რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია მსოფლიო

20 ივლისის შეთქმულება ჰიტლერის წინააღმდეგ

20 ივლისის შეთქმულება ჰიტლერის წინააღმდეგ ფიურერი, ადოლფ ჰიტლერი

20 ივლისის შეთქმულება ჰიტლერის წინააღმდეგ. პირველ ორ სურათზე ასახულია შეთქმულების ინიციატორები და ხელმძღვალები. გენერალ – პოლკოვნიკი ლუდვიგ ბეკი, გერმანიის გენშტაბის უფროსი 1935-1938 წლებში. გენერალ მაიორი ხენინგ ფონ ტრესკოვი. მესამე მარცხიდან პირველი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი, ვისაც უნდა აეფეთქებინა ჰიტლერი და ორი ადამიანი რომელსაც ჰიტლერის სიკვდილის შემდეგ ვერმახტის სრული მხარდაჭერა უნდა უზრუნველყო, ფელდმარშლები გიუნტერ ფონ კლუგე და ერვინ რომელი! აგრეთვე სამომავლოდ შეთქმულების მონაწილეებმა გადმოიბირეს ბევრი გენერალი და მაღალი რანგის ოფიცერი, მათ შორის აბვერის შეფი ვილგელმ კანარისი.

ლუდვიგ ბეკი, ხენინგ ფონ ტრესკოვი, კლაუს ფონ შტაუფენბერგი, გიუნტერ ფონ კლუგე, ერვინ რომელი.

შეთქმულების ხელმძღვანელი პირები მიიჩევდნენ რომ ჰიტლერს კატასტროფისკენ მიყავს გერმანია როგორც სახელმწიფიფიებრივად ისე მორალურად. კონცლაგერების და SS არსებობა მიაჩნდათ გერმანული არმიის, გერმანული ნაციის და მისი იდეალების შეაურაცყოფად! ამის გარდა ისინი სუფთა პრაგმატულად თვლიდენ რომ სტალინგრადის და შემდგომ უკვე კურსკის ბრძოლის , გერმანიას ომში გამარჯვების შანსი არ აქვს და რომ ჰიტლერს არავინ დაელაპარაკება მისი წარმოუდგენელი სამხედრო და საკაცობრიობიო დანაშაულებების გამო და მოკავშირეები გერმანიას მიწასთან გაასწორებენ და დაყოფენ , რაც ზუსტად ასე მოხდა საბოლოოდ! აქედან გამომდინარე გერმანიას გადარჩენა სჭირდება. შეთქმულები დიდხანს ფიქრობდნენ როგორ მოეშორებინათ ჰიტლერი და მალე ბრწყინვალე საშუალება მიეცათ ბუნებრივად განვითარებული პროცესების გამო.

პოლკოვნიკი ფონ შტაუნბერგი დაინიშნა სარეზერვო არმიის შტაბის უფროსად. მას მიეცა უფლება დასწრებოდა ჰიტლერთან გამართულ თათბირებს. გენერალ ბეკის ინიციატივით გადაწყდა ჰიტლერი აეფეთქებინათ ასეთი თათბირის დროს. ოპერაციის განხორციელების თარიღად დაინიშნა 1944 წლის 20 ივლისი როცა შტაუფენბერგს ჰიტლერისთვის უნდა წარედგინა მოხსენება ორი ახალი სარეზერვო დივიზიის შექმნის შესახებ აღმოსავლეთ პრუსიაში , რასტენბურგში. მის აფეთქებას სწორედ მაშინ აპირებდნენ, როცა შტაუფენბერგმა პორტფელი იმ მაგიდის ქვეშ ამოდო, რომელიც ჰიტლერის წინ იყო განთავსებული. ეს ადგილი სპეციალურად იყო შერჩეული, რადგან ადგილი სადაც ჰიტლერი იჯდა მუხის ხის სქელი საყრდენები ფიურერისკენ იყო მიშვერილი.

გეგმის საწყისი ეტაპი ბრწყინვალედ ჩატარდა. აფეთქებაც მოხდა , მაგრამ ჰიტლერი სენსაციურად გადარჩა. იგი იხსნა ბრანდტის (ჰოიზინგერის მოადგილე) მოულოდნელმა მოქმედებამ, როდესაც რუისკენ დაიხარა შემთხვევით ფეხი წამოსდო პორტფელს და მუხის საყრდენის მეორე მხარეს გადააგდო.

აფეთქება მოხდა 12 საათსა და 42 წუთზე. სტენოგრაფი ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო შემდგომ კი მიღებული ჭრილობებისგან ჰიტლერის ადიუტანტები– ბრანდტი, კორტენი და შმუნდტი. თავად ჰიტლერი ამ შემთხვევას მცირე სიდამწვრით გადაურჩა. შეთქმულებმა სცადეს ბერლინზე კონტროლის დამყარება. ოპერაცია “ვალკირიას” ფარგლებში გამოაცხადეს რა ჰიტლერი გარდაცვლილად მაგრამ ვერ აიღეს ხელში ძალაუფლება. აქ გადამწყვეტი როლი რეალურად შეასრულა ფელდმარშალმა ვილჰელმ კეიტელმა რომელიც ვერმახტის უმაღლესი მთავარსარდლობის შტაბის მეთაური იყო და რომელმაც არმიას უბრძანა არ შეესრულებინათ ბერლინიდან გაცემული ბრძანებები.

ამავე დროს სარეზერვო არმიის მეთაური ფრიდრიხ ფრომიც განუდგა შეთქმულების მონაწილეებს და უარი განაცხადა მას დაქვემდებარებული რეზერვისტების არმია მოქმედებაში მოეყვანა. მალევე ჰიტლერი რადიოთი გამოვიდა და გამოაცხადა რომ ის ცოცხალი და არმია მას უნდა დაემორჩილოს როგორც უმაღლეს მთავარსარდალს. აქ დიდი როლი ენიჭებოდათ დასავლეთის ფრონტზე მყოფ კლუგეს და რომელს , მაგრამ ისინი დაიბნენ და ვერაფერი მოიქმედეს და ვერ შეძლეს დასავლეთიდან საჯარისო ნაწილების დაძრა ბერლინისკენ. შეთქმულება საბოლოოდ დამარცხდა!

დაიწყო საშინელი რეპრესიები. ნაცისტური რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს. გენერალ-პოლკოვნიკი ლუდვიგ ბეკი რომელიც პუტჩის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური უნდა გამხდარიყო ფრომის ბრძანებით მოკლა ერთ-ერთმა ფელდფებელმა. შუაღამისას ფრომის ბრძანებითვე ბენდელბლოკის ეზოში დახვრიტეს შეთქმულების სხვა აქტიური მონაწილეებიც შტაუფენბერგი, ოლბრიხტი, ჰაეპტანი და კერნჰეიმი. დახვრეტილთა გვამები თავდაპირველად მათჰაუსის სასაფლაოზე დაკრძალეს. მეორე დღეს კი ჰიმლერის განკარგულებით ისინი ამოთხარეს და დაწვეს.შეთქმულების კიდევ ერთმა მონაწილემ ჰენინგ ფონ ტრეშკოვმა თავი აიფეთქა.

პუჩისტების აღმოჩენის მიზნით ბერლინში “20 ივლისის სპეციალური კომისია” შეიქმნა. გამოძიება 1944 წლის 20 ივლისის პუტჩისტებისა და სხვა შეთქმულების წინააღმდეგ ომის დასრულებამდე გაგრძელდა. მთელი ქვეყნის მაშტაბით მასობრივი დაჭერები განხორციელდა. 20 ივლისის შეთქმულების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 1944 წლის 7 აგვისტოს დაიწყო . მოსამართლე იყო როლანდ ფრაისლერი. მან სამხედრო შეთქმულებაში მონაწილეებს ბრალად წაუყენა სახელმწიფო ღალატი და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. განაჩენი გამოტანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ბერლინში პლოცენზეეზე მოჰყავდათ ჯალათებს სისრულეში. შეთქმულები კაუჭებზე ჩამოკიდეს და მათი სიკვდილი ფირზე გადაიღეს. სიკვდილით დასჯილ იქნა 7000 ათასი ადამიანი, კიდევ 7000 კონცლაგერებში გადაიყვანეს.

1944 წლის 8 აგვისტოს ერვინ ფონ ვიცლებენს, ხოლო 21 აგვისტოს ფრიც ტილეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. როცა გენერალი კარლ ჰაინრიხ ფონ შტულპნაგელი ბერლინში დაიბარეს, მან თვითმკვლელობა სცადა, მაგრამ გადარჩა. ის 1944 წლის 30 აგვისტოს დასაჯეს სიკვდილით. შემდეგ ჯერ ერვინ რომელზე და კლუგეზე მიდგა. ორივემ სიცოცხლე თვითმკველობით დაასრულა.

არც ფრიდრიხ ფრომს უშველა შეთქმულების ღალატმა. მას უშუალო მონაწილეობა ვერ დაუმტკიცდა, ამიტომ ის მტრის წინაშე გამოჩენილი სილაჩრის ბრალდებით გაასამართლეს და 1945 წლის 12 მარტს დახვრიტეს. გესტაპოს გამოძიება, სპეციალურად შექმნილი ე.წ სახალხო სასამართლოები და სიკვდილით დასჯის პროცესები 1945 წლის ადრე გაზაფხულამდე გაგრძელდა. აპრილში SS-ის ბრძანებით კონცლაგერებში მყოფი 20 ივლისის შეთქმულები დახვრიტეს, მათ შორის აბვერის ყოფილი შეფი ვილჰემ კანარისი!

შტაუფენბერგის თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ ჰიმლერმა ბრძანება გასცა, რომ უნდა დასჯილიყვნენ არა მარტო შეთქმულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც უნდა განადგურებულიყვნენ. ომის დასასრულმა ნაცისტურ რეჟიმს გეგმების განხორციელებაში ხელი შეუშალა. ამიტომ შეთქმულების ბევრი ნათესავი ცოცხალი გადარჩა.

ასე დასრულდა გერმანელ იდეალისტთა შეთქმულება ნაცისტური რეჟიმის მოშორების მიზნით. ერთი რაც ნაღდია რომ ყველა მსოფლიოში აღიარებდა რომ ეს იყო გმირი პატრიოტი ხალხი რომელიც ხვდებოდა რომ ბახის , გოეთეს , ბისმარკის და მოცარტის სამშობლოსთვის ტრაგედია იყო რაც ხდებოდა მორალურად თუ ფიზიკურად და ნაცისტური რეჟიმი დიად გერმანიას სრულ განადგურებას უქადდა. ამიტომაც მათ ყველაფერი გაიღეს რაც ქონდათ გერმანიის გადასარჩენად და დარჩნენ გმირებად კაცობრიობის თვალში!

ბოლოს კი, შეთქმულების ცნობილი ლოზუნგი: “თუ არაფერი გამოგვივა და ჩვენ დავმარცხდებით ამ საშინელ ბოროტებასთან, ჩვენ გვახსოვს უფალმა აბრაამს უთხრა ” სოდომ გომორში იპოვე 10 ალალი, სუფთა გულის ადამიანი და მე ამ ქალაქებს არ გავანადგურებ” და დაე გერმანიაში გამოჩდებიან ასეთი ადამიანები და ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ამის შედეგად, უფალი შეიწყალებს გერმანიას და მისცემს მას სამომავლოდ ისევ აღორძინების საშუალებას! “

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა