თრიალეთის ბრძოლა – საქართველო სელჩუკების წინააღმდეგ

ნებისმიერ ქართველს თუ კითხავ, რომელია საქართველოს ისტორიაში საუკეთესო ბრძოლაო, ის აუცილებლად გიპასუხებს ,,დიდგორის ბრძოლა”-ს, მაგრამ იცოდით, რომ ისტორიაში არის კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი ბრძოლა, რომელშიც დავით აღმაშენებელმა თურქების, მასზე დაახლოებით 66-ჯერ დიდი ჯარი დაამარცხა, ამ ბრძოლას ქვია – თრიალეთის ბრძოლა
1110 წელს ქართველები გიორგი ჭყონდიდელისა და მისი ძმისშვილების თეოდორე, აბულეთი და ივანე ორბელიანების მეთაურობით სელჩუკთა დასახლებას უკუაგდებენ და დიდი ბრძოლის გარეშე აიღეს სელჩუკთა ტერიტორიას შემოერთებული ქალაქი სამშვილდე . ამ აღების შემდეგ სელჩუკებმა მიატოვეს დატყვევებული მიწების უმეტესი ნაწილი, რითაც ქართულ ჯარებს ძერნა აეღოთ.
სამშვილდესა და ძერნას დაკარგვის შემდეგ 1110 წელს სულთანმა მუჰამედ I თაფარმა 100 000 კაციანი ლაშქარი გაგზავნა საქართველოში . ამ დროს ნაჭარმაგევში იმყოფებოდა საქართველოს მეფე დავითი. დავითს ორი გზა ჰქონდა: მტრისგან თავის დაღწევა და ჯარის შეკრება, ან მათი შეჩერება. პირველ ვარიანტს შეეძლო ქვეყნის დანგრევა მოჰყოლოდა. უფრო მეტიც, მეფის მიერ თურქების უკან დახევამდე ჯარის შეკრება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ დავითმა უფრო აგრესიული გზა აირჩია. როგორც კი მიიღო ინფორმაცია სელჩუკთა ჯარის შესახებ , მან გადაწყვიტა რა გაეკეთებინა. ღამით დამარცხებით, დავითის მეთაურობით 1500-მა ჯარისკაცმა მოახერხა თურქების შეჩერება თრიალეთის მთებში , სანამ ისინი ქართლის ველზე შევიდოდნენ . ამ გზით ქართველებმა მორალური უპირატესობა მოიპოვეს, გრძელი ლაშქრობისგან დაღლილ სელჩუკებს კი არასახარბიელო ვითარებაში მოუწიათ ბრძოლა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, თურქებმა დავითის უკეთ განლაგებული რაზმის დამარცხება ვერ შეძლეს და სასოწარკვეთილმა დატოვეს ბრძოლის ველი. მაშინ ქართველები კარგა ხანს დაედევნენ სელჩუკებს, სანამ არ დარწმუნდნენ, რომ მტერი ვეღარ გაბედავდა მოსვლას.
თრიალეთის ბრძოლის შემდეგ 11 წლის განმავლობაში სელჩუკთა იმპერიას არ დაუწყია დიდი სამხედრო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. 1110 და 1114 წლებში დავით ასევე არ წასულა სამხედრო ლაშქრობაში სელჩუკების წინააღმდეგ. 1115 წელს როჟე დე სალერნომ დაამარცხა მოსულის ათაბეგი სარმინის ბრძოლაში . დავითმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა, 1115-1118 წლებში სელჩუკებს წაართვა რუსთავი , ლორე, და აგარანი . მან ასევე დაამარცხა სელჩუკები რაჰსის ბრძოლაში.
წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Andria Korkelia