რას ეძებ?

ისტორია საინტერესო

1900 წლის მოკრივეების აჯანყება და პეკინის ალყა

1900 წლის მოკრივეების აჯანყება და პეკინის ალყა

1900 წელს, პეკინში 15 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, მოკრივეთა აჯანყების დროს, ერთად ებრძოდა ჩინელებს.1899-1901 წლებში ჩინეთში მოკრივეთა იგივე (ბოქსიორთა) აჯანყება მძვინვარებდა. მოკრივეები იყვნენ ნამდვილი სადისტები, მოძრაობა მთლიანად დაფუძნებული იყო ანტიქრისტიანულ იდეოლოგიაზე. ყველა ანტი-ქრისტიანი ჩინელები იყვნენ, რომლებსაც ჩინეთიდან ყველა უცხოელის განდევნა სურდათ. მათ ამ სახელს ჩინური საბრძოლო ხელოვნების ცოდნის გამო ეძახდნენ.

მოკრივეები სარგებლობდნენ დედა-დედოფლის მხარდაჭერით და პროდასავლელი იმპერატორის დამხობაც სურდათ. მოკრივეები უსასტიკესად არბევდნენ ეკლესიებს, აწამებდნენ და კლავდნენ სასულიერო პირებს, ევროპელებს და ქრისტიან ჩინელებს, არადა ისინი ცდილობდნენ განათლება, თანამედროვე მედიცინა და ქრისტიანული ჰუმანიზმის იდეები შეეტანათ ჩინეთში.

1900 წლის 20 ივნისს მათ ალყა შემოარტყეს პეკინის საელჩოების უბანს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიები იმყოფებოდნენ, იქვე აფარებდა თავს ჩინელი ქრისტიანები. 55 დღიანი ალყის განმავლობაში ბრიტანელები, ფრანგები, რუსები, გერმანელები, ამერიკელები, იაპონელები, ქრისტიანი ჩინელები, ბელგიელები, ესპანელები, ჰოლანდიელები, ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი ავსტრალიელები, ახალზელანდიელები და ინდოელები, ასევე ავსტრია-უნგრელები და იტალიელები ერთად ებრძოდნენ ჩინელ ბოქსიორებს, რომელთა რიცხვიც მკვეთრად აჭარბებდა მათსას, მაგრამ ქრისტიანთა სიმამაცეს, თავდადებას, რწმენას, ერთმანეთის თანადგომას და გმირობას საზღვარი არ ქონდა.

მალე დამხმარე ძალებით მოუვიდნენ და მიუხედავად იმისა რომ ჩინელები მაინც 10 – ჯერ აჭარბებდნენ მათ ეს გრანდიოზული ბრძოლა კოალიციის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. მოკრივეებმა სასტიკი მარცხი განიცადეს!

ასე დასრულდა ეს ისტორია. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მომენტია იმით რომ როგორც მეორე მსოფლიო ომში აქაც ნათლად ჩანს კეთილი და ბოროტი მხარეები და აქაც თამამად შეიძლება ითქვას რომ: “კეთილმა სძლია ბოროტსა არსება მისი გრძელია!”

1900 წლის მოკრივეების აჯანყება და პეკინის ალყა

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: დათო ბიბლაია 

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა