რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია მსოფლიო

ჰეიჰაჩირო ტოგო – იაპონიის გმირი ადმირალი

ჰეიჰაჩირო ტოგო - სამურაი - იაპონელი ადმირალი

ჰეიჰაჩირო ტოგო დაიბადა 1848 წელს კაგოსიმაში , პროვინცია საცუმა, სამურაების ოჯახში. მიიღო საუკეთესო განათლება სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად 1867 წელს ის პროვინციაში შექმნილ ახალ სამხედრო-საზღვაო ესკადრას შეუერთდა და არა სახმელეთო არმიას.

1869 წელს მიიღო მონაწილეობა ბოსინის ომში სადაც სეგუნების მართველობა დაამხრეს და პირდაპირი საიმპერატორო მართველობა აღადგინეს. 1871 წელს კი მან ჩააბარა საზღვაო აკადემიაში და 1872 წელს ის სხვა 7 წარჩინებულ სტუდენთან ერთად, იმპერატორის პირადი ბრძანებით გაუშვეს დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად.

იქ 7 წლის განმავლობაში დარჩა. ამ პერიოდში მან წარჩინებით დაამთავრა სამეფო-სამხედრო-საზღვაო აკადემია პორტსმუტში, მათემატიკოსის ხარისხი მიიღო კემბრიჯში, სამხედრო გემ “ჰემპშირზე” მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში მიიღო მონაწილეობა და 1879 წელს კაპიტნან-ლეიტენანტის ჩინით დაბრუნდა იაპონიაში, სადაც იგი დანიშნეს სამხედრო გემ “ამაგის” კაპიტნად. 1887 წელს მიანიჭეს 1 რანგის კაპიტნის წოდება და დანიშნეს კურეში სამხედრო -საზღვაო ბაზის მეთაურად.

ასე გრძელდებოდა სანამ არ დაიწყო ჩინეთ -იაპონიის დიდი ომი. მაშინ ის დანიშნეს კრეისერ “ნანივას” მეთაურად. 1894 წლის 24 ივლისს სწორედ მისმა კრეისერმა განახორციელა ომის პირველი გასროლა კრეისერ “ცზიუანის” მიმართულებით. 25 ივლისს ჩაძირა ჩინური ფლოტის ერთ -ერთი ფლაგმანი “”ქოუშინგი” რომელიც ბრიტანეთში იყო ნაყიდი. 1894 წლის 17 სექტემბერს კი მისმა კრეისერმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩინეთის ფლოტის განადგურებაში მდინარე იალუსთან გამართულ დიდ ბრძოლაში.

1896 წელს ჩინეთთან ტრიუმფალურად დასრულებულ ომში გამოჩენილი გმირობებისთვის, დაინიშნა სამხედრო- საზღვაო სკოლის მეთაურად სასებოში. 1898 წელს მიენიჭა ვიცე -ადმირალის წოდება, 1900 წელს ბოქსიორთა ცნობილი აჯანყების დროს ჩინეთში, რომლებმაც მანდ ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დაინიშნა სამხედრო ესკადრის მეთაურად რომლითაც სანიმუშოდ უზრუნველყო იაპონიის არმიის გადაყვანა ჩინეთში, სადაც მათ მიიღეს მონაწილეობა, საერთაშორისო მისიაში რომელიც ჩინეთში მშვიდობის და წესრიგის აღდგენას ითვალისწინებდა.

იქიდან დაბრუნებული დაინიშნა სამხედრო -საზღვაო ბაზის მაიჰიძურას მეთაურად. 1903 წელს პირადად იმპერატორ მუცუხიტოს ინიაციატივით დაინიშნა იაპონიის ფლოტის მეთაურად!

1904 წელს კი დაიწყო ომმი რუსეთის იმპერიასთან. ამ ომმა ის ნამდვილ ლეგენდად აქცია. მან უზრუნველყო პორტურ არტურის სრული ბლოკადა , რომლის შედეგად გარნიზონი რომელიც გააფთრებით იცავდა თავს, იძულებული გახდა დანენებულიყო. მერე მან დაამარცხა რუსეთის წყნარი ოკეანის 1 ესკადრა, 27 მაისს კი ცუსიმის გრანდიოზულ საზღვაო ბრძოლაში , სრულიად გაანადგურა უძლიერესი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტი.

ომის შემდგომ ის დააჯილდოვეს იაპონიაში არსებული ყველა ჯილდოთი, პარალელურად სამხედრო-საზღვაო შტაბის მეთაურად დანიშნეს , რაც ერთდროულად ფლოტის მეთაურობასთან ერთად არავის ღირსებია.

1913 წელს მას მიანიჭეს ფლოტის საპატიო მარშლის ტიტული. 1914 წელს კი ის ახალმა იმპერატორმა ესიხიტომ გაათავისუფლა ყველა დაკავებული თანამდებობიდან და გაუშვა პენსიაზე, მაგრამ მისი გმირობების საპატივცემლოდ მას აღსაზრდელად ჩააბარეს კრონპრინცი ჰიროჰიტო.

ის ამ საქმინოაბას ეწეოდა 1914 -1924 წლებში და მერე როცა ჰიროჰიტო სრულწლოვანი გახდა, საბოლოოდ გავიდა პენსიაზე. ბოლო 10 წელი სიმშვიდეში და პატივში გაატარა თავის მშობლიურ პროვინციაში. სიკვდილის წინ მიანიჭეს მარკიზის წოდება. 1907 წელს კი ჰქონდა მინიჭებული გრაფის წოდება.

გარდაიცვალა 1934 წლის 30 მაისს. მთელი იაპონია გლოვობდა თავის გმირს, რომელმაც იაპონიას საოცარი გამარჯვებები და დიდება მოუტანა. მისმა აღზრდილმა, უკვე იმპერატორმა ჰიროჰიტომ კი უდიდესი პატივით დაკრძალა.

ასე დასრულდა ცხოვრება ამ ადამიანისა, რომელიც ითვლება იაპონიის ერთ-ერთ სიმბოლოოდ, სამურაების ღირსების და ვაჟკაცობის ეტალონად და მსოფლიო ფლოტების ისტორიაში ერთ -ერთ საუკეთესო ადმირალად!

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *