონდა ნაგავი კლდოვან სანაპიროზე და პირდაპირ ოკეანეში ყრიდა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ავეჯს, ტანსაცმელს, მანქანებსაც კი. მოგვიანებით, 60-იან წლებში ნაგავსაყრელმა ფუნქციონირება შეწყვიტა, ხოლო ნაგავის ნაწილი გაიტანეს. წლების განმავლობაში მუშავდებოდა უამრავი პროექტები ნაგვით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანაში ადამიანებს ისევ ბუნება დაეხმარა.
იმ ზიანის გამოსწორება, რაც ადამიანმა ვერ მოახერხა, ზღვის მიმოქცევამ, ქარმა, წვიმამ და მზემ ითავა. შედეგად, წლების განმავლობაში ნაგავსაყრელი უკვალოდ გაქრა. 80-იან წლებში ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორია ისევ სუფთა, გამჭვირვალე ოკეანემ და ფერადქვიშიანმა სანაპირომ შეცვალა. ნაირფერი ქვიშა ყოფილი მინა და პლასმასია, რომელიც ზღვამ ფერად-ფერად, ნახევრად გამჭვირვალე კენჭებად აქცია.
ყოფილი ნაგავსაყრელი ახლა უკვე პოპულარული ტურისტული ადგილია. ხოლო თუ არ იცით, ვერასოდეს მიხვდებით, რომ ამ საოცარი სანაპიროს ადგილას ოდესღაც ტონობით საყოფაცხოვრებო ნარჩენები ეყარა.