რას ეძებ?

კულინარია საქართველო

თბილისში საუკეთესო? Good Choice

თბილისში საუკეთესო? Good Choice

განვიხილოთ თბილისში უკვე კარგად დამკვიდრებული კვებითი ობიექტი გუდ ჩოისი. დღევანდელ რუბრიკაში ვისაუბრებთ და შემოგთავაზებთ ვიდეო მასალას გუდ ჩოისზე.

დავიწყოთ შეფასება ინტერიერით, ვესტუმრეთ საბურთალოს ფილიალს სადაც დაგვხვდა უზომოდ მეგობრული ატმოსფერო და პერსონალი ნამდვილად რომ ამ მეგობრული ატმოსფეროს მთავარი ნაწილია, სისუფთავე ჰიგიენური ნორმები უმაღლეს ხარისხში ჰყავთ აყვანილი. ინტერიერში ყველაზე მეტად რაც თვალსაჩინო არის ეს არის გამჭვირვალე სამზარეულო სადაც ნებისმიერს შეგიძლიათ თქვენი თვალებით შესცქეროთ თქვენივე შეკვეთის მზადებას. ობიექტი აშკარად ხაზსს უსვავს ნდობის საკითხს მასსა და მომხმარებელს შორის რაც მსგავსი ჯერ-ჯერობით არც-ერთ სხვა კვებით ობიექტის ფილიალში არ შეგვხვედრია. ინტერიერის სილამაზეზე არ ვიცით ვინ იზრუნა თუმცა აქაც ვიტყვით რომ ნამდვილად გემოვნებიანად არის მოწყობილი, რაც საშუალებას იძლევა ნებისმიერი კატეგორიის სტუმრისთვის იყოს კომფორტული და მისაღები.

სამზარეულოში რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა ამას თავიდანვე მივხვდით, კიდევ ერთხელ გვსურს ხაზი გავუსვათ სამზარეულოს გამჭვირვალობას და ასეთ ინოვაციურ შემოქმედებას ქართულ ბაზარზე. სამზარეულოში მომუშავე პერსონალი საკმაოდ მკაცრად იცავს ჰიგიენურ ნორმებს რაც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. ვიდეოში იხილავთ ბურგერების აწყობის და შექმნის ძალიან გემრიელ და საინტერესო კადრებს.

გადავიდეთ საბოლოო ეტაპზე, დაგემოვნება მოხდა უგემრიელესი საფირმო გუდ ჩოისის ბურგერისა და ტრიუფელ ბურგერის. ორივე ბურგერში რომ დაბალანსებული გემოები იყო ეს გუდ ჩოისის მომხმარებლებმა ალბათ ყველამ იცით თუმცა ხაზი აუცილებლად გასასმელია ერთ-ერთ ინგრედიენტზე, ყველი ჩედარი,პარმეზანი და გაუდა აშკარად ობიექტი უმაღლესი ხარისხის ყველის მიღებაზე მუშაობს და დიდი გაკვირვება გამოიწვია ჩვენში თუ როგორ დაამზადეს ბურგერი ისე რომ პირველი რასაც ხაზი გავუსვით ეს იყო ყველის განსხვავებული უგემრიელესი ფაქტორი. მოგიწოდებთ ძვირფასო მკითხველნო აუცილებლად დააგემოვნოთ გუდ ჩოისის საფირმო ბურგერი და ყველა დაგვეთანხმებით რომ ეს ფაქტორი ყველა სხვა მსგავს ობიექტისგან განასხვავებს გუდ ჩოისს.

საფირმო ბურგერ გუდ ჩოისის შემადგენლობა: უგემრიელესი წვნიანი ხორცი 240გრ. სეზამიანი პური, ახალი საფირმო სპეც სოუსი, აისბერგი, მჟავე კიტრი, კარაქში დაბრაწული ხახვი, ჩედარი, პარმეზანი, გაუდა და საუკეთესოდ შემწვარი ბეკონი.
ტრიუფელი ალბათ მაინც ყველაზე ახალი სიტყვაა აღნიშნულ სეგმენტში, გუდ ჩოისი თავის მხრივ ცხადია თავის მომხმარებლებს სთავაზობს ტრიუფელ ბურგერს.

გთავაზობთ აქვე ტრიუფელ ბურგერის შემადგენლობას: ორი სახეობის საფირმოდ შეზავებული საქონლის ხორცი 300გრ, ბურგერის პური, ტრუფელის სოუსი, მჟავე კიტრი, კარაქში დაბრაწული ხახვი ხის სოკოთი და ბეკონით, ჩედარი, გაუდა. სოკოს მოყვარულებმა რომ აუცილებლად უნდა გასინჯოთ ეს ბურგერი ამის შეხსენება ნამდვილად არ გჭირდებათ თუმცა ვინც ახალ გეომებს ეძებს და სურს მაღალი ხარისხის ბურგერის მირთმევა, სიახლის სახით გუდ ჩოისში ტრიუფელ ბურგერი აუცილებლად ერთ-ერთი გასასინჯი ბურგერია. უდიდესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მზარეულს გიორგი ბერულაშვილს თავისი პროფესიონალიზმისთვის და მაღალი დონის შესრულებისთვის. ვიდეოში ასევე იხილავთ გუდ ჩოისში დაგემოვნებულ მილქშეიქზე რომელიც იყო უგემრიელესი და მართლაც გავბედავთ და ვიტყვით ქალაქში საუკეთესო. მომსახურე პერსონალის წევრი ანი მარქარიანი რომელიც თავისი პოზიტიური მიდგომით და საუკეთესო ,,მასპინძლობით“ გამოირჩევა შეძლო ჩვენი გაოცება და სასწაული მილქშეიქი მოგვიმზადა. შეიქების მოყვარულებს აბსოლუტურად ყველას გირჩევთ რომ ესტუმროთ გუდ ჩოისს და გასინჯოთ შედევრი, უამრავ კვებით ობიექტს დავუგემოვნეთ ვანილის მილქშეიქი თუმცა აღნიშნული იყო სასწაული და თამამად ვიტყვი არა ერთ-ერთი არამედ ერთადერთი საუკეთესო.

მართლაც ბრავო გუდ ჩოისის ობიექტს ასეთი მაღალი ხარისხისთვის, კლიენტთან მაღალი დონის წარმოებული მომსახურეობისთვის და დანარჩენს კი თავადვე იხილავთ ვიდეოში.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *