რას ეძებ?

ბიზნესი მსოფლიო საინტერესო

პალმის კუნძულები – „მსოფლიოს მერვე საოცრება“

პალმის კუნძულები - „მსოფლიოს მერვე საოცრება“ - დუბაი

კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თამამი პროექტის განხორციელება 2001 წელს დაიწყო: სამი, სრულიად ახალი კუნძულის მშენებლობას დუბაის ნაპირთან, სპარსეთის ყურეში ჩაეყარა საფუძველი. სამივე კუნძლი თავს იწონებს მდიდრული ცხოვრების სტილის ყველა ატრიბუტით, დაწყებული უმაღლესი კლასის სასტუმროებითა და პლაჟისპირა ვილებით, დამთავრებული ზღვისპირა კურორტებით, სავაჭრო კომპლექსებითა და თემატური პარკებით.

„პალმა ჯუმეირას„, „ჯებელ ალის“ და „დეირას“ სახელით ცნობილ კუნძულებს პალმების ფორმა აქვს და ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელები ერტყმის გარს. სამივე კუნძული ჭეშმარიტად მონუმენტური წამოწყებაა. კუნძული „დეირა“ ფართობით ნიუ-იორკის მანჰეტენის კუნძულზე დიდია.

პირველი, ყველაზე მცირე კუნძული „ჯუმეირაა“; მასზე ის ნოვატორული სამშენებლო მეთოდები და ტექნიკა გამოსცადეს, რომელსაც შემდგომ მისი დიდი მეზობლების ასაშენებლად იყენებდნენ. 11 კილომეტრის სიგრძის ნახევარმთვარის ფორმის ტალღამჭრელის გარეთა კიდე 6,3 მილიონი ტონა ქვისგან აიგო. თავად პალმის ასაგებად ზღვის ფსკერზე 94 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის ქვიშა ჩაიყარა. ტალღამჭრელში განგებ დატოვეს ნაპრალები, რათა კუნძლის გარშემო წყალმა იმოძრაოს, ხელი შეუწყოს რიფების წარმოქნასა და ზღვის ცხოველებისა თუ თევზების გავრცელებას.

პალმის „ტანისა“ და „ფოთლების“ ფართობია 5X5 კმ. ყველგან ასფალტის გზებია დაგებული; კუნძული მატერიკს 300 მ სიგრძის ხიდით უკავშირდება. ქვიშს პლაჟების გასწვრივ მდიდრული ვილები, ბინები და კურორტებია ჩამწკრივებული. ყველაზე გამორჩეული კურორტია „პალმ ეთლენთისი“, რომლის აკვა-პარკებსა და აუზებში დამსვენებლებს დელფინებთან ერთად შეუძლიათ ცურვა. „ჯუმეირაზე“ პირველი მოსახლეები 2009 წლის აპრილში გაჩნდნენ. კუნძულზე მსოფლიოშ ცნობილი რამდენიმე პიროვნება ცხოვრობს.

„ჯებელ ალი“ ორჯერ დიდია „ჯუმეირაზე“. ის 250 000 ადამიანზეა გათვლილი. კუნძულებიდან უდიდესი, „დეირა“ ზომით „ჯუმეირაზე“ რვაჯერ, ხოლო „ჯებელ ალიზე“ ხუთჯერ დიდია. სამშენებლო კომპანია Nakheel-ის მიერ „მსოფლიოს მერვე საოცრებად“ გამოცხადებული პალმის კუნძლების მშენებლობა ნამდვილად სარისკო საქმე იყო. მართალია, მშენებლობისას გარკვეული პრობლემები შეიქმნა, მაგრამ ის „დუბაი-უოთერფრანტთან“ ერთად ხმელეთის ათვისების ერთ-ერთი უდიდესი პროექტია, რომელიც მსოფლიოს აქამდე უნახავს.

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა