კიპუ – ინკების უნიკალური კვანძოვანი დამწერლობა

კიპუ – წარმოადგენდა ინკების უნიკალური ცივილიზაციის ორიგინალურ – “კვანძოვანს დამწერლობას”. იგი გავრცელებული იყო სამხრეთ ამერიკაში მდებარე უარის, პარაკასისა და ინკების კულტურებში. თავად – კიპუ, გახლდათ გრძელი ბაწარი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო სხვადასხვა ფერისა და ზომის ძაფები. ფერების შეხამება და კვანძების კომბინაცია, ბაწარზე ან თოკზე გამოიყენებოდა – გადასახადების დასაანგარიშებლად, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის დასაფიქსირებლად, საკუთარი სახელებისა და სხვადასხვა ფონეტიკური ელემენტების გადმოსაცემად.
პერუს კარალის კომპლექსის ერთ-ერთ ტაძარში არქეოლოგის – რუტ მარტა შეიდი სოლისის მიერ, აღმოჩენილ იქნა ჰერმეტულად დახურული ოთახი. მისი გახსნის შედეგად კი ნაპოვნი იქნა გასაოცარი კიპუ, რომელიც 6 კილოგრამს იწონიდა. მეცნიერთა ვარაუდით იგი ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წლის წინანდელი უნდა იყოს. მას დღემდე მიიჩნევენ შუმერული დამწერლობის შემდეგ, ყველაზე ძველ საკომუნიკაციო საშუალებად ადამიანებისათვის. ამ აღმოჩენამდე, ყველაზე ძველ კიპუდ მიჩნეული იყო 779-991 წლით დათარიღებული კიპუ.
ინკების ისტორიის სპეციალისტთა გადმოცემის თანახმად, ზოგიერთი კიპუს სიგრძე ძალიან დიდი იყო, ხოლო ინფორმაციის მოცულობით, მას შეეძლო თანამედროვე მრავალტომიანი სტატისტიკური ცნობარიც კი შეეცვალა. მასში უამრავი ინფორმაცია იყო დაცული ბუნების, ადამიანების, საბუღალტრო და ყველა იმ დროინდელი ზოგადსაკაცობრიო თემების შესახებ.

წყარ: ისტორია