რას ეძებ?

ბიოგრაფია ისტორია საინტერესო

ერნან კორტესი და აცტეკთა იმპერიის დაცემა

ერნან კორტესი და აცტეკთა იმპერიის დაცემა

მას შემდეგ რაც 1492 წელს ქრისტეფორე კოლუბმა ამერიკა აღმოაჩინა, ევროპიდან ათასობით თავგადასავალთა მაძიებელი და ქრისტიანი მისიონერი გაემართა ახალი მიწებისკენ. ზუსტად ასეთი ადამიანი იყო ერნან კორტესი. 1504 წელს მან დატოვა ესპანეთი და გაემართა კუბისკენ სადაც ესპანელებს ახალი დასახლებები გაეკეთებინათ. აქ მან 14 წელი დაჰყო, მაგრამ ბოლოს მოწყინდა, აიღო დიდი სესხი, დაიქირავა 9 გემი რომელშიც განალაგა 900 კაციანი ქვეითთა არმია, 16 კავალერისტი, 10 ქვემეხი და 1519 წლის 10 თებერვალს გაემართა ახალი მიწების აღმოსაჩენად.

2 თვიანი მოგზაურობის შემდეგ 1 აპრილს ისინი ახალ მიწას მიადგენიან კუნძულ კოსუმულთან. აქ მათ აცტეკთა არმია დახვდებათ. რომლებმაც მიწაზე გადმოსულ უცხოტომელებს ეგრევე შეუტიეს. გაჩაღდა გააფთრებული ბრძოლა. ბოლოს კორტესმა საქმეში თავისი კავალერია ჩართო. ცხენები მანამდე ინდიელებს არასდროს ენახათ მათმა გამოჩენამ სრული პანიკა გამოიწვია მათ რიგებში და ისინი დამარცხდნენ და კუნძული დატოვეს. ესპანელებს კი აქ საშინელი სურათი დახვდა. ათობით სამსხვერპლო სადაც ადამიანებს მსხვერპლად წირავდნენ. ესპანელებმა აღმოაჩინეს ათასობით საფლავი და გარეთ დაყრილი, გულ ამოჭრილი გვამები. კორტესმა ცოცხლად დარჩენილი 20 ქალი გაანთავისუფლა, მათგან ერთ-ერთი მერე მისი მეუღლე გახდება და ნათლობის შემდეგ მარინას დაარქმევენ.

მარინამ კორტესი თავი სამშობლოში მიიყვანა ტლაშკალაში სადაც მან გაიგო აცტეკთა დიდი იმპერიის არსებობის შესახებ, აგრეთვე საშინელი დეტალები აცტეკების არაადამიანურ სისასტიკეზე. რომ ისინი ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს წირავდნენ მსხვერპლად თავიანთ ღმერთებს, სვავდნენ ადამიანთა სისხლს, არ გააჩნდათ არც დანდობა და არც თანაგრძნობა. მათ ათობით დიდი ტომი უბრალოდ მოსპეს და ირგვლივ ყველას საშინელ ტერორსა და შიშში ამყოფებდნენ. კორტესი და მისი მხებლებლები შეძრწუნებულები იყვნენ და წმიდა ჯვარზე დაიფიცეს რომ ბოლოს მოუღებდნენ ამ ბოროტებას.

აცტეკებმაც გაიგეს რომ უცხო ხალხი გამოჩნდა. ისინი კარგი მეომრები იყვნენ, მაგრამ გონებრივად ჩამორჩენილები. მათ როცა გაიგეს გადარჩენილი მეომრებისგან რაც მოხდა, ცხენების და ქვემეხების ამბები ჩათვალეს რომ ესპანელები “ღმერთები” იყვნენ და მათი მომადლიერება იყო საჭირო. აცტეკთა იმპერატორი მონტესუმა პირადად შეხვდა კორტესს და დიდი ძღვენი მიართვა. კორტესი დაინტერესდა სად იყო მათი მთავარი ქალაქი. მონტესუმას არ უნდოდა თავიდან მათი შემოსვლა, მაგრამ ბოლოს დათანხმდა.

კორტესის გეგმა იყო მონტესუმას ტყვედ აყვანა და მისი მეშვეობით ნელ- ნელა იმპერიის დაშლა.

როცა ის ქალაქში შევიდა მას 1000 მეომარი ყავდა. 1519 წლის 1 ივნისი იყო. ესპანელებმა დეტალურად დაიწყეს ყველაფრის მოკლევა და დარწმუნდნენ რომ რაც მოუყვეს სიმართლე იყო. მათ ნახეს ტენოტიჩლანის ცენტრში უზარმაზარი წარმართული ტაძარი, სადაც ყოველ კვირა ათასობით ადამიანს წირავდნენ მსხვერპლად, ქალაქი სავსე იყო იყო მოჭრილი თავებით, აცტეკები კი სიამოვნებით სვავდნენ ადამიანთა სისხლს.

კორტესი მიხვდა რომ ალყაში იყო უზარმაზარ ქალაქში რომელიც საგიჟეთს გავდა, სადაც ათიათასობით ჯარისკაცი იყო. მან მოქმედება გადაწყვიტა. მან მიიპატიჟა თავის ბაზაზე მონტესუმა და დააკავა. მან აიძულა მონტესუმა თავისთან დაებარა აცტეკთა მხედართავრები და ისინი ესპანეთის მეფის ერთგულებაზე დააფიცა. ამის შემდეგ კი მან მოსთხოვა მონტესუმას დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ადამიანთა მასობრივი მკვლელობები, ტანჯვა და წამება.

პარალელურად კორტესის დასახმარებლად ქალაქში 1300 ესპანელი და 2000 ტლაშკანელი მეომარი შემოვიდა. მაგრამ მას შემდეგ რაც კორტესმა სიკვდილით დასაჯა სადისტი ქურუმები და გაანთავისუფლა სასიკვდილოდ განწირული ადამიანები, ქალაქში მასობრივმა აჯანყებამ იფეთქა.

კორტესმა ისევ მონტესუმას ხელით სცადა აჯანყების გაჩერება, მაგრამ აცტეკებმა მონტესუმა მოკლეს. აქედან გამომდინა კორტესმა გადაწყვიტა 1520 წლის 1 ივლისს ქალაქიდან გაეღწიათ. გასვლა ღამით დაიწყო. მაგრამ აცტეკებმა შეიტყვეს და ყველა მხრიდან შეუტიეს კორტესის მცირე არმიას. ისინი 100 ათასამდე იყვნენ, მაგრამ ქრისტიანთა სიმამაცეს და გმირობას საზღვარი არ ქონდა. მათ შეძლეს მაინც ქალაქიდან გაღწევა, მაგრამ უმეტესობა გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. 900 ესპანელი, 2000 ინდიელი მოკავშირე, აგრეთვე დაიკარგა 10 ქვემეხი.

პარალელურად აცტეკთა არმიამ აიღო და მიწასთან გაასწორა ესპანელების მიერ აშენებული ქალაქი ველაკრუსი თავის გარნიზონიანად.

თითქოსდა ერნან კორტესის საქმე ცუდად იყო, მაგრამ აქ თავი იჩინა 100 წლის განმავლობაში აცტეკთა მიერ ჩადენილმა არაადამიანურმა სისასტიკემ. მექსიკა და ცენტრალური ამერიკა აჯანყდა მათ წინააღმდეგ, როცა გაიგეს რომ გამოჩნდა ძალა რომელიც თავდადებით ებრძვის აცტეკებს. პარალელურად კორტესს კუბიდან დახმარება მოუვიდა. 1000 ჯარისკაცი, 100 კავალერისტი და 100 ქვემეხი.

მან ტლაშკალასკენ დაიხია უკან. გზაზე მათ აცტეკთა 40 ათასიანი არმია დაეწია. დაბა ოტუმბრესთან გაიმართა დიდი ბრძოლა. მიუხედავად მოწინააღმდეგის უზარმაზარი უპირატესობისა, კორტესმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. ამის შედეგად მან შეძლო ტლაშკალაში ჩასვლა. აქ კორტესმა ახალი არმიის ჩამოყალიბება დაიწყო. მას ათასობით ინდიელი მოხალისე მოსდიოდა. ყველანი აცტეკთა სადისტური სახელმწიფოს დამხობაზე ოცნებოდნენ.

მან ინდიელებისგან ესპანურ ყაიდაზე ჩამოყალიბებული 20 ათასიანი არმია შექმნა, ესპანელთა რაოდენობა გაიზარდა 1500 – მდე. 1521 წლიდან უკვე კორტესი გადავიდა შეტევაზე და ნაბიჯ- ნაბიჯ, ბრძოლებით მიიწევდა წინ აცტეკთა დედაქალაქ ტენოტიჩლანისკენ.

1521 წლის 10 მაისს კორტესმა ქალაქი ალყაში მოაქცია. აცტეკთა ახალი იმპერატორს კუატემოკს 200 ათასიანი არმია ყავდა ქალაქში მობილიზებული და გადაწყვიტა აქ გაემართა გადამწყვეტი ბრძოლა. აცტეკებს უზარმაზარი ადამიანური უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ კორტესს უპირატესობა ჰქონდა შეირაღებაში. მას უკვე 160 ქვემეხი ჰქონდა, ესპანელები ყველანი თოფებით იყვნენ შეირაღებული, ნაწილი მოკავშირე ინდიელებისაც, ამის გარდა მის დასახმარებლად 13 სამხედრო გემი იყო მოსული რომლებიც ქალაქს უშედნენ თავიანთი ქვემეხებიდან. 13 მაისს დაიწყო ქალაქისთვის გააფთრებული ბრძოლები. ორივე მხარე თავდაუზოგავად იბრძოდა. ბრძოლებში პირადად მონაწილეონდა ერნან კორტესი. ის მოუწოდებდა თავიას არმიას ბოლო მოეღოთ ამ ბოროტების და სადიზმის საშინელი ციტატედილისთვის. 1521 წლის 1 აგვისტოს ესპანელები და მათი მოკავშირეები ქალაქში შეიჭრნენ. გააფთრებული ქუჩის ბრძოლები კიდევ 12 დღე გაგრძელდა. ბოლოს 13 აგვისტოს კორტესმა ქალაქი აიღო. აცტეკთა იმპერატორი კუატემოკი ტყვედ ჩავარდა. კორტესის ბრძანებით დაუყოვნებლივ გაანთავისუფლეს 10 ათასი სასიკვდილოდ განწირული ტყვე, მიწასთან გაასწორეს ყველა კერპი და წარმართული ტაძარი. სიკვდილით დასაჯეს ყველა სადისტი ქურუმი.

ამის გარდა მოკავშირეებს ხელში ჩაუვარდათ, აცტეკთა ზღაპრული სიმდიდრე ოქრო და ვერცხლი.

ეს აცტეკთა იმპერიის დასასრული იყო. მართალია ლოკალური ბრძოლები კიდევ 3 წელი გაგრძელდა, მაგრამ ორგანიზებული წინააღმდეგობა შეწყდა. მექსიკისა და ცენტრალური ამერიკის ხალხები ზეიმობდნენ. ერნან კორტესი მათთვის მხსნელად იქცა.

მართალია ერნან კორტეს ამ მიწებისთვის დამოუკიდებლობა არ მიუნიჭებია და ესპანელებმა აქედან ზღაპრული სიმდიდრე გაზიდეს და ეს მიწები ესპანეთის იმპერიას შეურთეს, მაგრამ აქაურებისთვის ეს მაინც დადებითი მოვლენა აღმოაჩნდა. ესპანელების მოსვლასთან ერთად დაიწყო სკოლების, უპოვართა თავშესაფრების და საავამდყოფოების მშენებლობა, და რაც მთავარია აცტეკთა ბოროტების იმპერია ისტორიის საკუთრება გახდა. შეწყდა გენოციდის პოლიტიკა და ადამიანების მასობრივი ხოცვა – ჟლეტვა და ისინი ეზიარნენ ჭეშმარიტების ქრისტიანობის სახით, ჰუმანიზმის და ცივილიზაციის იდეებს!

წყარო: მსოფლიო ისტორია / ავტორი: Data Gunjua

ტეგები:

შესაძლოა დაგაინტერესოს

კომენტარის დატოვება

Your email address will not be published. Required fields are marked *

შემდეგზე გადასვლა